ჟოან ლაპორტა სხვადასხვა გზებით თანხების შეგროვებას ცდილობს, რისი ერთ-ერთი მთავარი მეთოდი ფეხბურთელების გაყიდვაა. ხუთმა მოთამაშემ “ბარსელონაა” უკვე დატოვა, თუმცა ეს საკმარისი არაა.
ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ანტუან გრიზმანის გასხვისების თაობაზე, რაც კლუბს იდეალურ ვარიანტად მიაჩნია.
მიუხედავად ამისა, არსებობს მიზეზები, რის გამოც, ფრანგის გაშვება არასწორი იქნება. Tribuna.com-მა ოთხი მათგანი შემოგვთავაზა და განმარტა, თუ რატომ არ უნდა გაყიდოს “ბარსამ” გრიზმანი.
გამძლეობა
შესაძლოა, ბევრმა ვერ შეამჩნიოს, თუმცა ანტუანი ტრავმას თითქმის არასდროს იღებს.
Transfermarkt-ზე დაყრდნობით, “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ ფრანგმა მხოლოდ 3 შეხვედრა გამოტოვა დაზიანების გამო.
იგივეს ვერ ვიტყვით ანტუანის თანამემემულე დემბელეზე, რომელიც მუდმივად სამედიცინო პერსონალის მომსახურების ქვეშაა.
გოლებში მონაწილეობა
გრიზმანმა “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისური 99-ჯერ მოირგო, მან 35 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჯამში მას 7402 წუთი აქვს ნათამაშები “ბლაუგრანაში”, რაც იმას ნიშნავს, რომ გოლში მონაწილეობას ყოველ 142 წუთში ერთხელ იღებს. ეს კი არც ისე ცუდი შედეგი.
რა თქმა უნდა, გრიზმანი მესი არ არის, მასთან ახლოსაც არ დგას, თუმცა გუნდს მნიშვნელოვნად ეხმარება, რაც შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.
ერთგულება კლუბის მიმართ
– ამბობდა გრიზმანი ერთი წლის წინ.
მსგავს სიყვებს მხოლოდ კლუბის ერთგული თუ იტყოდა.
“ბარსა” დიდ ზარალს ნახავს
“ბლაუგრანამ” გრიზმანი 2019 წელს 120 მილიონ ევროდ შეიძინა, რის შემდეგაც, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება განახევრდა.
ამასთან, მაინც ცოტაა იმ კლუბების რაოდენობა, რომლებმაც, არსებული კრიზისის პირობებში, შესაძლოა ეს თანხა გადაიხადონ.
შესაბამისად, “ბარსას” 30 წლის ფეხბურთელის გასხვისება დაახლოებით 40 მილიონად ან უფრო ნაკლებად მოუწევს, რაც ფინანსურად დიდი წაგება იქნება.




თან ძლივს ათამაშდა კაცი, სქემაში ჩაჯდა, წინ აღარ გარბის ხოლმე უაზროდ რო გარბოდა, ფსიქოლოგიურადაც კარგადაა აღარ ურტყავს უაზროდ კარებში. მესი დეპაი და გრიზი უნდა იყვნენ შეტევა შემდეგ სეზონში, აგუერო და ფატი ზამენიდან. ფატი რო სულ ძირითადში იყო კი ვნახეთ რაც მოუვიდა.
ორ წელში გრიზმანიც წავა, ასერომ სანამ რამე სარგებლის ნახვა შეუძლიათ ჯობია გაყიდონ
ამის წასვლა სისულელე იქნება. კონკურენცია უნდა იყოს თორე მერე თავდაჯერებულები ხდებიან.
ვინმე ნორმალური, გამოცდილი!!!! ნახევარმცველი თუ მოიყვანეს კი ბატონო დარჩეს, გრიზმანი ზედმეტი არასდროს არაა და არც არაფერს გააფუჭებს, ოღონდ მოიყვანონ სუსტ პოზიციებზე ვინცაა საჭირო. ხოდა კიდევ უსაქმური ხალხი გახვეტონ! სახელფასო ფონდის შემცირებამ მარტო გრიზმანზე არ უნდა გადაიაროს.
თუ სიმართლეა რო გრიზმანის წასვლა წყვეტს მესის კონტრაქტს მივესალმები საულში გაცვლას ძაან საჭირო იგროკია საული
Ბარემ გადაეცი პირდაპირ ლალიგა ატლეტიკოს
გრიზმანი თუკი ხელფასს შეიმცირებს, ჯობია დარჩეს
საულტან ბარტერს რაც შეეხება, საულიც მაღალი დონის ფეხბურთელია და გამოცდილი შუახაზელი ურიგიო არაა, თან შავი სამუშაოს შესრულება არ ეზარება და შეტევაშიც პროდუქტიულია
გრიზის ნაცვლად ის 3 ფრანგი უნდა მოშორდეს და კიდევ პიანიცა-კოუტინიოც უნდა წავიდეს… და რობერტომ უნდა დაიხურის ქუდი, ბრაითას ფასი კი დაედება ამ ზაფხულის ნათამაშევით და შანსი გამოსაყენებელია
alen halilovic,
აგუერო რეგულარულად ვერ ითამაშებს ერთი და მეორე გრიზმანს უფრო დიდი კლასი აქვს,დეპაისთან შედარებით პრესინგს ბევრად უკეთესად თამაშობს,მეტსაც დარბის და შავ სამუშაოს ასრულებს.ფატიზე გარისკვა არ ღირს ახალი მოშუშებული ექნება მაგხელა ტრამვა და ვერ ითამაშებს რეგულარულად 90 წუთს ცოდოა ბავშვი,აუდინა ბოლი კუმანმა და კი დავინახეთ რაც მოუვიდა,თორემ ფატი რომ ჯანზე იყოს მესის გარდა სუყველას სკამზე მოსვამდა.შესაფერისი კლუბი თუ ატლეტიკოა გამოგვივა კონკურენტის გაძლიერება სურო და გრიზმანო ჩოლოსთან ძალიან საშიშია,ამიტომ ვფიქრობ, 1 სეზონი ჯობია დარჩეს, ოღონდ ,რა თქმა უნდა, ხელფასი შეიმციროს.
ამდენი ნაგავია მოსაშორებელი და რაღა გრიზმანს მიადგნენ. დემბელემ და უმტიტიმ ინამუსონ და დაიკლონ ხელფასი, თორემ არ გამოვა ასე არაფერი. ბრაიტა, რობერტო და პიანიჩი უნდა წავიდნენ.
აგუერო და დეპაი რისთვის მოიყვანეს აბა
მე ვერ ვხედავ მიზეზს ამის დატოვების, ტყუილად დრო უნდა წაართვას სხვებს, სკამზე ხო არ დააჯენ. სკამისთვის მართლა ცოდოა, ასე რომ თავისთვის შესაფერის გუნდს თუ მოძებნის იდეალური იქნება
ფატი ულაპარაკოდ ზირითადში, დემბელე შემცვლელად, თან ყველა პოზიციას ერგება. ტრამვას მიიღებს და ბ გუნდიდან გადმოვიყვანოთ ბიჭები, არ გვჭირდება გრიზმანი არანაირად
რავი რა 1 სეზონს იმსახურებს,თანაც არავინ მოჰყავთ უკეთესი.საულში გავუცვალოთო და გრიზმანი ჩოლოსთან ისევ ათამაშდება და მერე რაღა ვქნათ.