წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 აპრილს მოხდა.
თამაშები
2 აპრილს “ბარსელონას” 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1916 წელი
ესპანეთის თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში 2-1 მოგების შემდეგ “ბარსელონა” მადრიდში “რეალ მადრიდთან” 1-4 დამარცხდა. თუმცა მაშინ მოქმედი წესების თანახმად ორმატჩიან დაპირისპირებაში ფრე დაფიქსირდა და გადათამაშება დაინიშნა.
1986 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი შემტევი იბრაჰიმ აფელაი. 2010-2014 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 35 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. აფელაიმ “ბარსელონაში” 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
1990 წელი
დაიბადა მირალემ პიანიჩი.
2014 წელი
არასრულწლოვან ფეხბურთელთა ტრანსფერების წესების დარღვევის გამო “ბარსელონას” ერთწლიანი სატრანსფერო ბანი დაადეს.
2016 წელი
“ბარსელონას” 39 მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია “რეალ მადრიდთან” 1-2 მარცხით დასრულდა.
2017 წელი
“ბარსელონა ბ-მ” “ელდენსე” 12-0 გაანადგურა. მოგვიანებით “ელდენსეს” მწვრთნელი ფილიპო დი პიერო მატჩის ჩაწყობისთვის დააპატიმრეს.
2017 წელი
“გრანადასთან” სტუმრად ანგარიშით 4-1 მოგებულ შეხვედრაში ნეიმარმა “ბარსელონას” მაისურით თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
1990 წელი
დაიბადა მირალემ პიანიჩი.
აი ამის და არტურის ამბავი ისტორიაშია შესატანი, როგორც ყველაზე დიდი სლეობა.
აღარაა ბარსას ფეხბურთელი უფასოდ გავუშვით
3 წლის წინ დაწერა ეგ კომენტარი მეგობარო.
ეს სტატია თუ დღეს დაიდო სამი წლის წინანდელი კომენტარები როგორაა ადმინი გვეკაიფება?
კი ნამდვილად გვეკაიფება, საერთოდ რაც ეს "ნიუსი" განახლდა ამ ორი კვირის წინ სულ ძველებია, მე რამდენიმეში ჩემი ძველი კომენტარიც ვნახე. ვინაიდან ახლა არაფერი არ ხდება ძველ სტატიებს იმეორებენ რა ეკარგებათ? ამბები ხო იგივეა.
აღარაა ბარსას ფეხბურთელი უფასოდ გავუშვით
3 წლის წინ დაწერა ეგ კომენტარი მეგობარო.
ეს სტატია თუ დღეს დაიდო სამი წლის წინანდელი კომენტარები როგორაა ადმინი გვეკაიფება?
აღარაა ბარსას ფეხბურთელი უფასოდ გავუშვით
3 წლის წინ დაწერა ეგ კომენტარი მეგობარო.
აღარაა ბარსას ფეხბურთელი უფასოდ გავუშვით
ვერ ყოფილა ძალიან საამაყო დღე.
ცუდი დღეა
პიანიჩს ვულოცავ.იმედია ზაფხულში კარგ ფასად გავყიდით
მეგარია რა ეს ერთი დღე ბარსას ისტორიეაში
ცუდი დღეა არ მომწონს