ჟოან ლაპორტმა თავისი პრეზიდენტობის პირველ კვირაში ჟორდი ალბას მშობლიურ ჰოსპიტალეტში იოჰან კრუიფის სახელობის მოედანი გახსნა.
ცერემონიაზე სიტყვით პრეზიდენტთან ერთად “ბარსას” მარცხენა მცველიც გამოვიდა.
“ჩემი სკოლა ამ კუთხეში იყო და სამწუხაროდ, საფეხბურთო მოედანი არ გვქონდა, თამაში ქუჩაში გვიწევდა. იქ კი კარი აღარ იყო. კრუიფის ფონდის საშუალებით ამ მოედნის გახსნა ჩემთვის განსაკუთრებულია და სიამაყეს მმატებს.”
ჟოან ლაპორტა: “ბარსელონას” პრეზიდენტის ამპლუაში, ასეთი მოვლენები, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ჩემს გაპრეზიდენტებაში იოჰან კრუიფს დიდი წვლილი მიუძღვის. მის გარეშე ამ თანამდებობაზე ვერასდროს ვიქნებოდი. შეხვედრის პირველი დღიდან ის მეხმარებოდა და მასწავლიდა ყველაფერს, რაც ცხოვრებაში გადამხდებოდა.”
ამ გამოსვლის გარდა, ცოტა ხნის წინ ჟორდი ალბამ Sport-თან ინტერვიუში კარიერასა და “ბარსელონას” მომავალზე ვრცლად ისაუბრა.




ლაპორტას ძალიან მაგარი ურთიერთობა აქვს გუნდის ლიდერებთან და ეს ძალიან მაგარია
და ერთმანეთს რას ეხვევიან, მიულოცონ დამსწრეებს.
რა ჩაბრატებულია სასტავთან ლაპორტა.პიკეს ბრატი როა ვიცით ალბასთანაც ახლოს ყოფილა
თუ ალბასთან ეს მოედანი უფრო ახლოსაა, დღეიდან ბარემ აქ ივარჯიშოს, რაღაზე უნდა იაროს შორს.
სასიამოვნო ამბავია
კარგია, რაც შეიძლება ბევრი უნდა გააკეთონ ასეთი რაღაცეები