მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჩემპიონობის შანსი შენარჩუნებულია

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ჩემპიონობის შანსი შენარჩუნებულია

 ისევ ბრძოლაში ვართ!

„ატლეტიკოსთან“ მატჩს ფინალის სტატუსი აღარ ექნება, რადგან ჩვენი ჩემპიონობის ბედი უკვე „რეალზეა“ დამოკიდებული, მაგრამ მაინც ისე უნდა ვითამაშოთ როგორც ფინალი, რადგან, ამ ეტაპისთვის „რეალს“ „სევილიაზე“ სახიფათო და უხერხული ვერავინ შეხვდებოდა.

ჯერ „ბარსა“ „ატლეტიკო“ იქნება, თავის კუმანი-სუარესის მინი ინტრიგით, ხოლო შემდეგ „რეალი“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს მცირე უპირატესობას აძლევს მადრიდელებს, მაგრამ დიდად მათ დავალებას არ ცვლის, ყველა შემთხვევაში მოსაგები აქვთ, ისევე როგორც „სევილიას“.

მომდევნო ტურში ძალიან ბევრი რამ გადაწყდება, მაგრამ მაინც არა მგონია, რომ ყველაფერი გადაწყდეს, სეზონის მიწურულს ისე ცუდ ფორმაში არიან, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ცუდი ფორმა კი გადაღლამ განაპირობა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთელებმა არანორმალურ რეჟიმში განვლეს მთელი სეზონი, პირდაპირ უნდა ვთქვათ ის, რაც გვარდიოლამ უკვე თქვა, UEFA-მ ფეხბურთელები გაწირა, ამის ფონზე, კიდევ კარგად დგანან ფეხზე.

ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო და დრამატული ფინიში გველის.

პირველი ტაიმი

ნორმალური ტაიმი იყო, არაფერი განსაკუთრებული, „ბარსას“ ჰქონდა მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენა, აქ პედრის ეპიზოდებს უნდა გავუსვათ ხაზი, იმის ნახევარს ვეღარ თამაშობს, რაც პირველ სეზონში ითამაშა, ამის პირველი მიზეზი ზემოთ უკვე ვახსენე, 18 წლის ბიჭისთვის ასეთი რეჟიმი სადიზმის ტოლფასია, ახლა ამას ერთი და ორი მატჩის გამოტოვება არ უშველის, ბოლომდე გამოწურულია და სასრწაფოდ სჭირდება ძალების აღდგენა.

მეორე მიზეზი მისი ინერტულობისა უკონკურენტობაა, კარგია, რომ მორიბა გამოჩნდა და მატჩიდან მატჩამდე მეტ დროს იღებს, მაგრამ, როცა კოუტინიო იყო ჯანმრთელი და პედრის ძირითადისთვის ბრძოლა უწევდა, მაშინ უფრო მონდომებული ჩანდა.

საქმე მხოლოდ გაფუჭებულ მომენტებს არ ეხება, პედრი მთავარი შემქმნელი უნდა იყოს მესის მერე, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას ბოლო მატჩებში თავს ვერ ართმევს, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი ძალიან მოსამატებელი აქვს, იმ ორი მომენტის ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიძლებოდა.

პირველ ტაიმში გრიზმანისგან ვნახეთ ის, რაც თითქმის არასდროს ხდება, საჯარიმოს სიახლოვეს ზურგით მდგომმა იდეალურად გაანაწილა ბურთი, ჯერ დე იონგზე, რასაც პედრის აცილება მოჰყვა, ხოლო შემდეგ ალბაზე, რასაც არა ზუსტი გადაცემა მოჰყვა, გრიზმანმა გააკეთა ის, რასაც ლუის სუარესი აკეთებდა, ამით გამოჩნდა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა დატვირთონ მეტოქის კარის სიახლოვეს, საერთოდ, კარგი თამაში ჰქონდა, ფაქტია, რომ დარჩენა სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

დრამა მეორე ტაიმში

დაცვაში პრობლემებია, ჯერჯერობით არ ჩანს სატრანსფერო ბაზარზე არავინ, ვინც ამ პრობლემებს მოაგვარებს, მხოლოდ ერიკ გარსიაზე მიდის საუბარი, მაგრამ გარსიას ტრანსფერი პრობლემის 30%-საც კი ვერ უშველის, არაუხოს ფორმის აღდგენა უჭირს, პიკე ჩვენი ლიდერი და ლეგენდაა, მაგრამ მისი დრო წავიდა, რაც პირველ რიგში ყველაზე უკეთ თავად იცის, ლანგლეზე კი საუბარიც აღარ ღირს, ციდან ვარსკვლავებს ვერასდროს წყვეტდა, მაგრამ ასეთი ცუდი სეზონი არასდროს ჰქონია.

გოლმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ვერა გვაქვს საქმე საამაყოდ, გოლამდეც ბევრი შეცდომა იყო, რომელთაც ვიდეოანალიზში დეტალურად განვიხილავთ.

თამაში, რომ მოვატრიალეთ ძალიან კარგი ამბავია და ბრძოლისუნარიანობაზე მიუთითებს, აი კომბინაციები უცვლელია, მხოლოდ ორი კომბინაცია გვაქვს, მესი-ალბას დიდი ხნის დამუშავებული და დე იონგის შერბენები, გამთანაბრებელი გოლი დე იონგის შერბენას და მასზე გაკეთებულ პასს მოჰყვა, რომელიც ხელით ჩაიჭრა, მეორე გოლიც ალბას პასს და ფრენკის შერბენას მოჰყვა, მესამე კი ჯარიმა იყო, დიდი ფილოსოფია და ბჭობა არ სჭირდება იმას, რომ გუნდი ერთფეროვნად უტევს, ამას ხაზი უკვე მერამდენედ გავუსვით მთელი სეზონის განმავლობაში?! რადგან ჩვენ ვხედავთ, ესე იგი, მეტოქეებიც კარგად ხედავენ, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ჯერჯერობით მუშაობს.

სხვა მხრივ კი, გოლებზე უფრო კონკრეტულადაც უნდა ითქვას, მაგალითად ის, რომ გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, პენსიონერობას მიახლოვებული სერხიო ბუსკეტსი ყველაზე სწრაფად გაჩნდა ბურთთან და გოლიც გავიდა, მართალია, მაინც გაამეორებინებდნენ… არა, ესპანელი მსაჯების შემთხვევაში ასე დანამდვილებითაც ნუ ვიტყვით, კარგია, რომ სერხიო მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო.

გრიზმანმა კი ალღო დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც მესიმ თერთმეტმეტრიანი დაუთმო, გრიზი შეუჩერებელია, თითქოს არაფერი, მაგრამ მესის თავმდაბლობამ გრიზმანს კარგი სამსახური გაუწია, უფრო თავდაჯერებულია და დემბელეს კონკურენციაში მარტივად ჯაბნის, სუარესი „ბარსას“ დაუპირისპირდება, გრიზმანი კი „ატლეტიკოს“.

ფინალამდე..

„ატლეტიკომდე“ ჩემპიონთა ლიგის თამაშები იქნება, მადრიდის „რეალი“ ან ფინალში გავა, ან მთელი კონცენტრაციით ლა ლიგისთვის განაგრძობს ბრძოლას, ახლა რთული სათქმელია, რა შედეგი უფრო შეუშლის ხელს „სევილიასთან“ მატჩში, მოგება და ფინალზე ფიქრი, თუ წაგება და გაფუჭებული ხასიათი, რაც არ უნდა მოხდეს, ლიგის ნახევარფინალს ლა ლიგის მომდევნო ტურზე, ძალიან დიდი გავლენა ექნება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (15)

  • ფეოლა
    03 მაი 2021, 13:38

    nika 54,
    აი ისევ ძალიან ადრამატულებ, ატლეტიკოს და რეალის თამაშებს უყურე, უკვე ყველა დადის მოედანზე, ამ სეზონის მერე სხვანაირად ვერც იქნება, ეს გარდამავალი სეზონია, ასეთი სეზონებისთვის კატასტროფული შედეგი არ გვაქვს, პირიქით, ტიტული გვაქვს დათრეული, რაც ძალიან კარგი ამბავია : )

  • BlauGrana_DS
    03 მაი 2021, 13:29

    Giorgi99,
    რეალს სევილიასთან მოგება შეუძლია? გინდაც დი სტეფანოზე?
    რეალი გრანადასთან მოიგებს ხომ?
    რეალი ბილბაოს მოუგებს ?
    ვილიარეალსაც სახლში ეთამაშება, მაგრამ მოუგებს?
    რეალი ამ ოთხ თამაშში მინიმუმ ოთხ ქულას მაინც დაკარგავს (ორი ფრე), შეიძლება ხუთსაც (ერთი ფრე ერთი წაგება)
    ბარსამ კი შეიძლება ორი ან სამი ქულა დაკარგოს უარეს შემთხვევაში, ისიც საეჭვოა, შეიძლება არცერთი არ დავკარგოთ!
    იმედია ვნახავთ, რომ მე მართალი ვარ!

  • nika 54
    03 მაი 2021, 12:25

    ფეოლა კარგია რო, წერა გეხერხება და საინტერესო საკითხავია ყოველი სტატია, მაგრამ გუშინ გუნდმა საზიზღრად ითამაშა და ამის არ თქმა არ შეიძლება. ყველანი შემოდგომის ბუზებს გავდნენ, სირბილი კი არა სიარულიც კი ეზარებოდათ, ასეთ მიძინებულ ბარსას დარწმუნებული ვიყოთ ატლეტიკო შეჭამს. არვიცი გოლებს გაგვიტანენ თუ არა, მაგრამ ფეხს რო არ გაგვანძრევინებენ, ამაში დარწმუნებული ვარ.

    და კიდევ. სათაური: ჩემპიონობის შანსი შენარჩუნებულია
    არა კორექტულია, ჩემპიონობის შანსი მარტო ატლეტიკოს აქვს, ჯერჯერობით. მისი შანსი მაქსიმალურია: მოიგებს ყველა თამაშს ჩემპიონია.
    არც ბარსას არც რეალს ეს შანსი არა აქვს. ჩვენ რო ყველა მოვიგოთ რეალმა ქულა მაინც უნდა დაკარგოს სხვანაირად ვერ გავჩემპიონდებით
    რეალმა რო ყველა მოიგოს ვერ გაჩემპიონდება თუ ატლეტიკომ ერთი ფრე მაინც არ გააგორა.
    ანუ ერთადერთი ატლეტიკოა, რომლისთვისაც შანსი არსებობს და არავიზე არ არის დამოკიდებული.

    ციტატა: CHEPE
    რეალი გატეხავს თამაშს შანსი არაა წელს ისეთ ხოდზეა რომ ჩელსისაც ვერ უგებს სახლში და დავიჯერო სევილია, ბილბაო, ვილიარეალი და ბოლობოლო გრანადა გასვლაზე აქედან 4 ივეს მოიგებს უპრობლემოდ?? ამიტომ ყველანაირ ვარიანტში ატლეს უნდა მოვუგოთ და +86 ქულა უნდა ავიღოთ წელს


    გრანადამ ჩვენ რო გვიხმარა, სახლში კადისთან წააგო, რობერტ სალდადო კი გააგდეს იმ უზრდელობისთვის, რისთვისაც ჩვენთან დაინდო მსაჯმა.

  • პავლოვიჩი56
    03 მაი 2021, 11:54

    ყველა გაიძახის…დაცვა,დაცვა,დაცვა. როდის იყო ბარსას დაცვა გაუვალი? არასოდეს. დღევანდელი დაცვის პრობლემას განაპირობებს შემდეგი:ა) ზოგადად მცველთა არა საკმარისი დონე. ბ) ძალიან ზანტი-არა მობილური-არა ეფექტური ნახევარდაცვა. გ) ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე,აბსოლიტურად მიუღებელი ტაქტიკა. მარტო უვარგისი დესტის ფაქტორი რად ღირს. მიგესას მარჯვენა მცველად თამაში სჯობს დესტი-რობერტოს საცოდაობას.
    კიდევ ერთი პრობლემა.საჯარიმოს გარედან-ახლოდან ვინმემ ხომ უნდა დაარტყას…ვინ? ძირითადად ეს შემტევებს ევალებათ. სადაა მწვრთნელის-შტაბის მუშაობის შედეგი ამ საკითხზე? ბურთიანად უნდათ შესვლა, მეკარის საჯარიმოში-კარებში. მოკლედ კუილა(კუმანი) და მისი შტაბი გასაშვებია.

  • ნოდო ბარდაველიძე
    03 მაი 2021, 11:20

    მოძველდა ეს კომბინაციები და იქნებ ახალი მოიფიქროს რამე კუმანმა!

  • Barca for life
    03 მაი 2021, 11:14

    ცხადია გრიზმანი ვაბშე სხვაა ბოლო თამაშებში, მაგრამ სამი თამაშით დასკვნის გამოტანა მაინც არ ღირს, სჯობს დაველოდოთ სეზონის ბოლოს და მერე შევაფასოთ თითოეული მოთამაშე თუ მწვრთნელი
    ადრე მახსოვს ეს წელი რომ დაიწყო და კუმანმა ძლივს ზედიზედ სამი მოგება გადააბა ზუსტად ასე იწერებოდა გვეშველაო და ა.შ. მაგრამ დღეს განსხვაბებული სიტუაციაა, შესაბამისად თუკი გრიზმანი შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას, მაშინ შეიძლება მის დატოვებაზე ფიქრი, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ამ კარგი თამაშით ფასი ხომ აეწევა და სჯობს სანამ დროა გავყიდოთ, დემბელესთან და კოუტისთან ერთად და თუნდაც ნეიმარის და ჰოლანდის ყიდვაზე ვიჩალიჩოთ.

  • GRIEZMAN✓™
    03 მაი 2021, 10:45

    ციტატა: ფეოლა
    GRIEZMAN✓™,
    ჯერ ადრეა : )


    ვერ გიგზავნი. ადრესატს შეტყობინებების ლიმიტი ამოწურული აქვსო და ვერ მიიღებს ახალ შეტყობინებასო

  • ფეოლა
    03 მაი 2021, 10:41

    GRIEZMAN✓™,
    ჯერ ადრეა : )

  • Giorgi99
    03 მაი 2021, 10:34

    გრანადასთნ რომ არ წაეგოთ მინიმუმ ფრე ეთამაშათ კი გვექნებოდა შანსი, ეხლა რა აზრი აქვს თუ ატლეტიკოს მოვუგეთ ჩემპიონს რეალს გავხდით , ისევ ჯობია ატლეტიკო გახდეს ჩმპიონი.

  • GRIEZMAN✓™
    03 მაი 2021, 10:05

    ფეოლა მესიჯები ყუთი გაასუფთავე

  • BEQA BARCA
    03 მაი 2021, 09:28

    ყველა მატჩი ფინალია ფეხის არ დაცდენა კი ძალიან რთული!

  • GRIEZMAN✓™
    03 მაი 2021, 09:16

    ციტატა: datio
    გრიზმანი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, თან დაცვაში თამაშიც არ ეზარება. უბრალოდ ნელ-ნელ აეწყობა ბარსელონას. ვიღაც იტყვის რაღა ნელ-ნელა 2 სეზონია უკვეო. დიახ, მაგრამ ამ 2 სეზონიდან რომელი იყო ნორმალური? ვის და როგორ უნდა შეწყობოდა როცა გუნდურობა თითქმის არც ერთ თამაშში არ გამოგვდის?
    კარგი ანალიზია


    არც სეზონი იყო ნორმალური და სამივე მწვრთნელი ერთმანეთზე უარესი ერთმანეთზე უარესი სათამაშო სქემით და სისტემით.(კუმანი თავიდან სეტიენზე კატასტროფა იყო) ძალიან რთულ და ცუდ პერიოდში მოვიდა ბარსაში ცა და დედამიწასავით განსხვავებულ გუნდში და იასნია გაუჭირდა, სიმეონეს გუნდზე აწყობილ კაცს ვალიკოს გუნდში გაუჭირდებოდა ცხადია, მერე მეძროხე იყო და მერე კუმანი რომელსაც საწყისი კატასტროფა ქონდა. კომენტატორებიც ამბობდნენ გუშინ რო გრიზმანი არ იყო და არ არის ის რასაც ველით მისგან მაგრამ არც ბარსაა იმ დონზე რასაც მისგან ველითო, თამაშობს ბარსა და თამაშობს გრიზმანიცო. ანდრე გომეში ვერ თამაშობდა ბარსაში მაშინ როცა ბარსა დაფრინავდა, ლუჩოს დროს რომ ყოფილიყო გრიზმანი(ადგილი არ იყო მაგრამ დავუშვათ სუას ან ნეის მაგივრად) გაცილებით მაღალ დონეზე იდგებოდა ეხლა ვიდრე ატლეში იყო

  • Diana
    03 მაი 2021, 07:23

    მესიმ აჩვენა, რომ ენდობა და ამან უდიდესი მოტივაცია მისცა ფაქტია , გუნდს ფორვარდი ჭირდება და დაცვის ხაზი , შეტევაზე გადასულებს დამამთავრებელი დარტყმა , რომ არ აქვთ და მალევე გამოაქვთ მაშინვე კონტრშეტევაზე გვიტანენ , 80% და მეტიც ყველა კონტრშეტევაზე გატანილი გოლია , დაცვის ხაზის პასუხისმგებლობაა ეგ

  • Prometheus
    03 მაი 2021, 05:21

    გრიზმო ძაან მოიხოდა , საკაიფო პასებსაც აკეთებს , დამაგვირგვინებელ ფაზაშიც უკეთესია და მესისთან ერთად ბევრად უკეეთესად კომბინირებს (თვალი არ ეცეს), რასაც დემბელეზე ვერ ვიტყვი , კითხვების გარეშე გადასვა სკამზე . ამ ტაქტიკაში მესისთან ერთად , ძალიან დიდი სივრცე რჩება სამოძრაოდ და მშვენივრადაც იყენებს , იქნება ატლეტიკოსაც შეუგდოს 1-2 გოლი

  • datio
    03 მაი 2021, 03:46

    გრიზმანი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, თან დაცვაში თამაშიც არ ეზარება. უბრალოდ ნელ-ნელ აეწყობა ბარსელონას. ვიღაც იტყვის რაღა ნელ-ნელა 2 სეზონია უკვეო. დიახ, მაგრამ ამ 2 სეზონიდან რომელი იყო ნორმალური? ვის და როგორ უნდა შეწყობოდა როცა გუნდურობა თითქმის არც ერთ თამაშში არ გამოგვდის?
    კარგი ანალიზია