“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, “გრანადასთან” ლა ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო საშეჯიბრო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ახლახანს ოფიციალურად დაადასტურა.
კუმანი “ბარსას” სათადარიგოთა სკამთან ორ მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ იდგება. პირველი მატჩი “ვალენსიასთანაა” – სტუმრად, 2 მაისს, მეორე კი ტიტულისთვის ბრძოლის უშუალო კონკურენტ “ატლეტიკოსთან”, 8 მაისს, “კამპ ნოუზე”.
Onda Cero-ს ცნობით, “ბარსა” გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
“გრანადასთან” წაგების შემდეგ “ბარსელონასთვის” საქმე ბევრად უფრო რთულადაა. ლა ლიგაში დარჩენილ 5 ტურში კატალონიელების ამოცანა – ყველა მატჩის მოგება – არ შეცვლილა, მაგრამ კლუბი ტიტულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ მადრიდის “რეალი” ქულებს დაკარგავს.




ბარემ მიეცათ 4 და ეგეც დაისვენებდა და ჩვენც.
მნიშვნელოვან მატჩებს ვერ ვიგეეებთ!!!ასეთი მწვრთნელი კიდე არცერთ კლუბს არ უნდა.ატლეტიკოსთან იმედია დაგეშილი სუარესი არ ამოგვტენის
აღდგომის დღეს რატომ უნდა ვიშალო ამათი ყურებით ნერვები?! დავჯდები და შეუბერავ. ამ კორონას შიშით რამდენი ხანია არ მიქეიფია.
როცა შესაძლებელი იყო რო დაესვენებინა პედრი მაშინ მოკლა ეს საწყალი ბავშვი, და ეხლა ამ უმნიშვნელოვანეს სამი ქულის დროს მომინდოამა ბიჭმა პედრის დასვენება,იქ ეს კვერცხი რობერტო დააყენა, ეს თამაში ამ სი…მა წააგო, ამის სუყველაფერი მე რა…
ასე უაზროდ ბარსას ჯერ ქულები არ დაუკარგავს!.. კუმანმა ოპტიმალური შემადგენლობა არ დააყენა, რა დროს დასვენებებია… მან წააგო ეს მატჩი!!!
გავანიავეთ ჩვენ გუშინ ლალაგა დიდი ეჭვი მაქ.