არჩევნებამდე 5 დღით ადრე, RAC1-ის ეთერში, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა.
ბართომეუს დაპატიმრება
ფრეიშა
უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დავიცვათ. ეს ყველაფერი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება და გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ ამბავში დაზარალებული მხარე “ბარსაა”.
ეს სიტუაცია როსელის საქმეს მახსენებს. მაშინ, იგი უდანაშაულო იყო.
ლაპორტა
უდანაშაულობის პრეზუმფცია მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ეს “ბარსასთვის” ცუდი ამბავია.
კლუბის მოდელი
ფონტი
განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაიწეროს. ეს სტრუქტურული პრობლემაა. პრეზიდენტები კლუბს მესაკუთრესავით ეპყრობიან, კონტროლის უფრო ეფექტური მექანიზმები გვჭირდება. კლუბის ახალი მოდელი უნდა შევქმნათ.
ლაპორტა
წინასწარი დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. კლუბის მოდელ არაფერ შუაშია, აქ საუბარი დაკავებული ადამიანების ეთიკასა და მართვის მეთოდებზეა.
ფონტი
დიახ, ეს სწორედ კლუბის მოდელს ეხება, ასეთი შემთხვევები წარსულშიც მომხდარა, მათ შორის ლაპორტას დროსაც, და ისინი კულისებში დარჩენილან. კლუბში მეტი გამჭვირვალობა უნდა შემოვიტანოთ.
ლაპორტა
პროექტები PowerPoint-ებით არ იქმნება. სანამ ფონტი PowerPoint-ში პრეზენტაციებს ამზადებდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგას ვიგებდით.
ფონტი
ამ მოძველებულმა მოდელმა, რომელშიც ყველაფერს ალფა მამრები წყვეტენ, არ მოგვცა საშუალება, კარგი ტრანსფერები განგვეხორციელებინა და პეპი შეგვენარჩუნებინა.
ლაპორტა
კლუბში საჭიროა იყოს ნდობა. ვიქტორ, პრეზენტაციები ვერ გასწავლის როგორ იყო პრეზიდენტი. თუ ლიდერის ინსტიტუტზე არ საუბრობ, ესე იგი, მსოფლიო ფეხბურთის შესახებ არაფერი გცოდნია.
ფონტი
შენ აღარ გაქვს ის ძალა და ენერგია, რომელიც 2003 წელს გქონდა. როდესაც გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ თუ რა ტიპის გამოცდილების ქონა არის აუცილებელი.
მბაპე და ჰოლანდი
ლაპორტა
მე საკუთარ თავს დავაძალე, თანმიმდევრული ვყოფილიყავი. ახლა, კონკრეტულ გვარებზე საუბარი კლუბს დააზიანებს. თანაც, მათზე საუბარი ფასსაც ზრდის. თუ სეზონის ბოლო გაძლიერება დაგვჭირდება, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით. ფინანსური კრიზისი სხვა კლუბებსაც აქვთ.
ფონტი
იმპროვიზაცია საჭირო არ არის. უკვე რამდენიმე თვეა, რაც მომდევნო სეზონის შემადგენლობა დავგეგმეთ. კონტექსტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამ სიტუაციაში, ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელების დაპირება არის კლუბის წევრების მოტყუება.
ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რათა, ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, გუნდი იყოს მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი.
ფრეიშა
ჰოლანდისა და მბაპეს ტრანსფერი განხორციელება სავსებით შესაძლებელია. “ბარსას”, ყოველთვის, საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდა. თუმცა ჯერ უნდა გადავწყვიტოთ ის თუ რაზე ვაკეთებთ არჩევანს – ახალ ტრანსფერებზე თუ “ლა მასიაზე”.
კამპანიის დროს, ჩვენ წარვადგინეთ გეგმა, რომელიც “ბარსას” საშუალებას მისცემს, ივლისის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გაძლიერდეს. “ბარსა” დიდი ტრანსფერების გაჩარხვას ისევე შეძლებს, როგორც ამას ადრე აკეთებდა.
მესი
ფონტი
მესი კარიერა “ბარსელონაში” უნდა გააგრძელოს, ამაზე ორი აზრი არ არის. თუმცა, მას მადლობაც უნდა გადავუხადოთ იმისათვის, რაც “ბარსასთვის” გააკეთა.
მას უნდა, რომ სპორტული პროექტის სჯეროდეს. პეპმა მითხრა, რომ ყველაზე რთული ფეხბურთელების მოტივირებაა. წარმოიდგინეთ, ჩავი როგორ მოტივაციას მისცემს მესის. ჩვენ ლეოს უვადო კონტრაქტს შევთავაზებთ. შემდეგ სეზონში იგი კლუბის [ფინანსურ] საჭიროებებს მოერგება, რადგან მას “ბარსელონა” უყვარს.
ლაპორტა
ჩვენ არ შეგვიძლია მესის ისეთი ანაზღაურება შევთავაზოთ, როგორსაც სხვა კლუბები სთავაზობენ, მაგრამ იგი გადაწყვეტილებებს ფულის მიხედვით არ იღებს. ლეოს სურს, რომ კვლავ გამარჯვებული იყოს და კარიერა მწვერვალზე დაასრულოს. ეს ჩემი მთავარი მიზანია. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ჩემგან სათანადო შეთავაზებას მიიღებს. თუ არჩევნებში ვერ გავიმარჯვე, ლეო “ბარსაში” არ დარჩება.
ფრეიშა
მესი, ჩვენთან ერთად, დარჩება. მის ოჯახთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს.
ფონტი
ყოველთვის ვამბობდი, რომ მესის შენარჩუნება აბსოლუტური პრიორიტეტია, თუმცა, ხანდახან, სხვა საკითხებიც უნდა გავითვალისწინოთ. თუ პრეზიდენტი დაგპირდა, რომ, შენი სურვილის შემთხვევაში, კლუბიდან წასვლას შეძლებდი, მაშინ მას თავისი პირობა უნდა შეესრულებინა. კლუბს მესის დარჩენაზე ზრუნვა ბიუროფაქსამდე უნდა დაეწყო და არა – ბიუროფაქსის შემდეგ.
ევროპის სუპერ ლიგა
ფონტი
შეგვიძლია, ჩემპიონთა ლიგის ფორმატი გაცილებით უკეთესი გავხადოთ, ვიდრე დღესაა. “ენფილდზე” რევანშის ასაღებად 7 წელი ლოდინი აზრს მოკლებულია. ეს [სუპერ ლიგა] კალათბურთში უკვე გამოვცადეთ და შიდა ჩემპიონატი კონკურეტული ტურნირად დარჩა.
ლაპორტა
ტურნირის ფორმატი შეიცვლება. სუპერ ლიგის დაწყება 2022 წელს იგეგმება. უკვე ვისაუბრე რამდენიმე პირთან და ეს ამბავი UEFA-სგან მწვავე რეაქციას მიიღებს. ჩეფერინი ჩემპიონთა ლიგის დაქვეითებას არ დაუშვებს, ეს ვარსკვლავური ჩემპიონატია. ახლა, ევროპის სუპერ ლიგის ორგანიზატორები ეროვნული ჩემპიონატების შენარჩუნებას განიხილავენ. თავის მხრივ, FIFA-ს თავისი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გაძლიერება სურს.
ფრეიშა
ევროპის სუპერ ლიგის პროექტი დიდი ხანია, რაც არსებობს. ჩვენ ინსტიტუციონალურ კონფლიქტებში შესვლა არ გვსურს. ადგილობრივი ტურნირებიც ძალიან მნიშვნელოვანია. შემოასვლების ზრდა მხოლოდ ბიზნესი არაა, ამ ყველაფრის გამოყენება მეტი სანახაობისთვისაც შეიძლება.
“ლა მასია”
ფრეიშა
პირველ რიგში, უნდა ჩამოვყალიბდეთ თუ როგორი ფეხბურთის თამაში გვსურს. ჩვენს მეთოდოლოგიის დეპარტამენტში, პაკო სეირულოს უკვე აქვს მკაფიო გეგმა თუ როგორ ვაპირებთ “ლა მასიის” განვითარებას. ჩვენ ჩვენს აღზრდილებს მაქსიმალურ ნდობას გამოვუცხადებთ.
ფონტი
იმისათვის, რათა “ლა მასიელებმა” მომავლის ირწმუნონ, ყველაფერი საათივით უნდა მუშაობდეს. ამიტომაც, ჩვენ გუნდში ჟოან ვილა, ტიტო ბლანკო და ალბერტ ბენაიხესი მოვიწვიეთ. თუ სტრუქტურა გამართულია, “ლა მასიაზე” იმედების დამყარებაც შეიძლება.
ლაპორტა
გვინდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა პირველ გუნდს მიაღწიონ. “ლა მასიას” მთელი მსოფლიო აღიარებს. აკადემიის დირექტორი ახალგაზრდებთან სრულ ჰარმონიაში უნდა იყოს. ეს ადრე გამიკეთებია და კიდევ გავაკეთებ.
[ფონტს] სახელები კარგია, თუმცა მე ჯერ ჩავისგან არაფერი მსმენია.
ფონტი
უმჯობესი იქნება თუ ჩავი მხოლოდ ჩვენთან ითანამშრომლებს, თუმცა, რა თქმა უნდა, იგი ექსკლუზიური ვერ იქნება. სამაგიეროდ, ექსკლუზიური არის ის სამუშაო, რომელიც ჩვენ მასთან ერთად შევასრულეთ.
ლაპორტა
ფონტი თავის სიტყვას ძალიან ხშირად გადათქვამს ხოლმე. ჯერ ამბობდა, რომ კუმანი ტრიპლეტს მოიგებდა, თუმცა შემდეგ ეს შეცვალა. ჩავიმ, კრუიფმა და ბენაიხესმაც უარი გითხრეს. არაუშავს, უბრალოდ, შეცდომა დაუშვი და მორჩა, მაგრამ ამით კლუბის წევრებს აბნევ. მათ სახელს იყენებ მაშინ, როდესაც შენს გვერდით ყოფნაზე უარი თქვეს.
ფონტი
ჩავის არასდროს უთქვამს, რომ ჩემთან ერთად არ იქნებოდა. თუ ვინმე ნახავთ ჩავის სიტყვებს, სადაც ამბობს, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ჩემს გვერდით არ დადგება, კანდიდატურას ახლავე მოვხსნი.
ლაპორტა
ვიქტორ, ჩავის ხშირად ვესაუბრები, ჩვენ მეგობრები ვართ, ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. შენ მას წნეხის ქვეშ ამყოფებ და კამპანიაში ჩართვას აიძულებ. მე და მას ჩვეულებრივი, ბუნებრივი ურთიერთობა გვაქვს. შენ კი ნერვიულობ, რადგან მათ უარი გითხრეს.
ფონტი
ჩემს სანდოობას ზურგს განვილილი პროფესიული კარიერა და გუნდის ისეთი წევრებს უმაგრებენ, როგორებიც ტონი ნადალი, რამონ კუგატი და სხვები არიან.
ბილეთის ფასი
ფონტი
ბილეთის ფასი არ გაიზრდება. მეტიც, კლუბის ის წევრები, რომლებიც სეზონში თამაშების 85%-ს დაესწრებიან, მომდევნო წელს 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
ლაპორტა
აბონიმენტის საფასურის გადახდის პროცესს რამდენიმე ნაწილად დავყოფთ. მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მშობლები შეღავათს მიიღებენ. ასევე, არ გაიზრდება წლიური აბონიმენტის ღირებულება.
ფრეიშა
აბონიმენტის ფასი არ გაიზრდება. განვიხილავთ თანხის გადახდის პროცესის გაყოფასაც.
“კამპ ნოუს” რეკონსტრუქცია
ფონტი
ჩვენ უკვე გვყავს გუნდი, რომელიც ამ თემაზე მუშაობს. სარემონტო სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება. 3 წელიწადში ახალი “პალაუ” (დახურული სპორტული კომპლექსი) და 5 წელიწადში კი – ახალი “კამპ ნოუ”.
ლაპორტა
ხარჯების გათვალისწინება აუცილებელია, ეს, შესაძლოა, იყოს 600 ან 825 მილიონი ევრო ან კიდევ უფრო მეტიც. გადაწყვეტილება კონკრეტული დათვლების შემდეგ იქნება მიღებული. ასევე უნდა მოვიფიქროთ, რეკონსტრუქციის დროს, გავაგრძელებთ აქ თამაშს თუ არა.
ფრეიშა
კლუბი ამაზე 2012 წლიდან მუშაობს. ჩვენ სხვა მოედანზე გადასვლა არ გვსურს, ეს გულშემატკივართან და აბონიმენტის მფლობელეთან პრობლემებს წარმოშობს.
ჟურნალისტმა ჟემა ერერომ კანდიდატებს ერთმანეთის დახასიათება თხოვა.
ფრეიშა
ლაპორტა არის ადამიანი, რომელსაც დიდი ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა ახასიათებს. ფონტს შეუძლია თავდაუზოგავად იშრომოს.
ფონტი
მინდა, გაწეული სამუშაოსთვის, ჟოანს მადლობა გადავუხადო. ბატონ ფრეიშას “ბარსას” დიდ გულშემატკივრად მივიჩნევ.
ლაპორტა
ორივე მათგანი არის “ბარსელონას” დიდი გულშემატკივარი, რომელიც განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. დღეს, არჩევნებში მონაწილეობას გამბედაობა სჭირდება.
კანდიდატების საბოლოო სიტყვა
ფრეიშა
ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც კლუბში არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია. ჩვენ კლუბის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გარანტიას ვიძლევით. კლუბის წევრებს მოვუწოდებთ, გააკეთონ, სწორი არჩევანი.
ლაპორტა
მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ბევრმა მკითხეთ თუ რატომ ვაკეთებ ამას. ცხოვრებაში ყველას აქვს რთული მომენტი. “ბარსა” იყო ადგილი სიამოვნებისა და სიხარულისა, თუმცა, ბოლო დროს, მხოლოდ წუხილიღაა დარჩენილი. ჩვენ ბედნიერება უნდა დავაბრუნოთ. მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას, რადგან ვიცი როგორ დავაბრუნო კლუბში ბედნიერება, ამას ყველანი ერთად შევძლებთ.
როდესაც გკითხავენ თუ რატომ მომეცით ხმა, უპასუხეთ, რომ ჩვენ გვიყვარს “ბარსა”.
ფონტი
მნიშვნელოვანია, რომ კვირას, არჩევნებზე თითოეული ჩვენგანი მივიდეს. 2015 წელს მოგებული ტრიპლეტით, რეალობას ავცდით. 12 წლის წინ მოგებული ექვსი ტიტულის მოგონებებმა იგივე შეცდომა არ უნდა დაგვაშვებინოს. უნდა ვიყუროთ წინ, მომავლისკენ. უნდა ვიყოთ გამბედავნი და ავაშენოთ კლუბის ახალი მოდელი. მოდით, გავბედოთ და ვუთხრათ მომავალს დიახ!
“ბარსელონა” ახალ პრეზიდენტს 7 მარტს აირჩევს.
ლაპორტამ იმენა აკაჩავა ფონტი.ნეტა ვიდეო მანახა.ფონტი თავს როგორ იმართლებდა ლაპორტას სიტყვების შემდეგ.
ლაპორტა საუკეთესოა ყველაფერში, რა მაგრად მოაკეტინა ფონტს ყველა ჯერზე მარა ეს საუკეთესო იყო:
Font wadi sadme maglidan gadaxti dddd dagasxes da geyos ra
ლაპორტას სიტყვებში ძალიან დიდი იმედის ნაპერწკალია,რომელიც მისი მოსვლის შემთხვევაში აუცილებლად გაღვივდება და ბარსელონა გახდება ისეთივე ცეცხლოვანი და დაუმარცხებელი გუნდი რომელიც სწორედ ლაპორტას დროს იყო
მართლაც რაზე ლაპარაკობენ, ლაპორტა თითქმის გამარჯვებულია და ეს ოფიციალურობა ვის აინტერესებს.
ფონტს რო თავმოყვარეობა ქონდეს კანდიდატურა უნდა მოხსნას ამ დებატების შემდეგ 😆💙❤️
ლაპორტა მოიგებს რად უნდა დებატები და დავიდარაბა! მიდი არ დაინდო👊
არ ვიცი ვინ მოვა, მაგრამ გუნდს პატრონი ჭირდება და უპატრონო ფარასავით არ უნდა იყოს მიშვებული. გუნდს უნდა დაუბრუნდეს გამარჯვებულის მენტალიტეტი და არავინ გაბედოს მისი შეურაცმყოფელი სიტყვებით მოხსენიბა.
სევილიასთან მშვენივრად იყომარენ იმიტო რო ირბინენ ბოლო ბოლო ბუსკეცმა ირბონა 12 კილომეტრი დდ სევილიასთან თასზე როასე ირბინონ რეალთანაც ატლესთანაც გავხევთ შუაზე და ასე უნდა ითამაშონ ზუსტად პესეჟესთან ისე მართლა ჯობია 3 5 2 ტაკტიკა დიდ გუნდებთან🖤❤🥰შტეგო-პიკე-არაუხო-მინგესა-ალბა-დესტი-დე იონგი-ბუსი-მორიბა-მესი-დემბელე
პროექტები PowerPoint-ებით არ იქმნება. სანამ ფონტი PowerPoint-ში პრეზენტაციებს ამზადებდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგას ვიგებდით
მერამდენედ უნდა შეუსრულოს დდდდ.