ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსს” “ბარსელონას” ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დაბრუნება უნდა, რის გამოც მზადაა, გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი დათმოს.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ პიანიჩის დამატება “იუვენტუსის” ახალი მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის სურვილია. “ბიანკონერი” მზადაა, გარიგებაში ადრიან რაბიო ან როდრიგო ბენტანკური ჩართოს.
იმავე წყაროს ცნობით, თუ “იუვე” “ბარსასთან” მოთამაშეების გაცვლის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ტურინელები ბოსნიელი შუახაზელის იჯარით აყვანას განიხილავენ.
RAC1-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ნახევარმცველმა “იუვენტუსს” შეატყობინა, რომ დაბრუნება სურს.



არტური ან დე ლიხტი უფრო არტური
რაბიო კარგი ვარიანტია
რაბიოში გაცვალონ, ოღონდ კიდევ არ გამოხტეს ამის დედა და არ მოითხოვოს საკომისიო როგორც პსჟ-დან გადმოსვლის დროს მოხდა.
რაბიოს პიანიჩზე მაღალი ხელფასი აქ. ბენტაკური კარგი ბიჭია თუ დამატება არ მოგვიწევს ფულის
ბენტანკური დადეთ
დე ლიხტი ჯიგრებოოო.
რაბიოოო მაგარიაა