“ბეტისს” მინგესას უფასოდ დამატება უნდა

“ბეტისს” მინგესას უფასოდ დამატება უნდა

ანდალუსიური Muchodeporte-ს ინფორმაციით სევილიური “ბეტისი” “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველის, ოსკარ მინგესას სამსახურით დაინტერესდა.

21 წლის უკანახაზელი ჯერ კიდევ “ბარსა ბ-შია” დარეგისტრირებული, მაგრამ ის მუდმივად პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხშირადაც თამაშობს. ახალგაზრდა ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში უკვე 25 თამაში დაუგროვდა, საიდანაც 18 მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. შესანიშნავი შედეგია იმ ფეხბურთლისთვის, რომელსაც, სეზონის სტარტზე, პირველ გუნდში დაწინაურებას არავინ უწინასწარმეტყველებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მინგესა დაცვის ცენტრშიც და მარჯვენა ფლანგზეც აშკარად უკეთ გამოიყურება იმ ფეხბურთელებთან შედარებით, რომლების იმედიც “ბარსას” ამ პოზიციაზე სეზონის სტარტზე ჰქონდა – კლემან ლანგლე და სერჟინიო დესტი.

მინგესას “ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, მაგრამ კლუბს ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივების უფლება აქვს. ძნელი წარმოსადგენია “ბლაუგრანამ” ეს უფლება არ გამოიყენოს იმ ფეხბურთელთან მიმართებაში, რომლის ფასიც ბოლო 5 თვის განმავლობაში 25-ჯერ გაიზარდა.

მოვლენებს ყურადღებით აკვირდება “ბეტისი”, რომელსაც, Muchodeporte-ს ცნობით, მინგესას უფასოდ დამატების იმედი აქვს.

მომდევნო სეზონში “ბარსას” დაცვის ცენტრში იქნებიან ჟერარ პიკე, რონალდ არაუხო და ერიკ გარსია. უმტიტი გუნდს აუცილებლად დატოვებს. არაა გამორიცხული, მის გზას დაადგეს ლანგლეც. ასეთ შემთხვევაში “ბარსას” კიდევ ერთი ცენტრალური მცველი დაჭირდება და რატომ არ შეიძლება ეს ოსკარ მინგესა იყოს?

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • me da barca
    schedule 04 მარ 2021, 11:36

    ის ორი გასაშვებია ულაპარაკოდ. გარსიაც მოვა, მინგესა, არაუხო, პიკე კიდევ ერთი წელი უპრობლემოდ ითამაშებს. მერე კუმანმა უნდა გამოძერწოს ამათგან კარგი მცველები. თუ იმ ორის ხარჯზე ვინმე ნორმალურ მცველს იყიდიან არც ეს იქნება ცუდი.

  • C.PC5
    schedule 03 მარ 2021, 15:35

    იიიიი ვახშამიც ხოარ მოგიწყოთ ვერანდაზე?! მოინდომეს უფასოდ, ეგ ბიჭი ამ სეზონში ნახევარ ცავის ხაზს მარტო ამაგრებს.

  • sandro89
    schedule 03 მარ 2021, 14:59

    Vaa upasod 😂😂😁😁😁

  • M10 S9 D11
    schedule 03 მარ 2021, 14:52

    ზმეიკიანი წაბლი არ უნდა?

  • ბასქუ10
    schedule 03 მარ 2021, 14:43

    ამ კაცისგან დადგება ძალიან მაგარი მცველი, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ნელ ნელა გამოცდილებასაც მიირებს და თამაშსაც დახვეწს, თან საკმაოდ გამბედავი და მოტივირებულია ყველა მატჩში, ასევე გააჩნია ის სითავხედე, სიუხეშე და სიმკცრე რაც ნებისმიერმცველს აუცილებლად ჭირდება, მოკლედ ამ ბიჭის გაშვება დიდი სისულელე იქნება

  • Always cule
    schedule 03 მარ 2021, 14:37

    ციტატა: Coutinho14
    ბეტისის ხელძმღვანელობას მემგონი ისევ ბართომეუ გოინიათ პრეზიდენტი joy

    არამარტო ბეტისის

  • El pistolero 9
    schedule 03 მარ 2021, 13:41

    პროგრესირებს ჯერჯერობით და ჩანს რომ შეუძლია უფრო მომატება.უნივერსალია და ახალგაზრდა.აუცილებლად უნდა გაუხანგრძლივონ კონტრაქტი

  • antonio
    schedule 03 მარ 2021, 12:57

    ეტყობა ამას ლამასიადან როა მართალია მაინცდამაინც მაღალი კლასის მცველი არაა მაგრამ თავისუფლად თამაშობს და რაც დრო გავა უფრო განვითარდება და გაიზრდება შეცვლებზე და სუსტ გუნდებთან საიმედო იქნება ხოლმე მარჯვნივაც და ცენტრშიც შეგვიძლია ერთი 10 წლით დავიტოვოთ მესამე ან მეოთხე მცველად ყოველთვის ივარგებს

  • MARADONA1968
    schedule 03 მარ 2021, 12:54

    მინგესა, პედრი, ან ფატიც ხომ არ გინდათ?
    ისე, ამათმა იციან, რომ ბართომეუ, რომ აღარაა?

  • GiorgiGabe99
    schedule 03 მარ 2021, 12:26

    ბეტისის ხელძმღვანელობას მემგონი ისევ ბართომეუ გოინიათ პრეზიდენტი joy

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენიshield ვეტერანი
    schedule 03 მარ 2021, 12:26

    მინგესა არა მაგრამ ლანგლე და უმტიტი რომ წაიყვანოს ბეტისმა? არ არის პრობლემა იოლად დაუთმობს და შეელევა ბარსელონა.დიდი ხნის მოსაცილებელია მაინც ორივე.

  • nika 54
    schedule 03 მარ 2021, 12:19

    ხო ალბათ ბართო რო ყოფილიყო გაატანდა და მერე ვიღაცას 50 მილიონად მოიყვანდა მაგ ადგილზე.

  • Konrad de la Fuente
    schedule 03 მარ 2021, 12:10

    ანსუ ფატი:

    ”ვცდილობ ვიყო ისეთივე თავმდაბალი, როგორც ლეო მესი. მიუხედავად ყველაფრისა, რასაც მიაღწია, ის ძალიან მოკრძალებული ადამიანია. ყოველთვის მირჩევს და მახსენებს, რომ მნიშვნელოვანია ფეხები გქონდეს მიწაზე და იყო თავმდაბალი.”

  • Always cule
    schedule 03 მარ 2021, 12:01

    ნელა იყავით ფეხი არაფერს წამოკრათ.
    ბარემ ლა მასია ბეტისის აკადემიად ხო არ გამოვაცხადოთ?

  • Bobi
    schedule 03 მარ 2021, 12:01

    თან უფასოდ დამატებაო 😆 მესმის კლუბის კრიზისით ისარგებლო და მცირე თანხაზე დაითანხმო, მაგრამ ასე უფასოდ მოითხოვო მოთამაშე არ ვიცი 😆

  • Kaka
    schedule 03 მარ 2021, 11:46

    ნელა ქენით…