workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერი შესაძლოა იძულებული გახდეს, ლაუტარო მარტინესი გაყიდოს – Corriere della Sera

ინტერი შესაძლოა იძულებული გახდეს, ლაუტარო მარტინესი გაყიდოს – Corriere della Sera

მიუხედავად სერია A-ში გამარჯვებისა, მილანის “ინტერი” ფინანსური კრიზისის გამო, შესაძლოა, იძულებული გახდეს, გაყიდოს გუნდის მთავარი მოთამაშე – იუწყება იტალიური გამოცემა Corriere della Sera.

მოთამაშეები, რომლებმაც სხვა კლუბების დიდი ინტერესი გამოიწვიეს, არიან ლაუტარო მარტინესი და ალესანდრო ბასტონი. გაყიდვის შემთხვევაში გუნდს ორივე მათგანი დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

ამავდროულად “ბარსელონა” ამ ზაფხულში თავდამსხმელის მიყვანას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა, მოსალოდნელია, რომ ჟოან ლაპორტა მოახერხებს სპონსორის მოზიდვას, რაც კლუბს დიდი ტრანსფერის განხორციელების საშუალებას მისცემს.

ლაუტარო მარტინესი განიხილება, როგორც ერლინგ ჰოლანდის ალტერნატივა, სავარაუდოდ, არგენტინელი დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავზე ბევრად ნაკლები დაჯდება.

ამ სეზონში მარტინესმა 45 შეხვედრაში იასპარეზა, 18 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Muxber
    schedule 11 მაი 2021, 23:37

    რივალდო კლიუვერტი და გიგის დროიდან მახსოვს ბარსა და იქიდან ვბალიშიკობ ჰოლანდია კაი ფეხბურთელია მაგრამ ბარსას არასდროს მორგების ტან მაღალი ცენტფორვარდი ვერც კლიუვერტმა ივარგა ვერც ზლატანმა ივარგა ტიერი ანრი კი იყო ჩემი ფავორიტი დავდამსხმელი და საუკეთესო მარა გარემოებად იყო

    ეტოო იყო და ვილა მოერგო ძაან მაგრად მე არ მახსოვს ბარსას ფორვარდი ამათ გარდა რომელიც იდეალურად მოუხდა გუნდს

  • me da barca
    schedule 11 მაი 2021, 22:58

    ამან რომ გაიტანა იმდენი ბებერმა იბრამაც კი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები ითამაშა.

  • M10 S9 D11
    schedule 11 მაი 2021, 22:33

    ბარსაში არ მოეთრას და სადაც უნდა იქ წავიდეს

  • Prometheus
    schedule 11 მაი 2021, 19:27

    ძაან ძერსკი ტიპია ლაუტარო , მებრძოლი , ფინიშინგიც მშვენიერი , მესისთან შეთამაშებულიცაა , სუასაც გავს სტილით და შეიძლება უკეთესი შემცვლელიც კი იყოს ვიდრე ჰოლანდი , მიუხედავად იმისა რო ძაან მევასება ერლინგი , მაინც არ ვიცი როგორ მოერგება ბარსას სტილს

  • LM10RG10
    schedule 11 მაი 2021, 18:18

    ბასტონი დაითრიონ🥰

  • nika 54
    schedule 11 მაი 2021, 15:38

    რავიცი, სად ეს და სად ჰოლანდი, რანაირად არის ეს ჰოლანდის ალტერნატივა ვერ ვხვდები.