ბიზნეს სკოლა ”ESADE”-ს კონფერენციაზე სანდრო როსელმა ისაუბრა ”ბარსელონას” მოდელის შესახებ. სანდრო როსელი სიტყვით 400 სტუმრის წინაშე გამოვიდა და ისაუბრა ”ბარსელონას” ეკონომიკურ და სპორტულ მოდელზე.
ეკონომიკური ოპტიმიზმი
8 ივნისს ხავიერ ფაუსი წარსდგა ეკონომიკური ანგარიშით და ისაუბრა გარკვეულ ეკონომიკურ პროგრესზე. ”ბარსა ტვ”-სთან საუბრისას სანდრო როსელმა ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა: ”მე ვთვლი, რომ უკვე შემდეგ წლებში ჩვენ შევამცირებთ საერთო ვალს და ყველა ფინანსურ დანახარჯს. თანდათან წესრიგი ჩვენს სახლშიც იქნება. თუკი ჩვენ მივაღწევთ დაგეგმილ შემოსავალს, მაშინ ფინანსურ წესრიგს დავამყარებთ და შევამცირებთ ვალებს. აქ მთავარია როგორ იფუნქციონირებს ჩვენი მოდელის სპორტული ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მისი სრულყოფილებისთვის, რაც არც ისე იოლი იქნება, რადგან გასულ სეზონში ჩვენ ისედაც მივაღწიეთ შესამჩნევ წარმატებას”.
დაგეგმილი შემოსავალი
როსელმა გამოთქვა აზრი, რომ გასული სეზონის შემდეგ კლუბი ფიქრობს, რომ შემოსავალი 470 მილიონი ევრო იქნება, რაც წინა სეზონთან შედარებით 55 მილიონი ევროთი მეტია. ყველაფრის მიუხედავად კლუბი ჯერ კიდევ მინუსშია, მაგრამ არა ისე დიდში, როგორიც ადრე იყო. შემდეგი სეზონების დაგეგმილი შემოსავლების მიხედვით შესაძლო იქნება საუბარი გადამხდელუნარიანობის გაუმჯობესობაზე. ინვესტიციების შესახებ პრეზიდენტამ მათი აუცილეობლობის შესახებ ისაუბრა, მაგრამ ეს გააზრებულად უნდა მოხდეს: ”ჩვენ უნდა მოვიშოროთ სწრაფი გადაწყვეტილებები და ასეთ საკითხებზე ბევრი უნდა ვიმსჯელოთ”.
სხვადასხვა
სხვადასხვა კითხვებს შორის დამსწრე საზოგადოებას აინტერესებდა როგორი სიტუაცია იქნება პრიმერას მატჩების ტრანსლირებისას და მოიმატებს თუ არა ფასი. აქ როსელმა აღნიშნა, რომ შემოსავალი ტელეტრანსლირებიდან (140 მილიონი ევრო) ყველაზე სრულყოფილია კლუბისთვის. ამასთანავე მან განაცხადა, რომ მოგვარდება პრობლემა ამ მხრივ ფინანსური განხეთქილების შემდეგ.
ასევე სანდრო როსელმა განსაკუთრებით აღნიშნა კარგი მომენტი კლუბისთვის ამერიკის, კანადის, მექსიკის, ჩინეთის და იაპონიის სარეკლამო ბაზარზე გასვლის გამო: ”ჩინეთი ჩვენთვის არის ქვეყანა უსაზღვრო შესაძლებლობებით”.
ლა მასიაზე საუბრისას როსელმა აღნიშნა: ”ჩვენ არ მოგვწონს ის, რომ ზოგიერთები ჩვენ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურ კლუბად მიგვიჩნევენ. კლუბმა კარგი შანსი უნდა მისცეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს”.
კონფერენციის ბოლოს პრეზიდენტმა ყველა დამსწრეს მიმართა: ”ძალიან სასიამოვნოა, როცა ისეთი სამეცნიერო კომპანია, როგორიც ”ESADE”-ა გვიწვევს ჩვენ, რომ უკეთ ვისაუბროთ ”ბარსელონას” მართვის შესახებ და გაგიზიაროთ აზრი მომავალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ დამსწრეები ჩვენს აზრს იზიარებენ”.


