რონალდ კუმანი “ოსასუნასთან” მატჩის წინ

რონალდ კუმანი “ოსასუნასთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “ოსასუნასთან” მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. 

სამი ცენტრალური მცველით თამაშის გაგრძელება შეგვიძლია, მაგრამ ამ სისტემის ამოჩემება ნამდვილად არ გვჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების მიდგომა, ბურთის გარეშე გადაადგილება, პრესინგი და ბურთის მეტოქის ნახევარზე მოპოვებაა. 
დავრჩები თუ არა “ბარსელონაში” ამ სეზონის შემდეგ? ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ახალ პრეზიდენტს უნდა დაველოდოთ. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ უახლოეს მომავალში რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოვიპოვოთ. სხვა არაფერზე ვღელავ. 
მადრიდული დერბი? რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ცხრილში პირველ ადგილზე მყოფი გუნდი ქულებს დაკარგავს, მაგრამ იქამდე ჩვენი თამაშია და ყურადღება სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ. 
ჩავი? ასეთი შეკითხვებით ვიღლები. პრესას დაძაბულობის შექმნა აწყობს, მე კი ამაზე არ ვნერვიულობ. ბევრ რამეზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მრჩება, “ბარსელონა” ძალიან ბევრ მატჩს ატარებს და კონცენტრირებული ამაზე ვარ. 
სეზონი ხანგრძლივია და ჩავარდნები ყველა გუნდს აქვს. ახლა ჩვენთვის კარგი პერიოდია, ბოლო შედეგებმა ძალა ნამდვილად შეგვმატა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გულშემატკივრებსა და გუნდს შორის კავშირი აღდგა. ასე უნდა გავაგრძელოთ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
მორიბა “ბარსა ბ”-ში თამაშობდა, შემდეგ პირველ გუნდთან ვარჯიში დაიწყო და რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობაც მიიღო, სადაც თავის გამოჩენა შეძლო. მას “ბარსელონასთვის” ბევრის გაკეთება შეუძლია, ისევე როგორც რიკი პუჩს, რომლის ვარჯიშითაც ასევე კმაყოფილი ვარ. ახალგაზრდა ფეხბურთელები უკვე კარზე აკაკუნებენ. 
ძალიან მნიშვნელოვანია, მესის გარდა სხვა ფეხბურთელებიც ეფექტურები იყვნენ. მასზე დამოკიდებული ნამდვილად ვართ, მაგრამ გოლების გატანას სხვებიც ახერხებენ და ეს კარგი სიახლეა. იმედია, ლეოც და სხვებიც კიდევ ბევრჯერ გაიტანენ.
 რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ პრეზიდენტი გვეყოლება. პირადად მე უპირატესობას არავის ვანიჭებ. ყველა კანდიდატს კარგი წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა. 
ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა. ფეხბურთელები გოლებს ერთად აღნიშნავენ, ისინიც, ვინც სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ და ამის გამო დამწუხრებულები არიან. მიხარია, რომ გასახდელში ერთიანობას ვხედავ. 
ერთი ტურნირის ფინალში ვართ და ტიტულთან ძალიან ახლოს ვართ, ლა ლიგაში კი ბრძოლის გასაგრძელებლად დარჩენილი მატჩების მოგება გვჭირდება. “ატლეტიკოსთან” სხვაობა დიდია და წაგების უფლება ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი შეხვედრაა. 

– განაცხადა კუმანმა. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (15)

  • Araujo
    06 მარ 2021, 17:48

    სისხლი არ წამოსვლია ? დ

  • nika 54
    06 მარ 2021, 17:41

    მართალს ამბობს ერთი მხრივ, პრესკონფერენცია მიმდინარე თამაშზეა ხოლმე ძირითადად და განუწყვეტლივ როდის წახვალ, ჩავი მოდის უძახო არ არის სწორი.

  • El pistolero 9
    06 მარ 2021, 14:35

    ვაიმე ხვალ არჩევნებია.დადგა ეს ნანატრი დღეც.ტუსკეტს მოკითხვაა

  • Nika92
    05 მარ 2021, 23:16

    არ იმსახურებს ეს კაცი ჟურნალისტებისგან ესეთ დამოკიდებულებს,როცა გუნდი წინ მიიწევს და რაღაცის ამბიცია აქ,იქ უკვე მწვრთნელის ცვლილებაზე საუბარიც კი ზედმეტია

  • Diana
    05 მარ 2021, 23:15

    დრო ჭირდება და ტრანსფერის გაკეთების საშუალება მერე კიდევ მეტს იზამს , ნამდვილად პროგრესი აქვს გუნდს ფაქტია, კარგია რომ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები 💙❤

  • M10 S9 D11
    05 მარ 2021, 23:14

    უეჭველი 3 ქულა რონალდ უეჭველი 3 ქულა

  • beso312
    05 მარ 2021, 22:23

    ციტატა: gruz-in
    ასევე დასუსტებული ტიტები მოხოდა და ბარსას გულისთვის დატოვა მშობლიური ნაკრები!რითაც სამშობლოში კრიტიკოსები მოიმრავლა..
    არცერთი ტრანსფერი გაუკეთეს,გუნდში უსასიზღრესი ატმოსფერო იყო და…
    რავი ამ კაცს მე ვერ გავაკრიტიკებ…


    100 პროცენტით გეტანხმები

    მე პირადათ მაგრა გამიტყდება ერთ სეზონს თუ არ აცლიან კუმანს.გუნდი დახვდა განადგურებული მესის წასვლა უნდოდა იყო გაბგენდზილი სუას წასვლით დანარჰენს ყოველ მეორე დგეს ხელფას აკლებდენ და ისინიც გაბგენდზილები იყვნენ.ერტი ფეხბურტელი ვერ უკიდეს სამი კაციდან (დეპაი,გარსია,ვეინალდუმი) ბოლოს იხვეწებოდა ზამთარში მარტო გარსია მიყიდეთო არ ეს დააკმაყოფილეს.დაცვის ცენტრში ვინ დაეყენებინა ტვიქსი ფრანგები ხო დოდოები არიან ერთად და რა მოიფიკროს დაარბენინებს მინგესას რეაკტიულივით

  • gruz-in
    05 მარ 2021, 22:02

    ასევე დასუსტებული ტიტები მოხოდა და ბარსას გულისთვის დატოვა მშობლიური ნაკრები!რითაც სამშობლოში კრიტიკოსები მოიმრავლა..
    არცერთი ტრანსფერი გაუკეთეს,გუნდში უსასიზღრესი ატმოსფერო იყო და…
    რავი ამ კაცს მე ვერ გავაკრიტიკებ…

  • barsamesia
    05 მარ 2021, 21:36

    მარტივად შევაფასოთ — რომელი სჯობია კუმანის ჩაბარებამდე რაც იყო თუ დღევანდელი გუნდი? არ ვამბობ, რომ დღევანდელი ბარსა ბრწყინავს და საუკეთესოა, მაგრამ ეს გუნდი თამაშითაც, მონდომებითაც და ფსიქოლოგიურადაც რომ სჯობს იმ განადგურებულ და უმწეო ბარსას, მგონი ფაქტია. ანუ, კუმანის ხელი გუნდს დაეტყო, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელის მიერ მოთხოვნილი ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ იყიდეს, გუნდი პრეზიდენტის გარეშე და მილიარდიან ვალებშია ჩაფლული, ბარსა ფეხზე დადგა და იბრძვის, ამ ბრძოლაში ჩანს, რომ გუნდს უბრუნდება თავდაჯერებულობა, ერთიანობა, კონკურენცია იზრდება, პირველ გუნდს ემატებიან ლა მასიელები, და რაც მთავარია – მესის სახეზე ღიმილი ბრუნდება, რაც დანარჩენებსაც ჰმატებს მოტივაციას და ბრძოლის ჟინს. ეს ყველაფერი ჯერ დასაწყისია და თუ ლაპორტა თავისი მეორე პრეზიდენტობის პერიოდშიც ისევე ნაყოფიერად იმუშავებს, როგორც მაშინ, ბარსას რენესანსის ეპოქაში, თუ შეძლებს კლუბში ფინანსური რესურსების მობილიზებას, გუნდისთვის აუცილებლად გასაძლიერებელი პოზიციების შევსებას მაღალი დონის ტრანსფერებით, დარწმუნებული ვარ, რომ კუმანი აუცილებლად გაისვრის და ბარსა ისევ დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიოს საფეხბურთო ელიტაში. მჯერა, რომ კუმანს ამის გაკეთება ძალუძს, რადგანაც მას ნამდვილად აქვს ბარსას დნმ, რადგანაც მას მთელი არსებით უყვარს ეს კლუბი და მზადაა ყველაფერი გაიღოს ბარსასთვის. ასე, რომ წინ – მომავლისკენ!

  • Barca1980
    05 მარ 2021, 21:29

    უნდა ვაღიარო , რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით , კუმანის მიმართ ჩემს მიერ გამოტანილი დასკვნები , სუბიექტური იყო რაღაც დოზით და სიხარულით ვაღიარებ ამას თუ მასე გააგრძელებს გუნდი თამაშს , პლიუს არჩევნების შედეგიც მოახდენს გუნდზე პოზიტიურ გავლენას . გუნდს დინამიურობა აშკარად მომატებული აქვს და კიდევ უფრო მეტი შეუძლია ეგეც ეტყობა . თუ ბაყაყიჭამიებსაც დააქამბეკებ , ვინც შენ მოგხსნას იმიიის ……..

  • Bobi
    05 მარ 2021, 21:20

    ლაპორტასი არ იყოს, რაც უფრო მეტი დრო გადის, კუმანი უფრო და უფრო მომწონს. შეიძლება ფერგიუსონი არ იყოს თუმცა ფაქტია ისეთი გუნდი ჩაიბარა ამ ქამბექებს სიზმარშიც ვერ დადებდა.
    რა ქამბექის დადებაზე იყო საუბარი, მოგებულს აქეთ ანიავებდნენ 😁

  • me da barca
    05 მარ 2021, 21:16

    წაგების უფლება მართლა არ გვაქვს და ოსასუნასთან 3 ქულა უნდა დადო. პსჟ-სთან ამოცანა სხვანაირად დგას, არ გავნადგურდეთ, თორემ პსჟ-ს, რომ ისევ მივაქამბექებთ ამისი ვის ჯერა.

  • ბასქუ10
    05 მარ 2021, 19:31

    მიდი კუმან მიდი შენ იცი როგორც იქნა მიაგნო ის რაც გვჭირდებოდა და იმედია ასე გააგრძელებს მოგებებს

  • Always cule
    05 მარ 2021, 17:05

    ჩავიზე კითხვებით შეჭამეს რა ტვინი ამ ჟურნალისტებმა

  • ♠️Spooky♠️
    05 მარ 2021, 16:46

    Sheidzleba bevri ram ar gamosdis, mara am kacs etyoba ro mushaobs, wvalobs da bevrs aketebs, farchaki gundi chaibara, rogorc moralurad, ise fizikurad. kacma awyobili hollandiis nakrebi datova europa-msoolioze gayvanili chveni siyvarulis gamo, transferebi ar gauketes da a. Sh. Momaval wels ufro dzlieri gundi gvegoleba mastan ertad mjera!