workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca | ბარსა ემერსონის გაყიდვას არ აპირებს

Marca | ბარსა ემერსონის გაყიდვას არ აპირებს

დღეს დილით ემერსონ როიალის აგენტები “ინტერის” წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამასთან დაკავშირებით პრესაში დაიწერა, რომ “ნერაძურის” ემერსონი ჰაკიმის შემცვლელად სჭირდება. თავის მხრივ, ახრაფ ჰაკიმი მილანური გრანდიდან წასვლის მთავარი კანდიდატია. სკუდეტოს ტრიუმფატორებს მძიმე ფინანასური მდგომარეობის გამო ლუკაკუს, ლაუტაროს ან ჰაკიმის გაყიდვა იძულებით მოუწევთ.

Marca იუწყება, რომ “ბარსელონა” ემერსონის გაყიდვას არ აპირებს და პირიქით, კლუბი მისი კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივებაზე მუშაობს. 

რონალდ კუმანისათთვის ემერსონი სასურველი კადრი იყო და სწორედ ამიტომ გამოისყიდეს ის კატალონიელებმა “ბეტისიდან” 9 მილიონის სანაცვლოდ. 

MD-ის ინფორმაციით, ემერსონის აგენტებმა “ინტერის” წარმომადგენლებს უარი უთხრეს და შეხვედრაზე განსაკუთრებულ სატრანსფერო მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი “ბარსამ” ამ ზაფხულს მესამე ტრანსფერის სახით შეიძინა. ბევრი გამოცემის ვერსიით, ემერსონი დაცვის მარჯვენა ფლანგის მთავარ კანდიდატად მოიაზრება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 11 ივნ 2021, 19:50

    ციტატა: El pistolero 9
    რობერტოა გასაყიდი. ისე მუსა ვაგეც ხო გვყავს ვალვერდემ არ მისცა შანსი, სეტიენის დროს განათხოვრებული იყო და ახლა სადაა საერთოდ?


    ვაგემ სეზონის დასაწყისში მიიღო ტრავმა. მახსოვს ლენგლემ რო გოლი გაიტანა ვაგეს მაისური გამოიტანა მოედანზე, ამით გამოუცხადეს მხარდაჭერა.

  • Truxilio
    schedule 11 ივნ 2021, 08:18

    საბერძნეთში იყო განათხოვრებული . სერიოზული ტრამვა მიიღო მთელი სეზონი გაუცდა .El pistolero 9,

  • El pistolero 9
    schedule 11 ივნ 2021, 01:20

    რობერტოა გასაყიდი. ისე მუსა ვაგეც ხო გვყავს ვალვერდემ არ მისცა შანსი, სეტიენის დროს განათხოვრებული იყო და ახლა სადაა საერთოდ?

  • M10 S9 D11
    schedule 11 ივნ 2021, 00:31

    რატო უნდა გაყოდოს ბარსას ჭირდება