ორშაბათ დილას, “ბარსელონას” 18 ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. გუნდს მხოლოდ ის ფეხბურთელები დააკლდებიან, რომლებიც “კოპა ამერიკაზე” საკუთარი ეროვნული ნაკრებების ღირსებას იცავენ…
ვალდესი, პინტო, პიკე, პუიოლი, ჩავი, ვილია, ინიესტა, ბოიანი, ჟეფრენი, კეიტა, ბუსკეტსი, პედრო, მაქსველი, აფელაი, აბიდალი, ტიაგო, ფონტასი და ჯონატან დოს სანტოსი ის ფებურთელები არიან, რომლებიც ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, ხოლო საღამოს ვარჯიშს გამართავენ.
გუნდს მხოლოდ ის ფეხბურთელები დააკლდებიან, რომლებიც ახლა არგენტინაში, სამრეთ ამერიკის ჩემპიონატზე გამოდიან. გათამაშება 24 ივლისს მთავრდება. არგენტინის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები ახლა 1/4 ფინალურ ეტაპზე არიან გასულები და სავსებით შესაძლებელია, რომ 24 ივლისს სწორედ ეს ორი ნაკრები წარსდგეს ერთმანეთის წინაშე. შეგახსენებთ, რომ არგენტინის ფორმით ჩემპიონატზე “ბარსას” მხრიდან, მესი, მაშერანო და მილიტო გამოდიან, ხოლო ბრაზილიის ღირსებას დანი ალვესი და ადრიანო კორეია იცავენ.



