კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ასისტენტი, ალფრედ შროიდერი, ლა ლიგის 29-ე ტურში “რეალ ვალიადოლიდთან” გასამართ მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე, კომენტარს აკეთებს:
მესი და დე იონგი? ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის აღებაა, რასაც მოგების გარეშე ვერ შევძლებთ – დღეს მათი დაყენების მიზეზი სწორედ ესაა.
ლეო მესი და ფრენკი დე იონგი, დღევანდელ შეხვედრაში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, 10 აპრილს, “ელ კლასიკოში” მადრიდის “რეალთან” დაპირისპირებას გამოტოვებენ.
“ბარსასა” და “ვალიადოლიდის” დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე, “კამპ ნოუზე” აიღებს.
კიდევ ერთხელ გადმოგვხედა ღმერთმა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ერთხელაც მობეზრდება გვეტყვის: პატარა თქვენც გაინძერითო ახლა, სულ ჩემ იმედზე ხო არ უნდა იყოთო.
კიდე კაი ყვითელი არცერთმა არ მიიღო
დღეს ვიგებტ აბა უეჭველიი
ყვითლები რომ მიიღონ მერე სად მიდიხართ რეალთან თუ ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულის აღებაა რასაც მოგების გარეშე ვერ შევძლებთ. ისევ თქვენ ამბობთ. მესის ყვითელის მიღების შანსი ნაკლები აქვს დე იონგს კი გაცილებით მეტი შანსია რომ აიღოს თანაც დაცვაში ვერ არის კარგი!