მესის არ გაუმართლა, რადგან არგენტინაში დაიბადა. იცით რატომ? არგენტინა ის ქვეყანაა, რომლის მოხიბლვა ძალიან ძნელია. ეს ქვეყანაა, სადაც ხალხი ყველასა და ყველაფერს აკრიტიკებს. ეს ისეთი ადგილია, სადაც თუ შენ გაქვს მეტი ფული, წარმატება ან გამოჩენილი პიროვნება ხარ და სხვები შენი ფულისა და წარმატებისგან ვერაფერს ღებულობენ, ისინი არარაობად და არაადამიანად გთვლიან.
სამწუხაროდ, არგენტინა პარალიზირებულია და ალბათ მუდამ ასეთი იქნება. მხოლოდ შავი ან თეთრი, იქ ნაცრისფერი არ არსებობს. შენ ან უყვარხარ და გაღმერთებენ ან კიდევ დედამიწაზე ყველაზე ცუდი არსება ხარ და ჯობია მალე გაეცალო იქაურობას.
ბევრისთვის სამწუხაროდ, მესი სწორედ ამ ადგილას დაიბადა. ფეხბურთი არგენტინაში პლაგიატობაში ნუ ჩამითვლით და “მეტია ვიდრე უბრალოდ სპორტული თამაში.” მესის ყველაფრისთვის აკრიტიკებენ… აკრიტიკებენ იმისთვის რაც გააკეთა და იმისთვის რაც არ ჩაუდენია.მაგრამ კრიტიკის უმეტესი ნაწილი არა მის თამაშს, არამედ თამაშისადმი დამოკიდებულებას ეთმობა… საყვედურს ეუბნებიან იმის გამო თუ რა გააკეთა თამაშის დაწყებამდე და მატჩის შემდეგ….რა დამოკიდებულებით იასპარეზა…დაიხარჯა თუ არა ბოლომდე… მას არგენტინის მოსახლეობის უმეტესობა აკრიტიკებს..ბავშვიდან დაწყებული ხანშიშესულით დამთავრებული… მესის კრიტიკა სპორტის ფარგლებს სცდება.
მიზეზი იმისა თუ რატომ ადარებენ დღესაც კი მესის მარადონას, ის არის, რომ ხალხს არ სურს დაივიწყოს წარსული. ისინი კვლავ და კვლავ მოგონებებს იხსენებენ…შეიძლება ითქვას, რომ წარსულით ცხოვრობენ..მათი აზრით თუ ძველ მდგომარეობასა და მარადონას ნაკრებს აღადგენენ შესაძლოა გამარჯვება.
გთხოვთ ვინმემ არგენტინელებს აუხსენით, რომ ფეხბურთი შეიცვალა… ახლა სულ სხვა მდგომარეობაა. გუნდები სადაც მარადონა თამაშობდა, თუნდაც არგენტინის ნაკრები და “ნაპოლი” ავიღოთ… ისინი დიეგოზე თამაშობდნენ… მარადონა თითქოს პირამიდის მწვერვალზე იმყოფებოდა. ყველა კლუბი მისი ჯადოქრობისგან გაკვირვებული რჩებოდა… ყოველი გოლი მისი დამსახურება იყო.
“ბარსელონაში” ლეო მესი ყოველ კუთხე–კუნჭულში თამაშობს. ის გუნდური მოთამაშეა. თუ ის ვერ თამაშობს, კატალონიური გრანდი შედარებით ძნელად მაგრამ მეტოქეს მაინც ამარცხებს.
მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მჯერა, რომ “ბარსასთან” და არგენტინასთან ერთად კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს. მაგრამ მას არ ექნება ისეთი როლი, როგორიც მარადონას.
არგენტინელებს კი სწორედ ეს სურთ. როდესაც ისინი ხვდებიან, რომ დრო გავიდა და ყველაფერი შეიცვალა მათ სურთ, რომ მესი იყოს “სწორედ ის ბიჭი” რომელიც ამჟამად მოედნის გარეთ არის. მათ სურთ, რომ ლეო დიეგო იყოს. მაგრამ ეს ასე არ არის… ლეო მესი ერთადერთია და განუმეორებელი. ის სხვებისგან გამოირჩევა. ის არ არის მარადონა. სწორედ ამიტომ გვესმის ბევრი სისულელე, როგორიცაა მაგალითად “მესის არგენტინა არ უყვარს, მან ჰიმნი არ იმღერა.”
ერთ–ერთ არგენტინულ ცნობილ ჟურნალში ეწერა: “რა გჭირს მესი? მაისური ხომ არ გაქვს მძიმე? ნაკრებში შენ უგულოდ თამაშობ. უბრალოდ ეს შენი მოვალეობაა. დიეგო მარადონასთან ახლოსაც კი არავინ დგას, რადგან ის მთელს სულსა და გულს ტოვებდა მოედანზე.”
ისმის ერთადერთი კითხვა” რას ნიშნავს ყოველივე ეს?
მესის არგენტინა, რომ არ უყვარდეს, ის იქ არ ითამაშებდა. მას ხომ შეუძლია უბრალოდ თქვას, რომ დაიღალა ამდენი უსაფუძვლო კრიტიკისგან და წავიდეს. ის სუპერვარსკვლავია მსოფლიოს საუკეთესო კლუბის, მას ყველაფერი აქვს საკლუბო დონეზე მოგებული. ინდივიდუალური პრიზებიც საკმაოდ ბევრი აქვს. ერთადერთი მიზეზი თუ რატომ რჩება ის ნაკრებში ის არის, რომ მას სურს გაახაროს არგენტინელი ხალხი. ლეოს დიდი სურვილია, რომ არგენტინაში ის არ სძულდეთ, არამედ უყვარდეთ. მას სამშობლო უყვარს.
მესი პატარა იყო როცა ესპანეთში გადავიდა, ის ესპანეთის მოქალაქეც არის. მას შეეძლო არჩევანის გაკეთების დროს ესპანეთი აერჩია და არა არგენტინა. ესპანეთში უფრო ადვილად ითამაშებდა და არავინ გააკრიტიკებდა. იქ ხომ მისი თანაგუნდელები იქნებოდნენ.მაგრამ მან სამშობლო აირჩია. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ არგენტინა ნამდვილად უყვარს ლიონელს.
არგენტინაში არ აღიარებენ, არ ჯერებენ იმას, რომ ის საუკეთესოა, მოედანზე ყველაფერს დებს და არც ის არის გასაკვირი, არც ის ჯერათ, რომ მას მარადონასავით უყვარს სამშობლო. ისინი წაგებას რეალურად ვერ აღიქვამენ. ის, რომ მესიმ ჰიმნი არ იმღერა სერიოზულ პრობლემად მიიღეს და გაუჩნდათ ახალი და მორიგი საბაბი მესის კრიტიკისთვის. რაღათქმაუნდა წარუმატებლობა ვუნდერკინდს დააბრალებს.
შესაძლოა მესის რცხვენია ან არ უყვარს სიმღერა, შესაძლოა სიტყვები არ იცის , ის ხომ ესპანეთში ცხოვრობს დიდი ხანია. მესისთვის ჯობს კარგად ისწავლოს არგენტინელების ეს გამამხნევებელი შეძახილებიმ საინტერესო იქნება, როგორ იყვირებს მესი ბოლო ხმაზე სხვებთან ერთად “ოჰოჰოჰოჰოჰ–ს”.
ვეთანხმები MrJohnson–ს… არც მე ვიმღერებდი ასეთ ჰიმნს.
საკმაოდ ცნობილმა არგენტინელმა კალათბურთელმა, ლუის სკოლამ ამ ფაქტის შემდეგ აღიარა, რომ ის არასდროს მღერის ნაციონალურ ჰიმნს მაგრამ მისთვის სიტყვაც კი არავის უთქვამს. შესაძლოა იმიტომ, რომ ის კალათბურთელია და არა ფეხბურთელი მან კრიტიკა არ დაიმსახურა.
მესის არასდროს უთამაშია “რივერ პლეიტსა” და “ბოკა ხუნიორსში”, რასაც შესაძლოა მისთვის იმუნიტეტი მიეცა და კრიტიკა არ დაემსახურებინა. სამწუხაროდ მესის მოუწევს გააგრძელოს სულელური საყვედურების მოსმენა. არგენტინელებს სურთ, რომ მესიმ არ დამალოს ემოციები და ისე მოიქცეს როგორც მათ ენდომებათ. ისინი პატივს არ სცემენ სხვა ერის წარმომადგენლებს. მათი აზრით, პატრიოტიზმი ჰიმნის სიმღერაშიც გამოიხატება.
ალბათ მესიმ მატჩის წინ ჰიმნი, რომ არ იმღეროს და ის შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატაროს მას მაინც გააკრიტიკებენ. ვღიზიანდები, როდესაც ლეოს მიმართ უსაფუძვლო კრიტიკას ვისმენ. ამ დროს მეც როგორც ალბათ, ბარსამანიის უმეტესობას სურს დავიცვა იგი. ის ხომ ვუნდერკინდია. არ იმსახურებს ნამდვილად საყვედურებს. როდესაც არგენტინელთა ლეოს მიმართ აღარ გავიგონებ კრიტიკას, მე ჩავთლი, რომ სამყაროში კიდევ რაღაც კარგისკენ შეიცვალა.
ის ყოველ მატჩში სხვა პოზიციაზე თამაშობს და არასდროს არაფერს ითხოვს მწვრთნელისგან. არასდროს უგვიანებს პასს თანაგუნდელს. ერთადერთი რასაც ის ითხოვს ის 90 წუთი მოედანზე ყოფნაა.
თქვენი ნებართვით ვიტყვი, რომ ის “მეტია ვიდრე, უბრალოდ ფეხბურთელი!”
ჩემი აზრით, ის ყოველ მატჩში მღერის ეროვნულ ჰიმნს… შეიძლება თავისებურად, მაგრამ მღერის. თქვენ არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მე ვხედავ, რომ ის ხმამაღლა… ძალზედ ხმამაღლა მღერის ჰიმნს!