workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტასა და რონალდ კუმანს შორის შეხვედრა შედგა

ჟოან ლაპორტასა და რონალდ კუმანს შორის შეხვედრა შედგა

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, გუნდის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს, შეხვდა.

შეხვედრა ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში მიმდინარეობს. შესაძლოამ შეხვედრის მიზანს ნიდერლანდელის “ბარსაში” დარჩენის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენდეს. ლა ლიგაში წარუმატებლობის გამო, არაა გამორიცხული, მომდევნო სეზონში, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს.

ასევე, შეხვედრას ესწრება კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, რაფა იუსტე. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, კუმანის შეცვლის რამდენიმე კანდიდატი არსებობს.

განახლება: Mundo Deportivo-ს ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დაგეგმილი არ არის. ლაპორტას გუნდის მთავარ მწვრთნელთან საუბარი ბოლოდროინდელი წარუმატებლობისა და გუნდში არსებული განწყობების შესახებ სურს.

განახლება: 2-საათიანი შეხვედრა დასრულდა. კუმანმა და ლაპორტამ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთეს:

ლაპორტა: 

ეს იყო ჩვეულებრივი, მშვიდი სადილი პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის.

კუმანი: 

შეხვედრაზე ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • Nika92
    schedule 13 მაი 2021, 23:01
    #11

    ძლიერ გუნდებთან ვერ მოგება კუმანს ბრალდება იმას არავინ ამბობს და ითვალისწინებს იქნებდა ის გუნდი იყო ჩვენზე ძლიერი და ამ ბარსაში რა რესურსიც აქვს იმის გათვალისწინებით უკეთეს შედეგს ვერც დადებდა.დაუნახაობაც არ შეიძლება მენტალურად ჩამონგრეული გუნდი ფეხზე დააყენა ისევ

  • me da barca
    schedule 13 მაი 2021, 22:06
    #10

    ქართველი ჟურნალისტები მიმიქარავს

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 13 მაი 2021, 21:59
    #9

    კაი

  • სპარტაკი
    schedule 13 მაი 2021, 21:26
    #8

    არ არის კუმანი გასაშვები საერთოდ არ ველოდი ამ დონეზე გუნდის დალაგებას ერთ სეზონში.. ნუ გავიწყდებათ რა მდგომარეობა იყო და ეხლა რა ხდება მიუხედავად იმისა ვინც სურდა ვერ მოუყვანეს .. და არსებული ფეხბურთელებით ისევ ფეცბურთს უყურებთ ვარსას შესრულებით.. და თუ ერთ მატჩში 3 ფეხბურთელი იტრანვება მწვრთნელზე დავრალებაც არ შეიძლება .. ფეხბურთელევსაც ვერ დავაბრალებთ არ გვყავს სკამის ფეხბურთელები და არც შემტევები ბრწყინავებ ყველა თამაშში.. თუ დატოვებენ მომდევნო სეზონის შედეგით შეიძლება მერე შევაფასოთ.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 13 მაი 2021, 21:22
    #7

    არ არის კუმანი გრანდებთან საფინალო მატჩებში მოთამაშე კაცი..
    რაც შეეძლო გულით გააკეთა, საკუთარ თავს ვერ გადაახტება..
    დიდი მადლობა და ნახვამდის, წარმატებებით გევლოს მთელი ცხოვრება!!!

  • M10 S9 D11
    schedule 13 მაი 2021, 20:57
    #6

    ლაპორტ ეს ზაფხულში თუ არ გაუშვი ბართომეუს ბედს გაიზიარებ

  • El pistolero 9
    schedule 13 მაი 2021, 20:20
    #5

    კუმანს მადლობა კოპასთვის.მგონი ჰოლანდიის ნაკრებიდან მწვრთნელს უშვებენ და მივიდეს ისევ მანდ.ყველაზე კარგად ამისი გუნდებიდან ჰოლანდიის ნაკრები მომწონდა, თუმცა მთავარ მატჩში, ერთა ლიგის ფინალში, პორტუგალიასთან მაინც ჩაისვარეს

  • nika 54
    schedule 13 მაი 2021, 19:38
    #4

    "კუმანი:
    შეხვედრაზე ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევდა".
    ლაპორტამ უფლება მომცა სეზონი დავასრულო და მერე ავიბარგო.

  • Albicelecte
    schedule 13 მაი 2021, 19:01
    #3

    ანუ პოლიტიკურად დაალაგა ცბიერმა ლაპორტამ, "კუმანი თავისით მიდის, გულის პრობლემები გაურთულდა ან დასვენება სჭირდება და ტაიმ-აუტს იღებს" რომ კლუბის ლეგენდის პანჩურით გაგდება არ გამოვიდეს barca-7

  • La Pulga10
    schedule 13 მაი 2021, 17:15
    #2

    დიდი იოჰანი მაინც იყოს ცოცხალი კარგ რჩევას მოგვცემდა.

  • GiorgiGabe99
    schedule 13 მაი 2021, 17:00
    #1

    ოღონდ კუმანი მოშორდეს გუნდს. აი არვიცი გრანადასთან რო წააგებ რა ლა ლიგის მოგებაზეა საუბარი საერთოდ არ იმსახურებენ. იმედია პიმიენტას ან კლოპს მოიყვანს ლაპორტა