“ბარსელონას” ოფიციალურმა გვერდმა ილაიშ მორიბას შესახებ მცირე ბიოგრაფიული სტატია გამოაქვეყნა. მორიბა “ლა მასიის” აღზრდილია და კლუბში ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშის გამოცდილება აქვს.
სრული სახელი: მორიბა კურუმა კურუმა.
დაბადების თარიღი და ადგილი: 19/01/2003. კონაკრი, გვინეა.
“ბარსაში” მოსვლა: ილაიში “ბარსელონას” აკადემიას 2010 წელს შეუერთდა. ის “ესპანიოლიდან” გადმოვიდა და თავდაპირველად “ბარსას” 8-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა. ამჟამად ის ოფიციალურად “ბარსა ბ-ს” წევრია.
დებიუტი პირველ გუნდში:2021 წლის 21 იანვარს ილაიშ მორიბამ კოპა დელ რეიზე “კორნელიას” წინააღმდეგ ითამაშა. ის სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და მოედანზე 73 წუთი გაატარა.
ნათამაშები დრო: 8 მატჩი, 276 წუთი.
გოლები და ასისტები: 2 გოლი და 1 ასისტი.
ილაიშისათვის დაუვიწყარი იქნება 2021 წლის 21 იანვარი. “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელმა “კორნელიასთან” კოპა დელ რეის შეხვედრაში 73 წუთი ითამაშა. ეს ყველაფერი 18 წლის გახდომიდან რამდენიმე დღეში მოხდა.
მორიბა ფიზიკურად ძლიერი, მშრომელი და ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც ასევე გოლის ალღოც აქვს. ამ თვისებებსი გამო მან რონალდ კუმანის ნდობაც დაიმსახურა და პირველი გუნდის რიგებში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორჯერ ძირითადი შემადგენლობიდანაც დაიწყო. ამასთანავე მან გოლისა და 2 ასისტის მითვლაც მოასწრო.
მისი უნარი, შეისაწავლოს და გაძლიერდეს, მიანიშნებს მასზედ, რომ წინ დიდი მომავალი აქვს.
ის “ბარსელონაში” 7 წლის მოვიდა და ასაკობრივ ჯგუფებთან ერთად მუდმივად პროგრესირებდა. ილაიშმა აჩვენა, რომ არის ლიდერული თვისებების მქონე მოთამაშე. 19-წლამდელთა გუნდში 2003 წელს დაბადებული ილაიში მასზე 1, 2 ან 3 წლით უფროს ფეხბურთელებთან ერთადაც თამაშობდა.
ციტირებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი.
მორიბა ნახევარდაცვის ხაზში “ბლაუგრანას” მომავლად ითვლება. ჯორჯინიო ვეინალდუმის არმოსვლის შემთხვევაში კი ის პირველ გუნდში სრულად დაწინაურების უპირველესი კანდიდატი იქნება.
ვეინალდუმს რა სასწაული ხელფასი უნდა რო ვერ მოიყვანონ, ერთ-ერთი რო დაიტრამვოს უფეხბურთელოდ უნდა დავრჩეთ, საერთოდ ბარსას დონის გუნდს თითო ადგილზე ორი მოთამაშე მაინც არ უნდა ყავდეს?
ახალგაზრდებს მიხედონ და დააწინაურონ,გუნდს უფრო გამოადგება.გვარდიოლას ბარსას წარმატება ზუსტად ახალგაზრდების დაწინაურება იყო
მაგარი ბიჭია მორიბა
მომდევნო სეზონში პირველ გუნდში ველოდები ილაიშს
ესეც კაი ცხოველი გვეზრდება❤💜 ისე ტრინკაუს არ ათამაშებს ამ ბოლო დროს!! დრო უნდა მისცეს!! რა თაობა მოდის 💜❤💜
ძაან ფსიხი მოთამაშე იქნება