ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა მასია” თავის ძალას გვაჩვენებს

“ლა მასია” თავის ძალას გვაჩვენებს

 

ფონტასი, ნოლიტო, სერხი რობერტო, ვიქტორ ვასკესი, ტიაგო, მინიო, ბარტრა, სერხი გომესი, ჯონათან დოს სანტოსი, ორიოლ რომეუ და მონტოია ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც პეპ გვარდიოლას გუნდში ითამაშეს. “ბარსა ბ”–ს ამდენ ფეხბურთელს კი პირველ გუნდში თამაშის სიამოვნება აქამდე არ ჰქონია. “ლა მასია” თავის ძალას გვაჩვნებს…

 

რამდენიმე დღის წინ,  “ლა მასიას” აღზრდილმა ახალგაზრდა გამთამაშებელმა, ტიაგო ალკანტარამ კატალონიის “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. იგი მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” მთავარ გუნდში ითამაშებს. ტიაგომ მთელი სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. იგი სეზონის ბოლოს, ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატში, ესპანეთის სახელით გამოვიდა. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში იგი შესანიშნავად გამოიყურებოდა, რის გამოც მან რამდენიმე გრანდის ყურადღებაც მიიპყრო, თუმცა საბოლოოდ მან “ბარსასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა.

 

ტიაგოს გარდა, პეპ გვარდიოლას გუნდში მომავალი სეზონიდან ანდრეუ ფონტასიც ითამაშებს. ტიაგოს მსგავსად, ანდრეუსაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. 2011 წლის 16 მარტს კი მას ერიკ აბიდალის შეცვლა მოუწია, რადგანაც ფრანგს ღვიძლზე სიმსივნე აღმოაჩნდა. მთელი დარჩენილი სეზონი ფონტასმა გვარდიოლას გუნდში გაატარა. პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ, მას კონტრაქტი ავტომატურად 2013 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივდა.

 

უკვე დიდი ხანია, რაც კატალონიური კლუბი დიდ ყურადღებას თავის აღზრდილ ფეხბურთელებს უთმობს. ეს კი გამოკვეთილად პეპ გვარდიოლასა და შემდეგ უკვე ანდონი სუბისარეტას მოსვლის შემდეგ გამოჩნდა. პეპისა და ანდონის დამსახურებით, “ბარსელონას” პირველ გუნდში თამაშის ბედნიერება ლუის ენრიკეს “ბარსა ბ”–ს თერთმეტ ფეხბურთელს ჰქონდა, ხოლო ორმა ფეხბურთელმა უკვე გვარდიოლას გუნდშიც გადმოინაცვლა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში