ლა ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში”ბარსამ” “სევილია” ანგარიშით 2-0 დაამარცხა.
გამარჯვებაში წვლილი, რასაკვირველია, დაცვის დამაჯერებელმა თამაშმაც შეიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ ჟერარ პიკემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა:
“არა, ტრავმა არ მიმიღია. დატვირთვის ნელ-ნელა გაზრდაზე მწვრთნელთან სისტემატიურად მქონდა საუბარი. 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ტრავმა მივიღე. ასე რომ, 60 წუთი დღეისათვის საკმარისია. ჩემი გუნდით ვამაყობ.”
“ჩემპიონობისთვის ბრძოლა ისევ შეგვიძლია. გუნდი გამოვიდა და დაამტკიცა, რომ სატიტულო მარათონში შანსი კვლავ აქვს. სეზონი გრძელია და ჩვენც რესურსი გვაქვს. ამ გუნდის მჯერა.”
“თუ ოთხშაბათს ორმატჩიან დუელს შემოვატრიალებთ, ჩვენი სეზონიც სრულად შეიცვლება.”
“ბარსაში” გატარებული 12, 13, 14 წლის განმავლობაში ტრავმიანობის მხრივ პრობლემები გვქონდა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ მენტალურად ძლიერები ვართ. გამარჯვებისათვის ბრძოლა უნდა განვაგრძოთ, ეს ჩვენი მოვალეობაა”.




გუშინ კარგი იყო, ნეტა ასე განაგრძოს.
ხო და კიდევ ბუსკეტსის ასეთი თამაში დიდი ხანია არ მინახია, არ მეგონა ამდენს თუ ირბენდა.
მეტი საამაყო მატჩი პიკეს 😁💙❤️ ჩვენც გავიხარებთ
შენ რომ ტრავმა არ მიგიღია მაგას კი მივხვდით მაგრამ პედრი აუცილებლად 100% გვჭირდება ! როტაცია უნდა გაეკეთებინა ნახევარდაცვაში მორიბა და პუჩი ხომ შეიძლებოდა ადრე სხვა თამაშებშიც გამოეყენებინა თანაბრად თუნდაც ის მატეუს ფერნანდესი კაციშვილს რომ არ უნახავს მოედანზე
გავიგეთ რომ ცენტრში ბუსი დე იონგ პედრიზე უკეთესი ვარიანტი დღეს არა აქვს მაგრამ მაგ სამი კაციდან ერთი 18 წლის ბავშვია მეორე რესპუბლიკის დამსახურებული პენსიონერი ! რომ ვერ გაუძლებენ მაგას რა დიდი ცოდნა /გამოცდილება სჭირდება
ნეტა ასე გეთამაშათ სხვა მნიშვნელოვან მატჩებშიც ასე ხომ არ ვიქნებოდით
არ არის ამის ადგილი სათადარიგოთა სკამზე სანამ დაასრულებს კარიერას ძირითადში უნდა იყოს და ლაპორტას მერე ბარსელონას პრეზიდენტად.
ბებეროო ბევრს მოიყვანენ მაგრამ შენაირი სტაბილური მცველი არამგონია ბარსას ეღირსოოს 10 წელი შეუცვლელად ერთ დონეზე იყომარაა კაცმაა…
ნეტა ყოველი თამაშის მერე ამაყობდე.