ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟეფრენი ”ბარსელონას” ერთი წლით დატოვებს

ჟეფრენი ”ბარსელონას” ერთი წლით დატოვებს

”ბარსელონას” ფეხბურთელმა, ჟეფრენ სუარესმა, რომელიც ახლა მშობლიურ ტენერიფეში ისვენებს გაზეთ ”El Día”-სთან იიტერვიუში განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლასთან საკუთარ მომავალზე უკვე ისაუბრა.

”მე ვესაუბრე მწვრთნელს და ახლა განვიხილავ სხვადასხვა კლუბების შემოთავაზებებს და საუკეთესოს ავირჩევ. გვარდიოლას სურს, რომ ერთი წლის მანძილზე სხვა გუნდში ვითამაშო, მივიღო სათამაშო პრაქტიკა და შემდეგ ”ბარსელონაში” დავბრუნდე” – განაცხადა ჟეფრენმა.

გასული სეზონის შეფასებისას ფეხბურთელმა ”ნოუ კამზე” ”რეალთან” გატანილი გოლი გაიხსენა: ”ეს გოლი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მე ფაქიზად ვინახავ ამ მოგონებას. საერთო ჯამში ეს სეზონი ჩემთვის ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ველოდი. საკლუბო დონეზე ეს იყო ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგების წელი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში