ხავი მიგელის ინფორმაციით, “ბარსელონას” მომავალი ფეხბურთელები – ერიკ გარსია და სერხიო აგუერო უკვე კატალონიის დედაქალაქში იმყოფებიან. წყაროს თანახმად, ისინი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლიან.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” ესპანელი მცველის შეძენაზე ოფიციალურ განცხადებას ხვალ გამოაქვეყნებენ, მისი პრეზენტაცია კი ხუთშაბათს შედგება. ცერემონიას ჟოან ლაპორტაც დაესწრება – ერიკი ლეგენდარული პრეზიდენტის ახალ ეპოქაში გაფორმებული პირველი მოთამაშე გახდება.
რაც შეეხება აგუეროს, არგენტინაში გავრცელებული ცნობებით, კუნს “ბარსელონას” მოთამაშედ კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ წარადგენენ, მანამდე კი კლუბი არანაირ განცხადებას არ გააკეთებს.
რაც შეეხება აგუეროს, არგენტინაში გავრცელებული ცნობებით, კუნს "ბარსელონას" მოთამაშედ კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ წარადგენენ, მანამდე კი კლუბი არანაირ განცხადებას არ გააკეთებს.
ეს რას ნიშნავს? დააკვირდებიან რისი შნო აქვს? ან მესისთან როგორ არის შეთამაშებული?
უმთავრესად მწვრთნელია საჭირო ,მწვრთნელი. ასევე უეფა-თან სიტუაციის დალაგება….არავინ არ მოვა დისკვალიფიკაციის ზღვარზე არსებულ სიტუაციაში.
არ ვიცი ამ ბიჭის ხარჯზე დაცვა რანაირად უნდა დალაგდეს ვერც ლენგელს ჯობია ჯერ და ვერც არაუხოოს…იმედია ლუჩოსთან გაიხსნება ევროპაზე…თან მაღალი არაა