workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიდი ხანია, ბედიერი მესი არ მინახავს – ჟეფრენი

დიდი ხანია, ბედიერი მესი არ მინახავს – ჟეფრენი

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ჟეფრენ სუარესი ლიონელ მესის შესახებ აგორებულ ჭორებს ეხმაურება.

“არგენტინელი ბავშვობიდან “ბარსას” გულშემატკივარია. ცხოვრების კლუბის დასატოვებლად, რაღაც სერიოზული უნდა მომხდარიყო. 2-3 წელია, ის ჩვეულად აღარ იღიმის, მანამდე კი მის თანაგუნდელებთან ერთად ყოველთვის ბედნიერი იყო.

მესმის, რომ ლეოს იმ გუნდში გადასვლა სურს, სადაც ბედნიერი იქნება. პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” მისი შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი მხარეა. ისინი კარგად ვითარდებიან.

პეპისა და მესის ურთიერთობა? არ ვიცი, რადგან “ბლაუგრანა” ადრე დავტოვე, მაგრამ “ლა პულგა” გვარდიოლას ძალიან აფასებდა. სპეციალისტმა იცოდა, რომ მასთან ერთად ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესი იყო”, – ციტირებს ვენესუელელის სიტყვებს Marca.

ჟეფრენი “ლა მასიას” აღზრდილია, პირველი გუნდის რიგებში კი 2008-2011 წლებში ირიცხებოდა. სუარესი მხოლოდ იმითაა ცნობილი, რომ 2010 წელს “კამპ ნოუზე” გამართულ “ელ კლასიკოში”, რომელშიც “ბარსელონამ”, ანგარიშით, 5-0 იმარჯვა, მან ბოლო გოლის გატანა მოახერხა.

ამჟამად, 32 წლის ფეხბურთელი ხორვატული “სლავენის” ღირსებას იცავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 30 აგვ 2020, 22:00
    #5

    სუარესი რა შუაშია?

  • nika 54
    schedule 29 აგვ 2020, 20:49
    #4

    ციტატა: alen halilovic

    ციტატა: marco reus 11
    არადა ბერნაბეუზე რო ორით ნული მოვიგეთ ლიგის ნახევარფინალი ,მანდაც პორველი გოლი გაატანინა მესის


    ეგ აფელაი იყო, მარა ხეფრენს ეს გოლიც ეყოფა, ფოტოზე როა. ისე მართალს ამბობს


    კი აფელაი იყო 20 ნომრით თამაშობდა.

  • alen halilovic
    schedule 29 აგვ 2020, 08:54
    #3

    ციტატა: marco reus 11
    არადა ბერნაბეუზე რო ორით ნული მოვიგეთ ლიგის ნახევარფინალი ,მანდაც პორველი გოლი გაატანინა მესის


    ეგ აფელაი იყო, მარა ხეფრენს ეს გოლიც ეყოფა, ფოტოზე როა. ისე მართალს ამბობს

  • marco reus 11
    schedule 29 აგვ 2020, 08:01
    #2

    არადა ბერნაბეუზე რო ორით ნული მოვიგეთ ლიგის ნახევარფინალი ,მანდაც პორველი გოლი გაატანინა მესის

  • sandro barca
    schedule 29 აგვ 2020, 02:25
    #1

    ეს სადღა გამოჩხრიკეს