ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკო ფემენია: ”ბარსა ბ”-ში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია”

კიკო ფემენია: ”ბარსა ბ”-ში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია”

ვარდაუდობენ, რომ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი მომავალ სეზონში ”ბარსა ბ”-ს ვარსკვლავი გახდება. იმას გარდა, რომ კლუბმა ფემენიაში 2 მილიონი ევრო გდაიხადა, რაც ფილიალისთვის უპრეცედენტო თანხაა კიკოს კონტრაქტში გათვალისწინებულია, რომ 2012/13 სეზონში ის პირველ გუნდში უნდა ფიგურირებდეს.
 – მას შემდეგ, რაც თქვენ წინა სეზონი პრიმერაში გაატარეთ, სეგუნდა დივიზიონში დაბრუნება უკან გადადგმული ნაბიჯია?

 – ”ბარსაში” გადასვლა, თუნდაც ფილიალში ყოველთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მე ბედნიერი ვარ აქ მოხვედრით და დავეხმარები ჩემს ახალ კლუბს როგორც შემიძლია.

 – როგორი მოლოდინი გაქვთ მომავალი სეზონის წინ?

 – მსურს თამაშით დავტკბე. ჩემი ახალი თანაგუნდელები კარგი ფეხბურთელები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ სეზონს ჩავატარებთ.

 – როგორ ჩაიარა პირველმა ვარჯიშმა ეუსებიოსთან?

 – ჩვენ კმაყოფილები ვართ სიტუაციით. იმედი მაქვს, რომ მთელი სეზონი ასეთივე კარგი იქნება.

 – საერთოდ ახალწვეულებს უჭირთ ”ბარსას” სტილზე ადაპტირება. თქვენს შემთხვევაში როგორაა?

 – რა თქმა უნდა აქ თამაშის სტილზე სხვაგვარი მიდგომაა. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში შევეჩვევი ახალ სტილს.

 – რომელ პოზიციაზე მიეჩვიეთ თამაშს?

 – მე შემიძლია ნახევარდაცვაში მარჯვნივ და მარცხნივ თამაში, მაგრამ ვითამაშებ სადაც საჭირო იქნება. საერთოდ მე გოლეადორი არ ვარ, მაგრამ ისეთ გუნდში, როგორიც ”ბარსაა” ყველა პოზიციაზე უნდა ითამაშო.

 – თქვენი სატრანსფერო ფასი მოქმედებს თქვენზე?

 – არა, ამაზე არ ვფიქრობ. ახლა მობილიზირებული ვარ მხოლოდ იმაზე, რომ გუნდს დავეხმარო. ”ბარსაში” მოხვედრის შანსი ცხოვრებაში ერთხელ მოგეცემა და ის უნდა გამოიყენო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში