ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა გუნდის შეცვლაზე ფიქრობს

კეიტა გუნდის შეცვლაზე ფიქრობს

 

ფაბრეგასი, სანჩესი, ნეიმარი, ბოიანი, ჟეფრენი და სხვანი … სხვანი, ჟეფრენი, ბოიანი, ნეიმარი, სანჩესი, ფაბრეგასი … ჟეფრენი, ნეიმარი, ბოიანი, სხვანი, ფაბრეგასი, სანჩესი … და ასე გრძელდება გაუთავებლად. გაუთავებელი ჭორებისა და გაწელილი ტრანსფერებიც მსხვერპლად მალე კატალონიის “ბარსელონასა” და მალის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, სეიდუ კეიტაც იქცევა…

 

როგორც გამოცემა “El Confidencial” იუწყება, კატალონიის “ბარსელონას” მალელ ნახევარმცველ სეიდუ კეიტას კლუბის შეცვლა სურს. ეს ყველაფრი კი იმან გამოწვია, რომ მას პეპ გვარდიოლას გუნდში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. ამიტომაც, მან თავის აგენტებს დაახლოებით 2 თვის წინ, ახალი კლუბის მოძებნა დაავალა. ახალი კლუბის მოძებნა, რომელიც მას სათამაშო დროს შეპირდებოდა.

 

ალბათ, ამ ფეხბურთელის შესაძლებლობების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება და ამიტომაც არ იქნება გასაკვირი ის ფაქტი, რომ  პირველად მისით იტალიური “მილანი” დაინტერესდა. მითუმეტეს, რომ იგი ახლა 31 წლის გახლავთ, რაც “მილანისათვის” უცხო ხილი არ არის. მილანელები პირლოს მიერ დატოვებული ადგილების შევსებას ცდილობენ და როგორც ჩანს, ერთ–ერთ სამიზნედ მალელი ფეხბურთელიც იქცა.

 

მართალია სეიდუ კეიტა კატალონიის “ბარსელონასთვის” დიდი დანაკარგი იქნება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ “ბარსელონა” ამ დროისთვის ნახევარმცველების ნაკლებობას არ განიცდის. მითუმეტეს რომ კატალონიელები ახლა ცესკ ფაბრეგასის შეძენით არიან დაინტერესებული. უფრო სწორად კი უკვე სამი წელია, რაც არიან დაინტერესებულნი … ის კი არა, თავისი თავის შეძენით უკვე თავად ცესკ ფაბრეგასიც კი გახლავთ დაინტერესებული…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში