ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი:”გამარჯვების გასაგრძელებლად “ბარსას” ახალი სისხლი სჭირდება”

კრუიფი:”გამარჯვების გასაგრძელებლად “ბარსას” ახალი სისხლი სჭირდება”

კატალონიური “ბარსელონას” ყოფილი დამრიგებელი, იოჰან კრუიფი ეთანხმება იმ აზრზს, რომ  მსოფლიოს ნომერ პირველ კლუბს ტიტულების მოგების გასაგრძელებლად ახალი სისხლი სჭირდება.

“მფრინავი” ჰოლანდიელი თვლის,რომ კატალონიელებმა სატრანსფერო ბაზარზე სხვებს უნდა დასწრონ.

“ტიტულების მოგების გასაგრძელებლად აუცილებელია ახალი ფეხბურთელების დამატება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ამ თვალსაზრისით “ბარსა” არ მისცემს სარგებელს მოწინააღმდეგე კლუბებს” – განაცხდა კრუიფმა.

შეგახსენებთ, რომ მფრინავი ჰოლანდიელი  “ბარსაში” 1973–1978 სეზონებში გამოდიოდა. ამ დროის განმავლობაში მან 227 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 83 გოლი გაიტანა. მოგვიანებით კრუიფი კატალონიურ გრანდს წვრთნიდა და ბევრი თვლის, რომ “ბარსას” სტილი სწორედ მაშინ წარმოიშვა და გვარდიოლას ეპოქაში განვითარდა. მან 1992 წელს  “ბარსას” პირველად მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა.
                                        
                                            ეს კი ვიდეო “მფრინავ” ჰოლანდიელზე

                                [media=http://www.youtube.com/watch?v=9He8sPYUjmk]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში