იტალიური “პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურიციო ძამპარინიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის არგენტინელი ნახევამრცველი, ხავიერ პასტორე კატალონიის “ბარსელონაში” არ გადაბარგდება…
მაურიციო ძამპარინიმ გამოცემა “La Opinion”-თან საუბრისას განაცხადა, რომ პასტორე გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს: “უკვე 90%–ით გადაწყვეტილია, რომ პასტორე ამ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე გუნდს დაოტვებს.”
ძამპარინი პასტორესთვის ბრძოლაში ფავორიტად ორი ესპანური გუნდი, “მალაგა” და “რეალ მადრიდი” დაასახელა. ახალგაზრდა ფეხბურთელით, რომლის ფასიც 50 მილიონ ევროს შეადგენს, ასევე დაინტერესებულია “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი” და “რომა”. აქვე გეტყვით, რომ რომაელები პასტორეს გადმოსაბირებლად ფულთან ერთად “პალერმოს” მესვეურებს თავის ფეხბურთელებს სთავაზობენ.



