“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა The Telegraph-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც მან კატალონიურ კლუბთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
ერნესტო ვალვერდე
პოჩეტინო, სეტიენი, ალეგრი, ჩავი
პოჩეტინო
პოჩეტინოს ვესაუბრე და ეს მხოლოდ მე არ გამიკეთებია. დირექტორთა საბჭოს ვუთხარი, რომ საუკეთესო მწვრთნელი უნდა მომეყვანა და რომ პოლიტიკური მხარე არ მაინტერესებდა. საუკეთესო მწვრთნელი მინდოდა და პოჩეტინო სწორედ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის “ტოტენჰემთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ამას პატივი უნდა სცეთ. მას თამაშის კარგი ფილოსოფია, ვარჯიშის კარგი ფილოსოფია აქვს. ფეხბურთელებს მაურისიო მოსწონთ და ვფიქრობ, რომ ის მაშინდელი სიტუაციაში საუკეთესო მწვრთნელი იქნებოდა.
ვიცოდი, რომ პოჩეტინოს შემთხვევაში პოლიტიკური პრობლემა იყო, ამიტომ დირექტორთა საბჭოს ჩემი არგუმენტი გავაცანი, მაგრამ მათი ზოგიერთი პასუხი “ესპანიოლს” ეხებოდა და ტექნიკურ მხარეს – არა. ვფიქრობ, მან ინტერვიუ მრავალი წლის წინ გააკეთა. მაურისიოს კლუბზე ცუდად არ უსაუბრია. მან თქვა, რომ “ბარსელონას” გაწვრთნამდე არგენტინაში იმუშავებდა. ეს საბჭოს ზოგიერთი წევრისთვის პრობლემა იყო. მათ თქვეს, რომ ის კლუბს პატივს არ სცემდა.
მოურინიოს მაგალითი
ლიონელ მესისთან კონფლიქტი
ვფიქრობ, მართალი ვიყავი. ჩემი აზრით, ფეხბურთელებს უფრო მეტი ვარჯიში სჭირდებოდათ. გვარდიოლასთან მუშაობის დროს, თუ გინდოდა, საუკეთესო ყოფილიყავი, თავდაუზოგავად უნდა გევარჯიშა. ყველაფერს მოიგებ იმ შემთხვევაში, თუ ყოველ კვირა იმუშავებ. სწორედ ეს ვთქვი მე. არასდროს მითქვამს, რომ ფეხბურთელებს მწვრთნელის გაგდება უნდოდათ.
მესი პირადად მესაუბრა. მტკიცე საუბარი გვქონდა, მაგრამ ამის მიღება შემიძლია. ეს პრობლემა არაა, რადგან გამჭვირვალე უნდა იყო. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი, რადგან ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც ასე მესაუბრა. ამას პატივს ვცემ. ისიც მესმის, რომ მესი კაპიტანია და მას გუნდის დაცვა უნდოდა, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ მან მწვრთნელის გაშვება მთხოვა. არასდროს.
მესისთან რამის გამოსწორება არ მჭირდება. ჩემი გადმოსახედიდან, არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა. ჩემი აზრით, ეს სიტუაცია მოგვარდა. მან იცის, რას ვფიქრობ. არ მინდოდა, ამ მცირე გაუგებრობას გლობალური სახე მიეღო და მთელი კლუბისთვის პრობელემბი შემექმნა.
ნეიმარი
2019 წლის ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღით ადრე, ლეონარდოსთან [პსჟ-ის სპორტული დირექტორი] მოლაპარაკებების გასამართად პარიზში გავემგზავრე. თან აღმასრულებელი დირექტორი მახლდა. ნეიმარზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, თუ აღმასრულებელი დირექტორი “პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლებს ხვდება, ეს ნიშნავს, რომ ბრაზილიელის შეძენა შეგვეძლო. გრიზმანი რომ არ გაგვეფორმებინდა, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარს დავიბრუნებდით.
გარემარბი გვჭირდებოდა, ნეიმარი კი, როდესაც “ბარსელონაში” იმყოფებოდა, საოცარი მოთამაშე იყო. ამას კავშირი არ აქვს იმასთან, თუ რომელი ფეხბურთელია უკეთესი – ეს ის პოზიცია იყო, რომლის გაძლიერებაც იმ დროს საჭირო იყო. გუნდს ნამდვილი გარემარბი სჭირდებოდა. საბოლოოდ, პრეზიდენტმა გრიზმანი შეიძინა.
ნეიმარის საწინააღმდეგო ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, მას კლუბის წინააღმდეგ სასამართლო დავა ჰქონდა. კლუბში თქვეს, რომ, თუ ბრაზილიელს დაბრუნება უნდოდა, მას სასამართო პროცესი უნდა შეეწყვიტა. ეს ჩემი პრობლემა არ იყო, რადგან როდესაც “ბარსასა” და ნეიმარს შორის დავა დაიწყო, კლუბში არ ვყოფილვარ. ჩემი აზრით, ფეხბურთელის გაფორმება შემეძლო, მაგრამ ასე არ მოხდა.
ფინანსური კრიზისი
2019 წლის მარტში კლუბი ერთ-ერთ კომპანიას დავაკავშირე. კომპანიის სახელს ვერ ვიტყვი, მაგრამ მათ მაშინდელი აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი პეპ სეგურა შევახვედრე. ჩვენ ერთმანეთს ინგლისში 2-ჯერ შევხვდით. ეს კომპანია მზად იყო იმდროინდელი სიტუაციის გამოსასწორებლად კლუბში უზარმაზარი ფული ჩაედო. ისინი “ბარსასთან” მოლაპარაკებებს 2020 წლის ნოემბრამდე აწარმოებდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოვიდა.
ვფიქრობ, ფინანსური მდგომარეობის მოგვარება შესაძლებელი იყო, მაგრამ ადვილი – არა, რადგან საუბარი იყო ძალიან, ძალიან დიდ თანხებზე, “ბარსელონა” კი ყველა ინფორმაციას მალავდა. როდესაც ფლობთ კომპანიას, რომელსაც ინვესტიციის ჩადება უნდა, გსურთ, ყველაფერი იცოდეთ. “ბარსელონადან” ინფორმაციის გატანას დრო სჭირდებოდა, რადგან კლუბს რაღაცების საიდუმლოდ შენახვა უნდოდა. მესმის, შესაძლოა, შეგრცხვეთ, ხალხს აჩვენოთ, რომ კლუბს კარგად ვერ მართავთ, მაგრამ ამ ხალხს თქვენი დახმარება შეუძლია, ამიტომ ინფორმაცია უნდა გასცეთ. თუმცა, “ბარსაში” ყველა საკუთარ თავზე ზრუნავდა.
რაღა შენ და რაღა ბართომეუ
ეს თასი რატო უჭირავს ამას, ვერ გავიხსენა. ევროპა ლიგის ფინალის დროს შემოიტანა? აბა ბარსას არაფერი ესაქმება ამ თასთან.
ახლა ფაქტია ყველა ყველაფერს ერთმანეთს დააბრალებს მაგრამ ბართომეუს რაც არ უნდა დააბრალონ ყველაფერი მართალი, ეს აბიდალიც ბევრ რამეში ტყუის, ადრე ნეიმარის მაგივრად გრიზმანი ინდოდა და ახლა ამ ინტერვიუში პირიქით საუბრობს
ნუ ყველა ერთმანეთს აბრალებს მოკლედ
ყველა რომ ერთმანეთს აბრალებს
გრიზმანის ტრანსფერი პრეზიდენტს რო შეატენა მაშინ თითონაც თავისი თანამემამულე უნდოდა და არა ნეიმარი. კარგად მახსოვს ამისი კომენტარები. ეხლა იმათ აწმენდს ხელს თორე იმ გუნდის წევრი იყო, იმათი მონა და იმათ დაკრულზე ცეკვავდა. მესისთან კონფლიქტი იმიტო მოუვიდა რო ბართომეუს ტროლია და მაგის დავალებით გააკრიტიკა ყველა. მესიმაც პასუხი გასცა. ის ფულს იხდიდა მესის კრიიტიკაში ამან კიდე უფასოდ გააკეთა. გამოსულიყო და ელაპარაკა იმ ბორდის მართვის პრობლემებზე და ისე წასულიყო. დაიყენებდა გვერდით ლაპორტა მერე. მარა იმათი ტროლი იყო. ჩავი მაგიტო არ მოვიდა ზუსტად
ეს მხოლოდ შენი მოსაზრებებია, ფაქტებს ვერ ვხედავ და არ ღირს მგონი კლუბისთვის ასეთ საპატივცემულო ადამიანზე ფაქტების გარეშე ამდენი ბრალდება
მოკლედ ფრანგი ფეხბურთელები ხო არაფერში გვადგია და სპორტული დირექტორიც არაფრად გამოგვადგა.
პს. როგორც ფეხბურთელს და პიროვნებას ძაან დიდ პატივს გცემ აბი❤❤
გრიზმანის ტრანსფერი პრეზიდენტს რო შეატენა მაშინ თითონაც თავისი თანამემამულე უნდოდა და არა ნეიმარი. კარგად მახსოვს ამისი კომენტარები. ეხლა იმათ აწმენდს ხელს თორე იმ გუნდის წევრი იყო, იმათი მონა და იმათ დაკრულზე ცეკვავდა. მესისთან კონფლიქტი იმიტო მოუვიდა რო ბართომეუს ტროლია და მაგის დავალებით გააკრიტიკა ყველა. მესიმაც პასუხი გასცა. ის ფულს იხდიდა მესის კრიიტიკაში ამან კიდე უფასოდ გააკეთა. გამოსულიყო და ელაპარაკა იმ ბორდის მართვის პრობლემებზე და ისე წასულიყო. დაიყენებდა გვერდით ლაპორტა მერე. მარა იმათი ტროლი იყო. ჩავი მაგიტო არ მოვიდა ზუსტად
თუ ვმუშაობ ხელფასი გადამიხადე თუ არა არა ეს ზოგზოვიერთებს რატო არ ასწავლეს :დ
კიდევ მესისთან სწორი ვიყავიო. ანუ ამას მესიზე მეტად აინტერესებდა მისი ფორმა. და როდის იკლავს მესი ვარჯიშზე თავს, რონალდუ ხო არ არის რო ტექნიკის სრულყოფაზე იმუშაოს. ვერ გაიგეს რო ფიზიკურად რომ ლეომ რონალდუს დონეზე ივარჯიშოს მაშინ მოედანზე საერთოდ უნდა გაჩერდეს არა აქვს ამხელა ფიზიკა და მასზე კარგად არავინ იცის რამდენი უნდა ივარჯიშოს. გახსოვთ სემედუს ინტერვიუ, კითხვაზე როგორ ვარჯიშობს მესი საჯარიმოებზეო რო უპასუხა არანაირად არ ვარჯიშობს, არ ჭირდებაო.
როდესაც ყველა ცუდად მუშაობს და ნორმალურად მუშაობის საშუალებას გიზღუდავენ იქ შენ ვერაფერს იზამ.
სათავეში მავნებელი იდგა და ამას ვინ მისცემდა მუშაობის საშუალებას. ამის ადვოკატი არ ვარ, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ გუნდი ზემოდან ყარდა და თავისთავად მთელ სისტემაზე მოქმედებდა.
ბართო ციხეში. აი მაშინ დავწყნარდები.
რაღაცეებში მართალია, მაგრამ თავის საქმეს ესეც ვერ ასრულებდა კარგად. ღლეობა მწვრთნელების კანდიდატები ჰყავდა და ღლეობა ტრანსფერებს აკეთებდა. ბევრად მეტი შეეძლო მაშინდელი რესურსით.
ბართუმეომ დაშალა კლუბი , მეზიზღება მაგ კაცი
ღავიდანვე ვფიქრობდი, რომ ყველაერი ბართომეუს ბრალი იყო და არა მწვრთნელების, აბიდალისა და ა.შ.
ძალიან კარგი შენიშვნა იყო აბიდალის მხრიდან ბოლოს, "იქნება კი ბარსელონაზე რამე უკეთესი?"
რამდენი რამე გადაიტანა ამ კაცმა, სიკვდილს ჩახედა თვალებში, კლუბიც როგორ გვერდში ედგა მარა რავიცი რავიცი 🤷♀️ ჩემ თვალში ნამდვილი კულე მაინც ვერაა. ნეიმარს რაც შეეხება, რავი დღევანდელ ბარსას ნამდვილად არ ჭირდება ნეიმარი, მითუმეტეს არ ჭირდება ბარსელონას ფეხბურთელები რომლებისთვისას ფეხბურთზე მაღლა ფული დგას)) და მესის რაც შეეხება 1000%ით დარწმუნებული ვარ ხედავს კლუბის ამჟამჯნდელ შედეგებსაც და საოცრად მაგარ მომავალსაც და არ დაგვტოვებს, მესი კულეა))