ეუსებიო საქრისტანის “ბარსა ბ”–ს ახალწვეულმა, კიკო ფემენიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა…
ხუთშაბათს, ბარსელონას ალიკანტელი კიკო ფემენია ესტუმრა, პარასკევს კი მან სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. იგი ეუსებიო საქრისტანის გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება.
ფემენია თავის ერთ–ერთ საუკეთესო მოგონებას “ნოუ კამპს” უკავშირებს … მაშინ ალიკანტურმა გუნდმა 2010/11 წლების სეზონის “ლა ლიგასა” და “ჩემპიონთა ლიგის” ჩემპიონი გასვლით შეხვედრაში დაამარცხა. კიკომ ასევე განაცხადა: “მე მივიღე შანსი, რომელსაც ხელიდან არ გავუშვებ.”
ვიდეომასალა


