workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად | ჟოან ლაპორტამ “კამპ ნოუს” განახლებაზე მუშაობა დაიწყო

ოფიციალურად | ჟოან ლაპორტამ “კამპ ნოუს” განახლებაზე მუშაობა დაიწყო

დღეს ჟოან ლაპორტა კლუბის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახილველად ქალაქის საბჭოს შენობაში, ბარსელონას მერს, ადა კოლაუს შეხვდა. პროექტ Espai Barca-ს დაწყება ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ იგეგმებოდა, რის შედეგადაც განახლდებოდა “კამპ ნოუ” და ასევე კლუბის სხვა სპორტული ნაგებობები.

შეხვედრაზე განიხილეს ფინანსური საკითხები, პროექტის დროებით შეჩერების გამო სამუშაოების დასასრულებლად ღირებულება გაზრდილია, რისი მოგვარებაც ჟოან ლაპორტას გარდა, უშუალოდ ქალაქის საბჭოს პასუხიმგებლობაშიც შედის. 

აღნიშნულ საკითხზე ორივე მხარე შეთანხმდა. “კამპ ნოუზე” მიმდინარე სამუშაოების გამო “ბარსელონას” დროებით საშინაო არენის შეცვლა მოუწევს და დიდი ალბათობით, კლუბი ლუის კომპანისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე გადაინაცვლებს. 

“კამპ ნოუზე” დაბრუნების შემდეგ კი სარემონტო სამუშაოების პარალელურად გულშემატკივართათვის 20 000-ით ნაკლები სკამი იქნება განკუთვნილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 07 მაი 2021, 18:52

    ციტატა: _OLD_
    რატო აპატარავრბენ


    ვინ თქვა რო აპატარავებენ. ყურადღებით წაიკითხეთ: "კამპ ნოუზე" დაბრუნების შემდეგ კი სარემონტო სამუშაოების პარალელურად გულშემატკივართათვის 20 000-ით ნაკლები სკამი იქნება განკუთვნილი".
    ანუ ხალხი ივლის და სტადიონზე სარემონტო სამუშაოების პარალელურად, ალბათ როგორც ბილბაოში. გუნდი რო თამაშობდა და მთელი ტრიბუნა სამშენებლო ბადით რო იყო დახურული.

    მე შარშანწინ ვიყავი კამპ ნოუზე, არაფერი კატასტროფული არ ეტყობოდა, რავიცი დინამოზე ნაკლები არ იყო.

  • _OLD_
    schedule 07 მაი 2021, 02:52

    რატო აპატარავრბენ

  • Albicelecte
    schedule 07 მაი 2021, 00:00

    ვერ გავიგე რა ხდება, ამცირებენ ტევადობას? მე ვიცოდი, რომ 108-112 ათასამდე უნდა გაზრდილიყო

  • me da barca
    schedule 06 მაი 2021, 22:58

    ბართოს მია-სა ძაღლმა, მას უნდა გაეკეთებინა ეს და ახლა დამთავრებულიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩა…
    ვერ გავიგე 20 000-ით შემცირდება ადგილები, თუ რემონტის დროს მარტო

  • BEQA BARCA
    schedule 06 მაი 2021, 22:52

    ვააა რა მაგრიაა. ბერნაბეუს კარგად ხოდავენ და ჩვენიც არ უნდა ჩამოუვარდებოდეს! ისე ასეთ კრიზისში რომ სტადიონზე ფიქრობს მალადეც ლაპორტას რააა!!❤

  • cruyff9
    schedule 06 მაი 2021, 22:33

    ციტატა: duggu
    ანუ ევროპაში პირველი აღარ იქნება ტევადობით


    პირიქით 105 ათასამდე იზრდება,სამუშაოების პარალელურადო სანამ სრულად დასრულდება

  • duggu
    schedule 06 მაი 2021, 22:25

    ანუ ევროპაში პირველი აღარ იქნება ტევადობით