workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ მიემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე?

ვინ მიემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე?

2009/10 წლის საკლუბო სეზონი დასრულდა. გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელში მილანის “ინტერმა” მოახერხა გამარჯვება. საკლუბო სეზონი მართლაც შთამბეჭდავი იყო, სეზონი შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად “ბარსელონასთვისაც”,რადგანაც მან მოიგო ლა ლიგა და მეორე თასის დაეუფლებასაც შეეცდება აგვისტოში. ახლა თითქმის ყველა ფეხბურთელს საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ ერთი დარჩა და ეს მსოფლიო ჩემპიონატია. ამ ზაფხულს სამხრეთ აფრიკა ყველაზე სპორტულ ქვეყანად ჩაითვლება, რადგანაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან (ვინც გადალახა შესარჩევი ეტაპი) მეგავარსკვლავები შეიკრიბებიან ცხელ კონტინენტზე. “ბარსელონადანაც” საკამაო რაოდენობის ფეხბურთლი გაემგზავრება სამხრეთ აფრიკაში. მინდა მოგითხროთ მათ შესახებ.

ესპანეთი

ეს ის ნაკრებია, რომელშიც ყველაზე მეტი “ბარსელონას” ფეხბურთელი მოხვდა. სეზონის დასაწყისშივე ნაკრებში თითქმის გარანტირებული ჰქონდათ ადგილი: პუიოლს, პიკეს, ჩავის, ინიესტას. მათ გარდა აფრიკაში გაემგზავრნენ სერხი ბუსკეტსი – ახალგაზრდა პერსპექტიული ჩამშლელი, ასევე არ გამოეპარა ვისენტე დელ–ბოსკეს ვიქტორ ვალდესისა და პედრო როდრიგესის კარგი თამაში. პირველმა მათგანმა წლევანდელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ხოლო რაც შეეხება ახალგაზრდა პედროს, იგი ამ სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა, იგი იმსახურებდა მსოფლიოზე თამაშს.სამხრეთ  აფრიკაში ასევე გაემგზავრება  “ბარსელონას” ახალწვეული-დავიდ ვილია.

მექსიკა

მექსიკის მწვერთნელმა ნაკრებში “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი გამოიძახა: რაფა მარკესი დაჯონათან დოს სანტოსი. პირველი მათგანი ნაკრების უცვლელი წევრია. იმის მიუხედავად, რომ მან არცთუ ისე კარგი სეზონი ჩაატარა საკლუბო დონეზე მას მწვრთნელი მაინც ენდობა. მეორე კი “ბარსელონას”ახალგაზრდა და ძალზე პერსპექტიული ფეხბურთელი ჯონათან დოს სანტოსია, მექსიკელთა თავკაცი ნამდვილად მოიხიბლა სანტოსის თამაშით.

ბრაზილია

ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებულია “ბარსელონას” მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფეხბურთელი და ეს დანი ალვესია. მან საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა, ეს დუნგას არ გამოჰპარვია და “ბარსას” მე–2 ნომერი ნაკრებში მიიწვია. ნაკრებში არ გამოუძახებიათ  ბრაზილიელი მარცხენა მცველი-მაქსველი.

საფრანგეთი

საფრანგეთის თავკაცმა რაიმონ დომენეკმა “ბარსელონადან” გამოიძახა ორი ფეხბურთლი: ტიერი ანრი და ერიკ აბიდალი. პირველ მათგანს ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა, ტიტი იშვიათად ჩნდებოდა მოედანზე, მაგრამ ამისდა მიუხედავად დომენეკიმა იგი ნაკრებში მაინც იხმო. ერიკ აბიდალმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ხშირმა ტრავმებმა იგი ფიზიკური კონდინციებიდან ამოაგდო. ამისდა მიუხედავად აბიდალი მიემგზავრება სამხრეთ აფრიკაში.

კოტ დ’იუარი

სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება “ბარსელონას” კოტ დიუარელი ფეხბურთელი იაია ტურე. ტურე წელს ძალიან იშვიათად ჩნდებოდა მოედანზე, მაგრამ ყოველ გამოსვლაზე ამტკიცებდა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ეს სვენ გორან ერიქსონს არ გამჰოპარვია და ტურე სამხრეთ აფრიკაში იახლა.

არგენტინა

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფეხბურთელია გამოძახებული და ეს ლიონელ ანდრეას მესია. მსოფლიოს მიღმა დარჩა გაბრიელ მილიტ, დონ დიეგომ იგი ნაკრებში არ მიიწვია.რაც შეეხება მესის, მას ძალიან წარმატებული საკლუბო სეზონი ქონდა, ლიონელმა 47 გოლის გატანა შეძლო. არგენტინაში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, მესი ახლა ისეთ ფორმაშია, რომ ნამდვილად შეძლებს წარმატება მოუტანოს არგენტინელებს.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მსოფლიო ჩემპიონატს და წარმატებები ვუსურვოთ “ბარსელონას” ფეხბურთელებს ცხელ კონტინეტზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში