”რეალ სარაგოსამ” თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ცნობა აბრაამ მინეროს და ედუ ორიოლის შეძენის შესახებ. ორივე ფეხბურთელი კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. უახლოეს მომავალში შედგება ფეხბურთელების პრეზენტაცია.
”ბარსა ბ”-ს ამ ორმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში შესანიშნავი თამაში აჩვენა, ახლა კი ითამაშებენ პრიმერა დივიზიონში ხავიერ აგირეს მეთვალყურეობის ქვეშ.
”მე მივდივარ ”სარაგოსაში”, რადგან ძალიან მსურს პრიმერაში თამაში. ვვარჯიშს უახლოეს მომავალში დავიწყებ” – განაცხადა აბრაამმა.
”მინდა წარმატებას პირველივე დღიდან მივაღწიო. ”სარაგოსას” ყველა გულშემატკივარს ვპირდები, რომ გუნდისთვის წარმატების მოტანას შევეცდები” – განაცხადა ედუ ორიოლმა.


