ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 ივნის მოხდა.

თამაშები

14 ივნისს “ბარსელონას” 7-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 4 მატჩი მოიგეს და 3 წააგეს.

1925 წელი

“ბარსელონასა” და “ჟუნიპერს” შორის გამართული ამხანაგური მატჩის წინ ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს. ხელისუფლების სასჯელმაც არ დააყოვნა – კლუბის დირექტორები დააჯარიმეს, “ბარსას” საშინაო არენა კი 6 თვით დახურეს.

1936 წელი

ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ოსასუნა” 7-1 გაანადგურა. 5 გოლი ესკოლამ გაიტანა. კატალონიელებს პირველი თამაში 2-4 ჰქონდათ წაგებული.

1959 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდს” ესპანეთის თასის 1/2 ფინალის განმეორებითი თამაშიც მოუგო, ამჯერად 3-1. კატალონიელთა მხრიდან გოლები ლუის სუარესმა (2) და ვილიავერდემ გაიტანეს.

1960 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ვისენს პიერა.

2001 წელი

კატალონიის თასიდან “ბარსელონა” მეოთხელიგელმა, ნახევრად სამოყვარულო “ბალაგერმა” გამოაგდო. თამაშის 2-2 დასრულების შემდეგ “ბლაუგრანამ” თერთმეტმეტრიანების სერიაში 3-4 წააგო.

2006 წელი

ეიდურ გუდიონსენი “ჩელსიდან” “ბარსელონაში” გადმოვიდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    14 ივნ 2021, 18:23

    ოსასუნა გაგვიცამტვერებია

  • nika 54
    14 ივნ 2021, 16:17

    ვერც 14 ივნისი ყოფილა ძალიან დატვირთული დადებითი ემოციებით.