მოგეხსენებათ, დღეს გამთენიისას გაიმართა “კოპა ამერიკის” 1/4 ფინალი, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპიდნენ. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ურუგვაიმ მძიმე და დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა და ეს დაიმსახურა.
ამრიგად, კოპას გამოეთიშა მსოფლიოს საუკეთესო ფეხნურთელი, ლიონელ ანდრეს მესი. დამეთანხმებით ალბათ, რომ ძირითადი შემადგენლობიდან წაგებაში ყველაზე ნაკლები წვლილი ვუნდერკინდსა და პიპიტას ( იგუაინს ) მიუძღვის.
დასრულდა მორიგი ტურნირი, რომელშიც აგენტინა მონაწილეობას იღებდა და სამწუხაროდ ისევ ვერ აჩვენა დონე და კლასი. მიუხედავად იმისა, რომ მესიმ ვერც კოპაზე შეაგდო ბურთი, მას ეს ტურნირი ცუდად ნამდვილად არ ჩაუტარებია. ლეომ აქტივში სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ის ნამდვილად გუნდის ლიდერი იყო, რომელსაც თამაშს ვერ უწყობდნენ.
ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ ვთვლი, რომ საჭირო იყო პასტორე პირველივე წუთიდან მოედანზე ყოფილიყო ან კი მინიმუმ სათადარიგოთა სკამიდან უფრო ადრე გამოსულიყო სტადიონზე. მატჩის იმედგაცრუება გახდა კარლოს ტევესი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს კარლიტოს ფეხებზე ეკიდა ( უკაცრავად ამ სიტყვებისთვის ) მატჩის ბედი. უნიათოდ თამაშობდა… და არ გაისარჯა ბოლომდე. მას მეტი მოეთხოვებოდა. მე პირადად ველოდი იმას, რომ ტევესი თერთმეთმეტრიანი ნიშნულიდან ვერ გაიტანდა.
ამ მატჩის დაწყებისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მესი არგენტინის ერთგულია. ის პირდაღებული არ ყვიროდა “ოჰოჰოჰოჰ–ს” მაგრამ თუ დააკვირდებოდით ნახავდით, რომ ის აშკარად მღეროდა!.. ერთ მომენტში თავიც კი მუსიკის რიტმში გააქნია.
ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ მოედანზე ბოლო ხმაზე ყვიროდნენ: Olé Olé Olé Olé Messi, Messi !
ამის მოსმენას არაფერის ჯობდა.
საინტერესოა, ახლა ვის კრიტიკას დაიწყებენ? ისევ მესის აავსებენ საყვედურებით თუ ახლა ტევესს გააკრიტიკებენ?
მე ჩემს აზრზზე დავრჩები და ვიტყვი, ის, რომ არგენტინა დამარცხდა, მხოლოდ არგენტინის ბრალია. მეორე ტაიმში მათ უფრო პრაგმატული ფეხბურთი ითამაშეს ვიდრე შემტევი.
დავამთავრებ ამ სიტყვებით: ახლა ის დროა, როდესაც მესის მისი გულშემატკივრები ვჭირდებით!..
ვიდეომასალა
[media=http://www.youtube.com/watch?v=4D5kJIBKeMg]
[media=http://www.youtube.com/watch?v=j1fr1Q3MHWw]
[media=http://www.youtube.com/watch?v=4ScxrNJGG8k]



