წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 მარტს მოხდა.
თამაშები
13 მარტს “ბარსელონას” 11-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1924 წელი
კატალონიისა და ესპანეთის ნაკრებებმა ერთმანეთში პირველად ითამაშეს. ესპანელებმა 7-0 მოიგეს. 2 გოლი “ბარსელონას” კატალონიელმა ვარსკვლავმა, ჟოზეპ სამიტიერმა გაიტანა.
1932 წელი
“ალავესთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (3-1) ჟოზეპ სამიტიერმა ლა ლიგაში თავისი პირველი და ერთადერთი ჰეთ თრიქი შეასრულა.
1940 წელი
გენერალმა ფრანკომ “ბარსელონას” პრეზიდენტად დანიშნა მისი მეგობარი ენრიკე პინეირო, რომელსაც მანამდე სპორტთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
1965 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი მიკელ სოლერი. 1988-1993 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 115 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
1973 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი. 2004 წელს მან “ბარსელონას” მაისურით 20 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
1994 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჟერარ დეულოფეუ. 2010-2018 წლებში მან “ბარსელონას” მაისურით 26 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
2010-2018 წლებში ბარსაში გაატარა, რა კარგად იწყება და 26 თამაში რა ცუდად მთავრდება.
ისე დეულოფეუზე თავიდან კარგი იმედები მყარდებოდა თუმცა სამწუხაროდ ვერ გაამართლა გაცემული ავანსი
გენერალმა ფრანკომ "ბარსელონას" პრეზიდენტად დანიშნა მისი მეგობარი ენრიკე პინეირო, რომელსაც მანამდე სპორტთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
ნაცნობი სურათია, საქართველოს მაგონებს რაღაცით.
არა რა ბარსას ებრძოდნენ
რა თქმა უნდა ებრძოდნენ, ფრანკომ კანონიერი ხელისუფალი მეფე ჩამოაგდო და სამეფო რესპუბლიკად აქცია, თვითონ კი ერთპიროვნული მმართველი გახდა, რომელსაც არაფრად არ ეპიტნავებოდა საკუთარ ენაზე მოლაპარაკე ავტონომია, რომელიც მის ხელისუფლებას დიკომფორტს უქმნიდა.
გენერალმა ფრანკომ "ბარსელონას" პრეზიდენტად დანიშნა მისი მეგობარი ენრიკე პინეირო, რომელსაც მანამდე სპორტთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
არა რა ბარსას ებრძოდნენ
კარგი რუბრიკაა ❤
საინტერესო დღე ყოფილა, დაბადების დღეც რამდენს ააქვს
სამიტიერი კატალონიელი თუ იყო ესპანეთის ნაკრებში რატო ითამაშა?
ედგარი რომ ქრ გამოისყიდეს მაგრად დამწყდა გული… უბრალოდ საოცარი სეზონი ქონდა…