ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ბარსელონა ბ” ახალ სეზონს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება. საქრისტიანის გუნდმა მეტოქე 10–0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ  მეტოქე კატალონიის მეორე დივიზიონის კლუბი, “ნავატა” იყო, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  “ბარსა ბ” შესანიშნავ ფორმაშია და მათ 10 გოლის გატანა 60 წუთში მოახერხეს. თითო ტაიმის ხანგრძლივობა ნახევარ საათიანი იყო. მატჩის უდაო გმირი ჯონათან სორიანო იყო. მან გოლების  50% შეაგდო. ანუ მან 5-ჯერ აიღო მეტოქის კარი. იმის გამო, რომ  “ბარსას” არ აწყობს “ბენფიკასა” და “ზალცბურგის” მიერ შემოთავაზებული თანხა, 25 წლის ფეხბურთელი ჯერჯერობით საქრისტიანის განკარგულებაშია.

მოახლოებული ტოპ–ტურნირის გამო ეუსებიომ  ბევრი ფეხბურთელი არ ათამაშა. პირველი ტაიმი სორიანოსა და  კუენკას გოლების წყალობით 2–0 დასრულდა. მეორე ტაიმში მოედანზე  მასიპის ნაცვლად ოიერი შემოვიდა. გულშემატკივრებმა დასკვნით  30 წუთში 8 გოლი იხილეს. სორიანოსთან ერთად გოლები  საულმა ( 2 ) და რივეროლამ ( 2 ) შეაგდეს. 

მატჩის შემდეგ  ეუსებიომ  კომენტარი გააკეთა: “ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, არამედ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მოთამაშეები ბრწყინვალედ ასრულებენ ჩემს გეგმას და  შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. სულმოუთქმელად ველით სეზონის დაწყებას” – დაასრულა საქრისტიანმა.
 
შეგახსენებთ, რომ წინა ამხანაგური მატჩი “ბარსა ბ”-მ 8-0 მოიგო.

P.S. ეს ჩემი 50-ე სიახლეა ბარსამანიაზე…

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში