ოსასუნა-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ოსასუნა-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ლა ლიგის 26-ე ტურში, “ბარსელონა” “ოსასუნას” ესტუმრება.

ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. ამ ტურში ერთმანეთს “ბარსელონას” ორი კონკურენტი, “რეალი” და “ატლეტიკო”, დაუპირისპირდება. კატალონიელებს სატურნირო ვითარების გაუმჯობესების კარგი შანსი აქვთ.

“ოსასუნა” არ არის ის მეტოქე, რომელთანაც 3 ქულის დაგეგმვა არ შეიძლება. ასე რომ, “ბარსას” ეს თამაში ყველა შემთხვევაში მოსაგები აქვს.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონას” სეზონის გადარჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა. ასეთი უჩვეულო სეზონის შემდეგ, თასის მოგება მისაღები შედეგი უნდა იყოს, თუმცა “მადა ჭამაში მოდისო” და გულშემატკივრებმა ლა ლიგაზე ფიქრიც დავიწყეთ. თანაც, ვერც კონკურენტები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ამ არეულობით სარგებლობა სავსებით შესაძლებელია.

საინტერესოა, რა შემადგენლობით გამოვა გუნდი მოედანზე. ჟერარ პიკეს ტრავმის შემდეგ, კუმანი დილემის წინაშე აღმოჩნდა. 3-5-2 სისტემა, რომელმაც “სევილიასთან” დაპირისპირებებში წარმატებით იმუშავა, შესაძლოა, 4-3-3 სქემით შეიცვალოს. სამმცველიან ტაქტიკაში კუმანს, მინგესა-უმტიტი-ლანგლეს ტრიოს დაყენება მოუწევს. შეიძლება, უმტიტის ნაცვლად, ნახევარდაცვიდან დე იონგი დახიოს, შუა ხაზში ნიდერლანდელის ადგილი კი მორიბამ, პუჩმა ან ახლადგამოჯანმრთელებულმა პიანიჩმა დაიკავოს.

თუმცა, მეტოქის გათვალისწინებით, მაინც 4-3-3 სქემაზე დაბრუნება უფრო რეალური ჩანს. “ოსასუნას” დამარცხება სამი ცენტრალური მცველისა და ექსპერიმენტების გარეშეც შეიძლება. გუნდს პიკეს ან არაუხოს მწყობრში ყოფნა ჰაერივით სჭირდება.

მეტოქე

2021 წელი “ოსასუნამ” ძალიან კარგად დაიწყო. პამპლონელებმა შესაძლო 30-დან 15 ქულის აღება (4 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება) და გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა შეძლეს. ახლა, “ოსასუნა”, 28 ქულით, მე-12 პოზიციაზე იმყოფება და მე-18 ადგილზე მყოფ “ალავესს” 6 ქულით უსწრებს. ლა ლიგის უკანასკნელი 4 თამაშიდან, “ოსასუნამ” 3 მოიგო (“ეიბარი”, “ლევანტე”, “ალავესი”) და 1 დათმო (“სევილია”).

6 გოლით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 29 წლის ხორვატი შემტევი, ანტე ბუდიმირია.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი:

ეს უმნიშვნელოვანესი თამაშია. კვირას, “ატლეტიკო” და “რეალი” ერთმანეთს ხვდებიან, რომელიმე მათგანი ქულებს დაკარგავს, შეიძლება ორივე. ხვალ, ძლიერ ოპონენტთან დაპირისპირება გველის და მატჩს მზად უნდა შევხვდეთ.

იაგობა არასატე:

ხვალ, ძლიერ “ბარსას” ველოდები, იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ეფექტურები, მეტოქეს კარგი პრესინგი უნდა დავუპირისპიროთ და ცოტა უნდა გაგვიმართლოს კიდეც.

დანაკლისი

რონალდ კუმანმა 21-კაციან განაცხადში, ტრავმის გამო, ჟერარ პიკე, რონალდ არაუხო, ანსუ ფატი, სერჟი რობერტო და ფილიპე კოუტინიო ვერ შეიყვანა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გუნდს მირალემ პიანიჩი დაუბრუნდა.

რაც შეეხება “ოსასუნას”, იაგობა არასატეს გუნდს ჩიმი ავილა და ფაკუნდო რონკალია დააკლდებიან. აგრეთვე, საეჭვოა რუბენ მარტინესის, ინიგო პერესისა და დარკო ბრასანაცის თამაში. 

ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა, რა თქმა უნდა, “ბარსელონას” აქვს – 89 თამაში, 52 მოგება, 18 ფრე, 19 მარცხი, ბურთების შეფარდება 199-76.

კონკრეტულად ლა ლიგაში, გუნდებს ერთმანეთს 77-ჯერ დაუპირისპირდნენ – 44 მოგება, 17 ფრე, 16 მარცხი, ბურთების შეფარდება 168-66.

პირველი წრის შეხვედრა, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართა (4-0), დასამახსოვრებელი გამოდგა. ეს იყო “ბარსელონას” პირველი თამაში ლეგენდარული არგენტინელის, დიეგო მარადონას, გარდაცვალების შემდეგ. ამ მატჩში ლეომ თავისი გოლის გატანა შეძლო, რომელიც სწორედ დიეგოს ხსოვნას მიუძღვნა.

საინტერესო სტატისტიკა

  • ლა ლიგის გასვლით შეხვედრებში “ბარსელონას” 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
  • ლა ლიგის უკანასკნელ 8 შეხვედრაში ლიონელ მესიმ გოლის გატანა შეძლო.
  • “ელ სადარზე” “ბარსელონამ” ბოლოს 2016 წელს მოიგო (3-0). გოლები ლეო მესისა (2) და ლუის სუარესის ანგარიშზეა.
  • წელს, ლა ლიგის TOP 4 გუნდთან (“ბარსა”, “რეალი”, “ატლეტიკო”, “სევილია”) პამპლონელებს ასეთი სტატისტიკა აქვთ: 5 თამაში, 1 ფრე, 4 წაგება, ბურთების შეფარდება 1-10.
  • ლიონელ მესის “ოსასუნას” კარი 21 თამაშში 25-ჯერ აქვს აღებული.
  • გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში, “ბარსას” 33 გოლი აქვს გატანილი.
  • “ბარსასა” და “ოსასუნას” შორის “ელ სადარზე” გამართული შეხვედრები ყველაზე ხშირად, ანგარიშით 0-0, სრულდება. 

არბიტრი

დღევანდელ მატჩს 36 წლის არბიტრი, გილერმო კუადრა ფერნანდესი განსჯის. იგი ლა ლიგაში მე-3 სეზონს ატარებს. ამ პერიოდში მან 51 შეხვედრაში იმსაჯა, მის “მონაგარს” 227 ყვითელი და 9 წითელი ბარათი შეადგენს.

კუადრას “ბარსას” 11 შეხვედრაში უმსაჯია (9 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი). მათგან, კატალონიელებმა 8 მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა, 1-ში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. მას “ბარსას” ფეხბურთელთათვის 22 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები, მეტოქე გუნდის მოთამაშეები კი 24-ჯერ ჰყავს გაფრთხილებული.

ესპანელი მსაჯი, “ოსასუნას” მონაწილეობით, 6 შეხვედრას გაუძღვა (2 ლა ლიგა, 4 სეგუნდა დივიზიონი). აღსანიშნავია, რომ კუადრას განსჯილი მატჩი “ოსასუნას” არასდროს წაუგია – 4 მოგება, 2 ფრე. მან “ოსასუნას” ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი 15-ჯერ უჩვენა, მეტოქეს კი – 16-ჯერ. 

კუადრას კონკრეტულად “ბარსასა” და “ოსასუნას” დაპირისპირებაში მონაწილეობა არასდროს უმსაჯია. აგრეთვე, ამ გუნდებთან ნამსაჯ 16 თამაშში მას მოედნიდან ფეხბურთელი არასდროს გაუძევებია.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი უმტიტი ლანგლე ფირპო – პედრი ბუსკეტსი დე იონგი – ტრინკაუ მესი გრიზმანი

“ოსასუნა” | 4-3-3

ერერა – ვიდალი არიდანე დ.გარსია კრუსი – ტორო ოიერი მონკაიოლა – ტორესი კალიერი რ.გარსია

SofaScore:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი მინგესა ლანგლე ალბა – პედრი ბუსკეტსი დე იონგი – მესი გრიზმანი დემბელე

“ოსასუნა” | 4-4-2

ერერა – ვიდალი არიდანე დ.გარსია კრუსი – ტორესი ოიერი ტორო რ.გარსია – კალიერი ბუდიმირი

Marca:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი მინგესა ლანგლე ალბა – პედრი ბუსკეტსი დე იონგი – მესი გრიზმანი დემბელე

“ოსასუნა” | 4-4-2

ერერა – ვიდალი არიდანე დ.გარსია კრუსი – ტორესი ოიერი ტორო რ.გარსია – კალიერი ბუდიმირი

SportMole:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი მინგესა ლანგლე ალბა – პედრი ბუსკეტსი დე იონგი – ტრინკაუ მესი გრიზმანი

“ოსასუნა” | 4-3-3

ერერა – ვიდალი არიდანე დ.გარსია კრუსი – ტორო ოიერი მონკაიოლა – კალიერი რ.გარსია

პროგნოზი

WhoScored: ოსასუნა 1-2 ბარსელონა

SportMole: ოსასუნა 0-2 ბარსელონა

Sportskeeda: ოსასუნა 1-2 ბარსელონა

ტრანსლაცია

მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი და silksport.ge შემოგთავაზებთ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (18)

  • nika 54
    12 დეკ 2021, 21:54

    ეზალზული მალადეც, დემბელე წავიდეს ლაზარეთში თორემ მოიწყინეს იქ უმაგისოდ. მე მგონი აიკიდა ტრამვა, 90 წუთი ნამეტანია ამ ბავშვისთვის.

  • me da barca
    12 დეკ 2021, 15:34

    ბარსა მაგონებს ძველ, ჟანგიან ჟიგულს, რომლისთვისაც ერთი ორმოში ჩავარდნაა საკმარისი, რომ ნაწილ-ნაწილ დაიშალოს და ჟანგიანი ნაწილები დაცვივდეს.

  • El pistolero 9
    12 დეკ 2021, 13:58

    3-4-3 უფრო გამოსადეგი იქნება ამ მატჩისთვის. დაცვაში თუ ავტობუსი ჩააყენეს ფლანგები უნდა დავტვირთოთ მაქსიმალურად!!! დემბელემ და ეზალზულმა მაქსიმალურად უნდა აითვისონ ფლანგები რომ ცენტრში სივრცე გამოთავისუფლდეს. მაგრამ სამწუხაროა რომ ამ გამოთავისუფლებულ სივრცეში ლუკ დეიონგს მოუწევს თამაში. ალბათ ფრენკის შერბენებსაც ვიხილავთ

  • EL MAESTRO 6
    12 დეკ 2021, 11:42

    ოღონდ 🌴 იონგი არ დამანახოთ რა

  • El pistolero 9
    06 მარ 2021, 20:12

    მადრიდულ დერბიში ფრე გააგორონ და ავშენდებით

  • Diana
    06 მარ 2021, 19:18

    ჩვენ 3 ავიღოთ დ მადრიდელებმა 1-1 იდეალური იქნება 😊

  • ბასქუ10
    06 მარ 2021, 18:18

    მთავარი მოვიგოთ და ანგარიშს მნიშვნელობა არ აქ, იყოს ერთი ნოლი და სამი ქულა, მადრიდელების ჯახი უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად

  • Araujo
    06 მარ 2021, 17:39

    პიკეს ტრამვა ტეხავს 🙁

  • nika 54
    06 მარ 2021, 16:09

    თუნდაც ერთით ნოლი მოვიგოთ, მადრიდელებმა კი ფრე გააგორონ, ეს იქნება კაი შედეგი ჩვენთვის.

  • Magician
    06 მარ 2021, 15:46

    "ატლეტიკოს" მოგება არანაირად არ გვაწყობს.

  • Don_Andresito
    06 მარ 2021, 14:44

    დაცვაში დესტი მინგესა ორი ფრანგიდან ერთი და ალბა. ნახ.დაცვა ფრენკი პიანიჩი პუჩი შეტევა გრიზი ტრინკაო ლეო. რთული თამაში იქნება ძალიან

  • Bobi
    06 მარ 2021, 14:30

    ძალიან კარგი მიმოხილვა იყო. თამაში კი აუცილებლად მოსაგებია, ხვალ მადრიდელები ერთმანეთს დახოცავენ და ფრეს გააგორებენ, ამით კი ბარსას წისქვილზე დაასხამენ წყალს 😆💙❤️

  • me da barca
    06 მარ 2021, 12:36

    ურთიერთშეხვედრებში ბურთების შეფარდება რაღაცა არ ჯდება. ყველა 89 შეხვედრაში ოსასუნამ თუ 76 გოლი გაიტანა, ლა ლიგის 77 შეხვედრაში 99 გოლი როგორ გაიტანა. დაკლების ნაცვლად 23 გოლით მეტი გაიტანა?

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    06 მარ 2021, 12:07

    რომ ბლატაობს არასატე თამაშის წინ ბარსელონას თამაშს გავურთულებთო თამაშის მერე კიდე მესმის ისიც თუ შეძლებთ შენ და შენი გუნდი მაგას ოღონდ.

  • Always cule
    06 მარ 2021, 11:09

    ციტატა: C.PC5
    ატლე რეალის თამაშში ყველაზე კაი ვარიანტი ჩვენთვის არის ფრე. ასე ორივე ფრონტზე მოგება გამოგვივა ორი ქულით მივეწევით ატლეტიკოსაც და რეალსაც გავასწრებთ ორი ქულით. ნუ პარალელურად ჩვენ რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ამაზე საუბარი ზედმეტია. მესი და დეიონგი მითუმეტეს დღეს ჩვეულებრივზე მეტად თავისუფლად იქნებიან და თუ საჭირო გახდება იიხეშებენ ყოველგვარი შიშის გარეშე, ამიტომ კარის მშრალად შენახვაც ძაან სასურველია დღეს. ვისკა ბარსა! ვიგებტ დღეს!

    შენი დაწერილი ვარიანტიც კარგად გვაწყობს და რეალმა თუ მოუგო ატლეს 56 ქულა უგროვდება და ჩვენც თუ მოვიგეთ დღეს 56 გვექნება, მეორე ადგილზე ვიქნებით და ატლეტიკოსთან ორი ქულა იქნებოდა სხვაობა. მოკლედ ატლეს მოგების მეტი ყველაფერი გვაწყობს.

  • BarcelonaForever21
    06 მარ 2021, 11:01

    ციტატა: C.PC5
    ატლე რეალის თამაშში ყველაზე კაი ვარიანტი ჩვენთვის არის ფრე. ასე ორივე ფრონტზე მოგება გამოგვივა ორი ქულით მივეწევით ატლეტიკოსაც და რეალსაც გავასწრებთ ორი ქულით. ნუ პარალელურად ჩვენ რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ამაზე საუბარი ზედმეტია. მესი და დეიონგი მითუმეტეს დღეს ჩვეულებრივზე მეტად თავისუფლად იქნებიან და თუ საჭირო გახდება იიხეშებენ ყოველგვარი შიშის გარეშე, ამიტომ კარის მშრალად შენახვაც ძაან სასურველია დღეს. ვისკა ბარსა! ვიგებტ დღეს!


    ხოო მარა თუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გვინდა ატლეს ქულების დაკარგვა უფრო მისაღებია

  • C.PC5
    06 მარ 2021, 10:12

    ატლე რეალის თამაშში ყველაზე კაი ვარიანტი ჩვენთვის არის ფრე. ასე ორივე ფრონტზე მოგება გამოგვივა ორი ქულით მივეწევით ატლეტიკოსაც და რეალსაც გავასწრებთ ორი ქულით. ნუ პარალელურად ჩვენ რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ამაზე საუბარი ზედმეტია. მესი და დეიონგი მითუმეტეს დღეს ჩვეულებრივზე მეტად თავისუფლად იქნებიან და თუ საჭირო გახდება იიხეშებენ ყოველგვარი შიშის გარეშე, ამიტომ კარის მშრალად შენახვაც ძაან სასურველია დღეს. ვისკა ბარსა! ვიგებტ დღეს!

  • Always cule
    06 მარ 2021, 09:12

    აუცილებლად მოსაგები თამაშია