workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” აღმასრულებელი დირექტორი ფერან რევერტერი გახდება

“ბარსას” აღმასრულებელი დირექტორი ფერან რევერტერი გახდება

RAC1-თან ინტერვიუში, “ბარსელონას” 42-ე პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრი დაასახელა.

აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე, ოსკარ გრაუს ფერან რევერტერი შეცვლის, რომელიც აქამდე გერმანული კომპანია MediaMarktSaturn-ის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთხშაბათს, ჩინეთიდან ბარსელონაში ჟორდი კრუიფი ჩამოვა, რომელიც სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ვიცე-პრეზიდენტი ეკონომიკური მიმართულებით ჟაუმე ჟირო გახდება. ლაპორტას გუნდს “მალიორკას” ყოფილი პრეზიდენტი და “ვალენსიას” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, მატეუ ალემანიც, შეუერთდება.

ასევე, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს მარია ელენა ფორტი დაიკავებს. ლაპორტას მარჯვენა ხელი, რაფა იუსტე, კი დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება, რომელიც კლუბის სპორტული მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Bakero
    schedule 08 მარ 2021, 20:00
    #12

    ციტატა: nika 54
    და ამთგან ვინ იქნება ფეხბურთელთა მოყვანაზე პასუხისმგებელი, რო ვიცოდეთ ვის ვაგინოთ ხოლმე კიდევ ერთი კოუტინიო თუ მოგვიყვანა.


    სპორტული დირექტორი და ალბათ ჟორდი კრუიფი იქნება …..ისე ზოგადად გერმანულ კომპანიებში მაღალ პოზიციებზე ნამუშევარი ხალხი კარგი უნდა იყოს

  • ბასქუ10
    schedule 08 მარ 2021, 16:22
    #11

    ფონტს რო კითხო კრუიფი მაგის შტაბის ერთერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენდა😁

  • LM10TheLegend
    schedule 08 მარ 2021, 15:41
    #10

    ამ გუნდს გვარდიოლა დაამშვენებდა მაგრამ…

  • El pistolero 9
    schedule 08 მარ 2021, 15:10
    #9

    ჟორდი კრუიფი აქ ჩამოდის ლაპორტასთან სამუშაოდ და ფონტი რეებს ბაზრობდა

  • AF10
    schedule 08 მარ 2021, 14:31
    #8

    ფერან რევერტერი მომწონს

  • nika 54
    schedule 08 მარ 2021, 14:19
    #7

    და ამთგან ვინ იქნება ფეხბურთელთა მოყვანაზე პასუხისმგებელი, რო ვიცოდეთ ვის ვაგინოთ ხოლმე კიდევ ერთი კოუტინიო თუ მოგვიყვანა.

  • Don_Andresito
    schedule 08 მარ 2021, 14:01
    #6

    ციტატა: Bobi
    არ ვიცი საკუთარ საქმეში რას წარმოადგენენ, თუმცა ლაპორტას არ შეეშლება ხალხის მოყვანა 😁💙❤️


    კრუიფი გაასწორებს, დასტოინი ბიჭია. ალემანზეც ბევრი კარგი გამიგია.

  • me da barca
    schedule 08 მარ 2021, 13:41
    #5

    ბართოს მოყვანილი კარის დარაჯიც არ დატოვო.
    კორონა ვირუსი რა მოსატანია ბართო ვირუსთან.

  • Bobi
    schedule 08 მარ 2021, 13:39
    #4

    არ ვიცი საკუთარ საქმეში რას წარმოადგენენ, თუმცა ლაპორტას არ შეეშლება ხალხის მოყვანა 😁💙❤️

  • GiorgiGabe99
    schedule 08 მარ 2021, 13:36
    #3

    ნაგელსმანის სუნი მცემს უკვე joy relieved

  • cruyff9
    schedule 08 მარ 2021, 13:29
    #2

    ჯორდი კრუიფზე ბევრი Iქნება Dამოკიდებული,,,მამამისის საქმე უნდა გააგრძEლოს❤️❤️

  • Always cule
    schedule 08 მარ 2021, 13:23
    #1

    კარგი ამბები მოდის