წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 აპრილს მოხდა.
თამაშები
6 აპრილს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 13 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1930 წელი
ესპანეთის თასის 1/16 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “დეპორტივო” 8-0 გაანადგურა. გოლები აროჩამ (5), ბესტიტმა, გოიბურუმ და გუსმანმა გაიტანეს.
1952 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ლას პალმასი” 7-0 გაანადგურა. გოლები სესარმა (3), კუბალამ (2), მანჩონმა და ვილამ გაიტანეს.
1968 წელი
“ელ კლასიკომდე” 3 დღით ადრე “ბარსელონას” 27 წლის მცველი ხულიო სესარ ბენიტესი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ზღვის პროდუქტებით მოწამვლა გახდა.
2010 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “არსენალი” ლეო მესის 4 გოლის წყალობით 4-1 დაამარცხა.
2011 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “შახტარი” 5-1 გაანადგურა. გოლები ალვესმა, პიკემ, ინიესტამ, კეიტამ და და ჩავიმ გაიტანეს.
2013 წელი
ერიკ აბიდალი მოედანზე 2012 წლის 29 თებერვლის შემდეგ პირველად გამოჩნდა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ღვიძლის სიმსივნის გამო უქმობდა. იმ მატჩში “ბარსელონამ” “მალიორკა” 5-0 გაანადგურა. გოლები ფაბრეგასმა (3) და სანჩესმა (2) გაიტანეს.
როგორც ვიცი დღემდე რეკორდია
რეკორდი განმეორდა:
მესიმდე 5 გოლი ჩემპიონთა თასზე ვინმე სერენ ლერბიუმ გაიტანა 1979 წელს, აიაქსის შემადგენლობაში კვიპროსის "ომონიასთან" შეხვედრაში.
მესის შემდეგ, კი ეს ლუის ადრიანომ მოახერხა ლიგაზე ბატე- შახტიორის 0-7 შეხვედრაში. 2014-ში.
თუ ჩემპიონთა თასს არ ჩავთვლით, რომელიც ლიგის წინაპარი გათამაშება იყო, მაშინ 5 გოლს ლიგაზე ორი ავტორი ყავს მესი და ლუის ადრიანო.
ლუის ადრიანომ გაიტანა.
როგორც ვიცი დღემდე რეკორდია
მესის გარდა ლიგაზე 5 გოლი ერთ მატჩში ვინმეს გაუტანია???(ლევერკუზენს რო შეუგდო)
სიტი დორტმუნდზე რას ფიქრობთ დარტყმები წამოვა მეტი? ან რეალ ლივეზე თამაშგარე მეტი?
აბიდალის დაბრუნება❤️ გამახსენდა. ფეხბურთელად კარგი იყო, აი მერე თანამდებობაზე გაიფუჭა სახელი😕🙄 ნუ ბართომეუსთან ყველა გაფუჭდა.