კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ გამოაცხადა, რომ კიკო ფემენია მომავალი სეზონიდან ეუსებიო საქრისტანის “ბარსა ბ”–ს შეუერთდება. კიკო ფემენია “ერკულესიდან” კატალონიაში 2 მილიონის სანაცვლოდ გადმობარგდება. გუნდის წარმატების შემთხვევაში კი “ბარსელონა” “ერკულესს” დამატებით 1.5 მილიონ ევროს გადაურიცხავს…
კიკო ფემენია მომავალი სეზონიდან ეუსებიო საქრისტანის “ბარსა ბ”–ს ღირსებას დაიცავს. ახალგაზრდა ნახევამრცველმა (მარჯვენა ფლანგი) გასული წელი ალიკანტურ “ერკულესში” გაატარა და როგორც ჩანს, თავისი კარგი თამაშის წყალობით კატალონიური კლუბის მესვეურებიც დააინტერესა და საბოლოოდ თავი “ბარსა ბ”–შიც ამოჰყო.
კიკო 1991 წელს, ალიკანტეში დაიბადა. იგი 2004 წლიდან “ერკულესის” ღირსებას იცავს. მას პირველ დივიზიონში დებიუტი 2010 წლის 29 აგვისტოს ჰქონდა. მისი დებიუტის შემდეგ, თავის გუნდში იგი ერთ–ერთ მთავარ ფიგურად იქცა. ის “ერკულესის” ძირითად შემადგენლობაში 2008 წლიდან ირიცხება. მის ანგარიშზე 73 ჩატარებული შეხვედრაა. აქედან 33–ჯერ მოედანზე ბოლო სეზონში გამოვიდა.


