workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
FOX Sports | რონალდ კუმანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

FOX Sports | რონალდ კუმანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

FOX Sports-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ნიდერლანდელი თავკაცი, რონალდ კუმანი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რონალდს ნევროზული შეტევა აქვს. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

კუმანს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები სეზონის განმავლობაშიც ჰქონდა. უშუალოდ ამ შემთხვევასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მას თებერვალში პრესკონფერენციისას ცხვირიდან სისხლიც წასკდა, რაც გულის პრობლემების გამო სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მიღებით იყო გამოწვეული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (23)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 28 მაი 2021, 17:52

    C.PC5,
    blush თქვენც მადლობა!

  • C.PC5
    schedule 28 მაი 2021, 17:31

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ადამიანურად ძალიან ცოდოა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
    როგორც მწვრთნელიც მეცოდება, როგორ ბარდაკში და არეულ-დარეულ გუნდში მოვიდა, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, როგორც შეძლო დაალაგა ტრანსფერების გარეშე, ლა-მასიელები ამოწია და აათამაშა კიდეც, მოარგო პოზიციებს..ასაკოვნები ითხოვა და ისინიც კი ვერ უყიდეს, ბავშვებს კიდევ დრო სჭირდებოდათ შესათამაშებლად.
    რა გამოდის, შარშან ვინც ითხოვა ეხლა მოუყვანეს და თვითონ უშვებენ?
    იმ სიტყვას აღარ დავწერ რაც ჰქვია ასეთ მიდგომას ადამიანისადმი.
    კი, ყველა ვბრაზობდით, მაგრამ ასე "ფიფქიას ჯოხის" ერთი დაქნევით არაფერი კეთდება ცხოვრებაში.
    ნუ, ნებისმიერ გუნდში თაობათა ცვლა რასაც ნიშნავს და რამდენი წელი შეიძლება დასჭირდეს, ეს ცალკე თემაა და ყველამ იცით, რომ ისეთი ბარსა როგორიც იყო, აღარასოდეს, უფრო სწორედ, ვეღარასოდეს დაბრუნდება, თვითოეული ადამიანი განსაკუთრებული პიროვნებაა და იშვიათია, როცა ასეთი ერთნაირები ერთად იყრიან თავს გუნდში – პეპის ბარსასთან ერთად გაიხსენეთ ძველი მილანი, ფერგის მანჩესტერი..
    წელს ჩვენ ვიყავით ისეთ სიტუაციაში, როცა "ზოგი დაფრინავდა, ზოგი დარბოდა, ზოგიც მიხოხავდა"!
    დრო მოვა და ისევ ყველა "იფრენს"!
    რა თქმა უნდა, ქომაგებს დიდი პრეტენზიები გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ღირსია იმის, რომ თავის, ასე თუ ისე, ცოტათი მაინც "დამშვიდებულ" გუნდს თვითონ გაუძღვეს!!!
    უშეცდომო ადამიანი ბუნებაში არ არსებობს! მხოლოდ ერთი განსხვავებაა მათ შორის: ზოგი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ზოგიც მხოლოდ საკუთარზე! მთავარია ნებისმიერმა მათგანმა ის შეცდომა დაინახოს და დროულად აღმოფხვრას! – კუმანი ცოტა ჯიუტია და ამიტომ მეორე კატეგორიას მიეკუთვნება.. wink heart_eyes blush
    ეს თემა როგორც არ უნდა დასრულდეს, მას ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრებაში, დიდი მადლობა, რომ ლა-მასია ისევ გაახსენა ყველას და ბავშვები დააწინაურა!!!
    heart_eyes barca-1 heart_eyes barca-1 heart_eyes


    შემოგევლე, მადლობა❤️❤️❤️🙌🙌🙌 მარტო დასაბუთება კიარა მეც რატო ვერ ვწირავ კუმანს ბოლომდე ამ კომის წაკითხვის მერე ჩავწვდი მიზეზს. მადლობა!!!

  • nika 54
    schedule 28 მაი 2021, 17:13

    ამ შეხვედრაზე ალბათ ლაპორტამ ნამიოკი გაუკეთა გიშვებო და დაემართებოდა აბა რა იქნებოდა ის ნევროზული შეტევა.