“უდინეზეს” პრეზიდენტმა, ჯამპაოლო პოცომ განაცხადა, რომ პირველ რიგში მისი კლუბი მოლაპარაკებას დაასრულებს კატალონიის “ბარსელონასთან” ალექსის სანჩესის ტრანსფერის თაობაზე.
“სანჩესის თაობაზე “ნაპოლიმ” მოგვმართა, მაგრამ ამჟამად მე ვფიქრობ დავასრულო მოლაპარაკება “ბარსელონასთან”. მომდევნო კვირას ჩვენ რამდენიმე შეხვედრას გავმართავთ “ბარსას” ხელმძღვანელობასთან. მოდით ვნახოთ როგორ წარიმართება ისინი. ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკებები ბევრ კლუბთან წარვმართოთ იმიტომ, რომ საჭიროა დაველოდოთ თუ როგორ დამთავრდება ეს ხანგრძლივი მოლაპარაკება კატალონიურ გრანდთან.
ეს ძალიან რთული და გრძელი პროცესია, რადგან შეიძლება ტრანსფერში მოხდეს რომელიმე ფეხბურთელის ჩართვა. საჩქარო არაფერია.სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, იქამდე კი დიდი დროა. სანჩესი ახლა ჩილეს ნაკრებთან ერთად არგენტინაში, ტურნირ “კოპა ამერიკაზე” გამოდის. ჩვენ დაველოდებით ამ ჩემპიონატის დასრულებას” – პოცოს სიტყვებს იტალიური ავტორიტეტული გამოცემა, “Gazzetta dello Sport” ციტირებს.


