workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელე წინა ხელმძღვანელობით უკმაყოფილო იყო

უსმან დემბელე წინა ხელმძღვანელობით უკმაყოფილო იყო

“ბარსელონას” ფრანგ გარემარბს, უსმან დემბელეს, გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

იტალიელის თქმით, დემბელეს უკმაყოფილების მიზეზს ჟოზეპ მარია ბართომეუ წარმოადგენდა. იგი მიიჩნევდა, რომ ბართომეუს ხელმძღვანელობის პირობებში, გუნდი განვითარებას ვერ შეძლებდა და, აქედან გამომდინარე, “კამპ ნოუს” დატოვებას აპირებდა.

თუმცა არჩევნების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ამჟამად, დემბელესთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა, არსებული ცნობებით, მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ.

“ბარსელონასა” და დემბელეს შორის მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს იწურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 01 აპრ 2021, 12:56
    #11

    დემბელეს უკმაყოფილების მიზეზს ჟოზეპ მარია ბართომეუ წარმოადგენდა. იგი მიიჩნევდა, რომ ბართომეუს ხელმძღვანელობის პირობებში, გუნდი განვითარებას ვერ შეძლებდა
    კარგით რაა! ეს ამდენს ვერ მოიფიქრებდა და ვერც გამოთქვამდა თუ არ დაუწერდნენ, ერთხელ დააღო პირი მოედანზე და იმ წუთში წითელი აჯახეს.

  • me da barca
    schedule 31 მარ 2021, 21:43
    #10

    ყველა უკმაყოფილო იყო ამ ნაგავი ხელმძღვანელობით. მთლიანად გუნდი ნეხვში ჩაძირეს, მაგრამ ყველაზე ნაკლები საწუწუნო ამას უნდა ქონდეს. 3 წელი იმენნა ტრავმიანი, უდისციპლინო ტიპი შეინახეს და უმკურნალეს.

  • ბასქუ10
    schedule 31 მარ 2021, 21:11
    #9

    ციტატა: BEQA BARCA
    ვინ იყო კმაყოფილი მითხარიტ ეს რომ იყოს კმაყოფილი?? მარტო ფულის მკეთებლები იყვნენ კმაყოფილები..


    ეს უნდა იყოს კმაყოფილი ზუსტადაც, ფულსაც ოხრად უხდიდნენ, მკურნალობდნენ ათასნაირად და რავი ამას რო პირობები შეუქმნეს და კიდე აქეთ რო პრეტენზიულია

  • Diana
    schedule 31 მარ 2021, 20:50
    #8

    El pistolero 9,
    პერესიც არ გაგვწირავდა ასე 😂😂😂

  • Always cule
    schedule 31 მარ 2021, 20:34
    #7

    ოხ, მარტო დემბელე იყო უკმაყოფილო?

  • El pistolero 9
    schedule 31 მარ 2021, 20:25
    #6

    Diana,
    მეც რო ვაკვირდები კლუბი საიდან სანამდე დაიყვანა მართლა პერესის კაცი მგონია

  • BEQA BARCA
    schedule 31 მარ 2021, 20:09
    #5

    ვინ იყო კმაყოფილი მითხარიტ ეს რომ იყოს კმაყოფილი?? მარტო ფულის მკეთებლები იყვნენ კმაყოფილები..

  • M10 S9 D11
    schedule 31 მარ 2021, 19:54
    #4

    რა ძმაა 😂😂😂

  • Don_Andresito
    schedule 31 მარ 2021, 19:54
    #3

    ეს რო ვინმეთია უკმაყოფილო. ბართომეუთი ყველა უნდა იყოს უკმაყოფილო ამის და მადრიდისტების გარდა. ყველა უდისწიპლინობა ეპატია, მილიონი ტრავმა უმკურნალეს და არ გაყიდეს. ბარსაში გამზადებული ადგილი დაახვედრეს ძირითადში, ერთ ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ აქციეს და 12 მლნ ხელფასი მისცეს. კიდე ესაა ვინმეთი უკმაყოფილო?

  • Diana
    schedule 31 მარ 2021, 19:37
    #2

    ეჰჰ რომ წასულიყავი ბართუს ერთი კაი საქმე მაინც ექნებოდა გაკეთებული 😏 ხო ვამბობ პრეზიდენტი კი არ ჩანერგილი იყო

  • ბასქუ10
    schedule 31 მარ 2021, 19:25
    #1

    ხო რა იმიტომაც არ თამაშობდა და იღებდა ტრამვებს😁 პროტესტის ნიშნად