კოპენჰაგენში ევრო 2020-ის რიგით მესამე შეხვედრა ძალიან დრამატული და ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა.
ამ მატჩში სიკვდილსგადარჩენილი კრისტიან ერიკსენის ამაბავმა ყველაფერი გადაფარა. ჰოსპიტალში მოსულიერებულმა დანიელმა თანაგუნდელებს თამაშის გაგრძელებისკენ მოუწოდა, თუმცა მასპინძლებისთვის შეხვედრის განახლება წარუმატებელი ნაბიჯი აღმოჩნდა.
ფინელებმა დღეს გააზრებულად ერთადერთხელ შეუტიეს, კარისკენაც მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და გოლის გატანა მაინც შეძლეს.
შედეგად, მიმდინარე ტურნირზე პირველი სენსაცია B ჯგუფში დაფიქსირდა. მარტინ ბრეითუეიტმა მატჩში მონაწილეობა სრულად მიიღო, თუმცა თანაგუნდელების მსგავსად, თავი ვერაფრით გამოიჩინა.
დღევანდელი მოულოდნელი მარცხისა და გუნდის ლიდერის გამოკლების შემდეგ დანიელებს ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაუჭირდებათ.



საცოდაობა იყო, შმეიხელი ხან მეგობარს დასცქეროდა ხან მის ცოლთან მიდიოდა და ამხნევებდა. როგორ მოაქციეს წრესი და როგორ ტიროდნენ, საცოდაობა იყო. სხვათა შორის როცა გაყავდათ ყოველმხრივ შემოახვიეს ნაჭრები, მათ შორის დროშები და ერთი დროშა ფინეთისა აღმოჩნდა. ეტყობა ტრიბუნიდან მიაწოდეს ფინეთის ფანებმა.
სხვათაშორის ჩვენი მარტინი საკაიფოდ თამაშობდა
რუსეთთან უნდა მოიგონ უეჭველი და ბელგიასთან ფრე თუ გააგორეს გასულები არიან. რუსეთი მეოთხეზე უნდა მოჯდეს
კიდევ ერთხელ დაამტკიცა უეფამ რა მაგრად ახატიათ ფეხბურთელები 🙂
ექვსასჯერ უფრო პატარა ბელგიამ, რუსეთი თავისსავე ქვეყანაში გაძუკნა.
ბელგია 30 689 კვ კმ — რუსეთი 17 075 400 კვ კმ.
17 მილიონი, რომ გამოაკლო მაინც 2,5-ჯერ დიდია.
მართალი ხარ.. თანაგუნდელი კინაღამ მინდორზე ჩააკვდათ. ძლივს გადაარჩინეს და უეფამ და ფიფამ თამაში 2 საათში გააგრძელებინეს. ძაან დიდი სტრესია…
ერიკსენს უთხოვია თვითონ და მაგიტო გააგრძელესო ასე გავიგე. ნუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გადარჩა ფეხბურთელი და ამის იქეთ ყველაფერს აზრი ეკარგება. უბრალოდ ეს ნაბო.არი ტოტალიზატორები წარმოგიდგენია დღეს როგორ გამდიდრდებო.ენ? კაროჩე მაგას უნდა შეეშვას ყველა, პირადად მე იმდენს ვიცნობ ვისაც ედო დანიის მოგება და თან საკმაოდ სოლიდურ თანხებში. არაადამიანები, არც შეერგოთ ის ფული.
კიდე კაი ღორები მაინც აგებენ. მეოთხეზე თუ გავლენ კანფეტ. ეს ერთი და სხვა მრავალი.
მართალი ხარ.. თანაგუნდელი კინაღამ მინდორზე ჩააკვდათ. ძლივს გადაარჩინეს და უეფამ და ფიფამ თამაში 2 საათში გააგრძელებინეს. ძაან დიდი სტრესია…
იმხელა სტრესი განიცადეს ან როგორც ითამაშეს არაა გასაკვირი? ამ მატჩის გაგრძელება არანაირად არ შეიძლებოდა ჩემი აზრით.