მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 მარტს მოხდა.

თამაშები

24 მარტს “ბარსელონას” 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1910 წელი

ესპანეთის დედაქალაქში მადრიდის “ესპანიოლის” ფინალში დამარცხებით “ბარსელონამ” ესპანეთის თასი ისტორიაში პირველად მოიგო.

1924 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ალფრედ მასანა. 1911-1916 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 8 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

1972 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი შემტევი კრისტოფ დუგარი. 1997-98 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 13 თამაში ჩაატარა.

1985 წელი

“ვალიადოლიდთან” 2-1 მოგებული შეხვედრის 87-ე წუთზე “ბარსელონას” მეკარემ, ურუტიმ თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გუნდს ესპანეთის ჩემპიონობა მოუტანა.

1993 წელი

ესპანეთის თასზე “ვალიადოლიდთან” 3-1 მოგებულ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ “ბარსელონაში” თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

1998 წელი

კატალონიის თასზე “ლეიდასთან” 2-1 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონაში” ჩავის დებიუტი შედგა.

2016 წელი

68 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 25 მარ 2021, 17:37

    ესპანეთის დედაქალაქში მადრიდის "ესპანიოლის" ფინალში დამარცხებით "ბარსელონამ" ესპანეთის თასი ისტორიაში პირველად მოიგო.
    ანუ ესპანიოლი მადრიდის გუნდი იყო?

  • Always cule
    schedule 24 მარ 2021, 21:18

    ეჰ კრუიფიი

  • ბასქუ10
    schedule 24 მარ 2021, 15:51

    კრუიფი❤️🥺 ცოცხალი რომიყოს ლაპორტას ისევ ამოუდგებოდა მხარში და დაეხმარებოდა

  • me da barca
    schedule 24 მარ 2021, 14:54

    დღეს ყოფილა კრუიფის გარდაცვალებიდან 5 წლისთავი. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს.

  • El pistolero 9
    schedule 24 მარ 2021, 14:08

    ბარსას ისტორიაში შავი დღეა.ძალიან ადრე დაგვტოვა კრუიფმა

  • ousmane dembele 11
    schedule 24 მარ 2021, 14:04

    ვინმემ ხოარიცით თიკეთ,გე-ზე დარეგისტრირების შემდეგ ბილეთს როგორ ავიღებ?

  • frenkie dejong21
    schedule 24 მარ 2021, 14:02

    Tkt ge მოგიტხან დამაარსებელი ხო დამტანჯეს
    რამოს რო ლაივში არ ვაგინო თქვენ მოგიტ@@ნავთ კარგის ტ@@@ს

  • marco reus 11
    schedule 24 მარ 2021, 13:32

    ტკტჯი ზე *ლეობა ერთი მახსენდება მარტო და დაიხურა. იმედია ამასაც გაუყენებენ მოუსვლელს

  • Diana
    schedule 24 მარ 2021, 12:49

    კრუიფი 😥❤💙