ფორმალურად 2011/12 წლის სეზონის დაწყებამდე მხოლოდ ერთი კვირა დარჩა. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ფეხბურთელები დაიწყებენ სტანდარტულ სინასასეზონო პროცედურებს: სამედიცინო შემოწმება და აღდგენითი ვარჯიშები.
დრო სწრაფად გადის და მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ამაყად მოგებული ტიტულები წარუდგინეს ზუსტად 6 კვირა გავიდა. საზაფხულო არდადეგები დასასრულს უახლოვდება.
ორშაბათს კლუბის პერსონალმა დაიწყო საჭირო ნივთების მომზადება ფეხბურთელებისთვის, რომლებიც შემდეგ ორშაბათს ბაზაზე გამოცხადდებიან.
გასული და 2008 წლისგან განსხვავებით, როცა ფეხბურთელები ვალდებულნი იყვნენ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის გამო შვებულებები შეემცირებინათ მიმდინარე წელს მათ კარგად დაისვენეს. გამონაკლისი მხოლოდ კოპაზე გამგზავრებული 5 ფეხბურთელია და ტიაგო, ბოიანი და ჟეფრენი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 21 წლამდელთა ევროპის ჩმეპიონატში. ზოგიერთმა ფეხბურთელებმა, მაგალითად ჩავიმ და პუიოლმა დასავენებლად 7 კვირა მიიღეს, რადგან მონაწილეობა არ მიიღეს ივნისში, ესპანეთის ნაკრების ამხანაგურ მატჩში. მათი დონის ფეხბურთელებისთვის ეს ძალიან კარგი დასვენება გამოვიდა.
ცნობილია, რომ სპორტში ძალიან მნიშვნელოვანი მხოლოდ ვარჯიში არ არის და საჭიროა სწორი აღდგენითი პროცედურები. ახლა ფეხბურთელებს მოუწევთ ფიზიკური კონდიციების აღდგენა, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში მოწყვეტილნი იყვნენ ფეხბურთს. გამონაკლისია პედრო და ტიაგო, რომლებმაც ”ნოუ კამპი” კონტრაქტების გასახანგრძლივებლად მოინახულეს.
იმ დრომდე, როცა ფეხბურთელები ბაზაზე შეიკრიბებიან კვირაზე ნაკლები რჩება. ფეხბურთელებმა ძალიან კარგად დაისვენეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი გააგღძელებენ ისეთივე ფეხბურთის ჩვენებას, როგორსაც ბოლო სამი სეზონის განმავობაში გვაჩვენებენ.



