ჟოან ლაპორტა თავის შეცდომებსა და წარმატებებზე საუბრობს

ჟოან ლაპორტა თავის შეცდომებსა და წარმატებებზე საუბრობს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ 2 დღეა დარჩენილი. 3 კანდიდატიდან ერთ-ერთი, ჟოან ლაპორტა, რომელიც “ბარსელონას” სათავეში მოსვლის უდავო ფავორიტია, Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში იმ პერიოდს იხსენებს, როცა კლუბის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. 

ყველაზე დიდი წარმატებები

მემკვიდრეობა, რომელიც დავტოვე. 
UNICEF-თან ერთად მიღებული გადაწყვეტილებების დამსახურებით შევძელი ის, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო გუნდი ჰყავდა. 
ფრანკ რაიკაარდის გუნდში დატოვება, პეპ გვარდიოლას დანიშვნა და ლეო მესის გაყიდვაზე უარის თქმაც იმ გადაწყვეტილებებს შორისაა, რომლებითაც ვამაყობ. 

ყველაზე დიდი შეცდომები

არასდროს გავიმეორებ იმას, რაც დანი გარსია ლარასა და რობერტო ბონანოს გავუკეთეთ. კლუბიდან გაშვების მიზნით ისინი, ფაქტობრივად, გუნდს ჩამოვაშორეთ. 
წასვლის შანსს არც სამუელ ეტო’ოს მივცემდი, ის თავის კონტრაქტს დაასრულებდა. ამასთან ერთად, რამდენიმე შენაძენი იყო, რომელმაც არ გაამართლა. 

ლაპორტა სამომავლო გეგმებზეც საუბრობს:

“ბარსელონა” მზადაა, ნებისმიერი ფეხბურთელი დაიმატოს, თუ გუნდის გაძლიერება დაგვჭირდება. 
იმედი მაქვს, რონალდ კუმანთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად გაგრძელდება. თუ გუნდს კარგი შედეგები ექნება, ის პოსტზე კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება. რა თქმა უნდა, როგორც სხვა ნებისმიერი მწვრთნელის შემთხვევაში, ეს საკითხი შედეგებზეა დამოკიდებული. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (11)

  • Araujo
    06 მარ 2021, 17:46

    ეტოოზე ვეთანხმები

  • nika 54
    06 მარ 2021, 17:15

    კარგი ფეხბურთელები თუ დაიმატა, კუმანი ნამდვილად რაღაცას მოახერხებს.

  • El pistolero 9
    06 მარ 2021, 14:39

    იმ წარუმატებელ ტრანსფერებში პირველი ალბათ იბრა იგულისხმა

  • ბასქუ10
    06 მარ 2021, 12:31

    კუმანის აუცილებლად უნდა დატოვონ მინიმუმ ერთი სეზონით კიდევ, დღემდე მჯერა რო კუმანმა ვინც მოითხოვა ისინი რომ მოეყვანათ გაცილებიტ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებიდით ახლა

  • me da barca
    05 მარ 2021, 21:22

    კუმანი დარჩება, მაგრამ ამისთვის კოპა მაინც უნდა მოიგოს. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა სიტუაცია დახვდა გუნდში და მეტს მართლა ვერ მოთხოვ.

  • Bobi
    05 მარ 2021, 21:11

    რამდენი პრობლემა ხვდება გუნდში, მეცოდება ცოტათი

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    05 მარ 2021, 20:38

    შენ ხარ ერთადერთი იმედი და სიტუაციის ერთადერთი გამომსწორებელი.ერთი სული მაქვს არჩევნებამდე.

  • Always cule
    05 მარ 2021, 18:27

    ლაპორტ შენი იმედი გვაქვს

  • LM10RG10
    05 მარ 2021, 17:46

    ეტოს გაშვება მართლა ტეხავს🙁თან ზლატანი მოგვცეს და რამდენი დავუმატეთ კიდე🙁

  • Necromancer
    05 მარ 2021, 17:45

    იმედი მაქვს ბოტმანს ან ანხელინიოს იყიდის

  • BEQA BARCA
    05 მარ 2021, 17:37

    ვეღარ ვითმენ როდის მოვა 7 მარტიიი.. ლაპორტ❤💜