კატალონიის “ბარსელონას” თავკაცი, რონალდ კუმანი “უესკასთან” მატჩამდე პრესკონფერენციას მართავს:
ნაგელსმანი? გერმანელის მიერ ჩემთვის პატივისცემის მოთხოვნა ძალიან კარგი იყო.
ხვალ მოგება გვიწევს, რათა სატურნირო ცხრილში ლიდერს მივუახლოვდეთ. ეს მატჩი უნდა მოვიგოთ, როგორც ეს ადრე გავაკეთეთ.
გვყავს თუ არა სოლიდური გუნდი? ალბათ, ზურგს დიდი გამოცდილება გვიმაგრებს. ამ დონისთვის მიღწევა ადვილი არაა. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, შეხვედრებისთვის მოვემზადოთ, ვიდრე – სხვებს ვუყუროთ. ჩავარდნა ყველა კლუბს აქვს.
ორშაბათ საღამოს ჩვენთვის თამაში უცნაური იქნება. სეზონის დასრულებამდე მარტივი მატჩები არ დარჩა, ამიტომ მყარად უნდა ვიდგეთ.
პრეზიდენტი ლაპორტა? ჯერჯერობით, მასთან ბევრი არ მისაუბრია. ამის შესაძლებლობა პარიზისაკენ მგზავრობისას გვქონდა.
მესისა და დე იონგს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ? ვიცით, რომ მათ მატჩის გამოტოვებამდე მხოლოდ 1 ბარათი აშორებთ, თუმცა ამაზე ფიქრი არ მსურს. ყველა თამაში მნიშვნელოვანია – ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ყოველი შემდეგი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია.
“ატლეტიკომ” ქულების დაკარგვა დაიწყო? ყოველთვის ვამბობდი, რომ გრძელი სეზონი გველოდებოდა. პირველ ნახევარში მადრიდელებმა ბევრი ქულა მოაგროვეს, თუმცა ამ ფორმის მუდმივად შენარჩუნება რთულია.
პსჟ-ს წინააღმდეგ მატჩი? ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგად გამოვიყურებოდით. თუმცა, ის ეფექტურობა გვაკლდა, რაც “ბარსას” დონის გუნდს მოეთხოვება.
ახალგაზრდა ფეხბურთელებზე სალაპარაკო ბევრია, მაგრამ ასევე ვაფასებთ ისეთი გამოცდილი მოთამაშეების დონესა და გარჯას, როგორებიც ალბა, პიკე, ბუსკეტსი და სერჟი რობერტო არიან. “ბარსას” დიდი მომავალი აქვს.
ჟორდი კრუიფი? მას კარგად ვიცნობ, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ოფიციალურად დადასტურებული არაფერია.
მესის შეუძლია, ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ჩავის გაუთანაბრდეს, რაც შესანიშნავი მიღწევაა. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენი გააკეთა ერნანდესმა კლუბისთვის და, ასევე, ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ლეო “ბლაუგრანასთვის”. ვიმედოვნებ, არგენტინელი ტიტულების მოგებას ჩვენთან განაგრძობს.
ისე მიდის საქმე, რომ ყოველ ქულას ოქროს ფასი დაედო. რეალს თუ მოვუგეთ და ნაჯახებსაც იქნება კანფეტ.
უნდა ამოვტენოთ უესკა
ფრენკის და ლეოს ყვითლები არ გამოგეპაროს კლასიკომდე თუარა შენ მოგცემ "ამაზე ფიქრი გსურს თუ იმაზე"
რაც დაგვრჩა უკვე ყველა მატჩი ფინალია და ყველა მატჩში გამარჯვება აუცილებლად ჩვენ უნდა დაგვრჩეს
ეგ მეც წავიკითხე მარა მერე რამდენიმე საათში არარის წინააღმდეგი მოყვანისო სხვა ვნახე კიდე..იტოკში ძაან ბევრი რაღაც დაიწერება ზაფხულამდე კიდე და სანამ ოფიციალურადო არ ეწერება არაფრის დაიჯერო დდდდ
კარგია რომ.ახალგაზრდებს აძლევს ბევრ შანსს.უესკასთან როტაციაა აუცილებელი!!!
არვიცი სხვაგან წავიკითხე თუ აქ, კუმანს თურმე ჰოლანდი არ მოწონს და ლუკაკუ ურჩევნია, რავიცი რაღა უნდა ვთქვა,
ამ სეზონში თუ დუბლი მოვიგეთ ძალიან მაგარი შედეგი იქნება, სეზონის დასაწყისში შეუძლებლად ჩანდა ყველაფერი და ახლა არის შანსები.
ისე ამ 5 მცველიან ტაქტიკაში მესის ტრინკაო ან კონრადი რო ამოუყენოს საინტერესო იქნება
კუმან გვჯერა შენი 💙❤ ვფიქრობ ნებისმიერს შეუწყობს კლუბს და აათამაშებს გუნდში
მოვიგოთ უნდა აწე სულ ყველა თამაში. ❤💜 უესკასთან თუ პირველი ტაიმი მოვიგეთ მერე ახალგაზრდების დროა💜❤
In Koeman we trust 🔵🔴 VAMOOOSS
მიდი რონალდ 💙❤️
ეს კაცი ამ რესურსით კიდე მაქსიმუმს დებს ჩემი აზრით
ძაან მალე გამოვა კლუბი კრიზისიდან, ამ ზაფხულსვე მოხდება ეგ არ დაგავიწყდეთ რო ბარსელონა მარტო საფეხბურთო კლუბი არ არის, ძაან ბევრ გუნდურ სპორტის სახეობაში გვყავს გუნდი თან თან ყველგან წარმატებული ზოგ სახეობაში მაგ..ხელბურთში და ბალახის ხოკეიში N 1 ვართ…რა კრიზისზეა საერთოდ ლაპარაკი, ვინ არ მოისურვებს ამ კლუბის სპონსორობას აქეთ უნდა გვეხვეწებოდნენ ან თუნდაც ვალის რესტრუქტურიზაციაზე ვინ არ დათანხმდება იციან რო 1 ან 2 სეზონის შემოსავალია ეგ ვალი სულ და განულდება…და ლაპორტამ ეს ყველაზე უკეთ იცის, ასე რომ დალაგდება ყველაფერი ისე როგორც საჭიროა!