ESPN-ის ცნობით, ახალი მთავრი მწვრთნელის კანდიდატურასთან დაკავშირებით “ბარსელონას” წარმომადგენლები ჰანსი დიტერ ფლიკის გარემოცვას დაუკავშირდნენ. თუმცა, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
გერმანელი მწვრთნელის გარემოცვამ დაადასტურა, რომ იოაჰიმ ლიოვისაგან ბუნდეს-ნაკრების გადასაბარებლად ფლიკს ფაქტობრივად ყველა დეტალი აქვს შეთანხმებული და ის სხვა შემოთავაზებებს არც განიხილავს.
ლა ლიგის ჩემპიონობის მიზერული შანსების გამო რონალდ კუმანის მთავარ მწვრთნელად დარჩენის შანსი ძალიან მიზერულია. ჟოან ლაპორტა გუნდის ახალი თავკაცის ასარჩევად 7 ვარიანტს განიხილავს, რომელთა შორის სხვა გერმანელიც, იურგენ კლოპიც ფიგურირებს. შვიდეულში, რასაკვირველია, ჩავის სახელსაც შევხვდებით.




ფლიკი რო ნაკრებს იბარებს არ იცოდა ლაპორტამ? იქნებ თვითონ ლიოვსაც კითხოს ხო არ უნდა ბარსას მწვრთნელობა.
ეხლა ამის მოყვანა ხო 1000% ზღაპარი და სისულელეა,ტიპი სამიოდე კვირის წინ საათივით აწყობილი გუნდიდან წავიდა იმისთვის რომ ბუნდესნაკრები გაეწვრთნა და უცბად ბარსაში რომ გადმოსულიყო,ნეტა იმათ ტვინში ჩამახედა ვინც ამას დაუკავშირდა.
ისე ცადონ გარსია კაცი იხვეწება მზად ვარ ჩავიბარო პირველი გუნდიო და მივუშვათ იქნებ რას შვება კუმანზე უარეს რომც უნდოდეს ვერ იზავს და ვფიქრობ ღირს გარისკვად🙃
კლოპი კი გაასწორებდა ისე, მაგრამ მეეჭვება ბარსას ბებრებმა მაგის პრესინგი ითამაშონ
რა დროს ნაკრებია მოდი ბარსაში
აჰა, ანუ გადაწყვეტილი საქმეა დებულდოგიზაცია