workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ემერსონის გაყიდვას არ გეგმავს

ბარსელონა ემერსონის გაყიდვას არ გეგმავს

“ბარსელონა” 22 წლის მარჯვენა მცველის, ემერსონის გაყდივას არ აპირებს. ამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი მარსელო ბეჩლერი ავრცელებს.

ემერსონი ამჟამად “ბეტისში” თამაშობს, თუმცა მისი უფლებების 50% “ბარსელონას” ეკუთვნის. წყაროს ცნობით, კატალონიელებს მომდევნო სეზონში გუნდში ბრაზილიელი ფეხბურთელის ყოლის სურვილი ისევ აქვთ.

იმავე წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონას” გეგმებს ახალგაზრდა მოთამაშის მომავალთან დაკავშირებით მხოლოდ მიმზიდველი შემოთავაზება შეცვლის. ემერსონის გაყიდვის შემთხვევაში, “ბლაუგრანა” ფეხბურთელის ტრანსფერიდან თანხის მხოლოდ ნახევარს მიიღებს, ნახევარს კი – “ბეტისი”. თუმცა, დღეისათვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ბარსამ” ახალგაზრდა მცველი ძვირად გაყიდოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ემერსონს მომდევნო სეზონში კატალონიურ გუნდში ვიხილავთ. “ბარსელონას” ბრაზილიელის უფლებების დარჩენილი 50% გამოსასყიდად ზაფხულში 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის, ემერსონის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში “ბეტისის” რიგებში 33 მატჩი, 2 გოლი და 4 ასისტია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Don_Andresito
    schedule 27 აპრ 2021, 01:45
    #4

    ციტატა: El pistolero 9
    ალბათ რობერტო ნახ. დაცვაში ამოყავს კუმანს ან ლაპორტა გაყიდვას უპირებს


    ახწლ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. მაღალი ხელფასი აქვს ძალიან ამიტო გაშვება უნდათ. ნახ.დაცვაში კუმანი პიანიჩს არ იყენებს და რაის გაფარჩწკებული რობერტო. გაყიდონ იქნებ 10 მილიონად. მეეჭვება ამ ტრავმების მერე მაღალ დონეზე ითამაშოს

  • El pistolero 9
    schedule 26 აპრ 2021, 22:36
    #3

    ალბათ რობერტო ნახ. დაცვაში ამოყავს კუმანს ან ლაპორტა გაყიდვას უპირებს

  • nika 54
    schedule 26 აპრ 2021, 18:13
    #2

    გამოისყიდონ ბეტისისგან 9 მილიონად და მერე გაყიდონ 20-ათ.

  • M10 S9 D11
    schedule 26 აპრ 2021, 17:33
    #1

    არ მევასება ეს ჯლაგუნა