“ბარსელონას” ოფიციალური ტვიტერის გვერდზე, რუბრიკაში “დღის გოლი” დღეს კლუბის ექს-მოთამაშის, არგენტინელი ხავიერ სავიოლას გოლი გაიხსენეს.
სავიოლა “ბარსას” 2001 წელს შეუერთდა და “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 2007 წლამდე ირიცხებოდა, შემდგომ კი ის “რეალში” გადავიდა.
2004-2006 წლებში ფეხბურთელი ორჯერ იყო განათხოვრებული “მონაკოსა” და “სევილიაში”. სავიოლამ “ბლაუგრანას” მაისური 168-ჯერ მოირგო და მეტოქის კარში 70 გოლი გაიტანა.
G⚽️AL OF THE DAY@SaviolaJavierOK 🐰 pic.twitter.com/2I6DGTv6CW
— FC Barcelona (@FCBarcelona) March 5, 2021




მაგრად არ მევასება ეს ტიპი რაც გააკეთა იმის შემდეგ
კარგი გოლი იყო მარა რეალში გადასვლა ანულებს ყველაფერს
ბარსადან რეალში/რეალიდან ბარსაში გადასვლის აზრი არასდროს მიზიდავდა 😁
რას უნდა ელოდე იმის ფასს, რა ზიზღსაც ხალში იწვევ?
ბაჭია❤❤
ამდენი თუ გაქონდა რაღას დაარბენინებდნენ სხვაგან, წავიდოდა აბა რა რეალში.
ფორმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვალენსიას გაუტანა.